სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანის დატა ცენტრი გაიყიდა - ვინ გახდა ცენტრის ახალი მფლობელი
გლდანის დატა ცენტრი გაიყიდა - ვინ გახდა ცენტრის ახალი მფლობელი

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ Bitfury ჯგუფ­მა თბი­ლის­ში, გლ­დან­ში მდე­ბა­რე დატა ცენ­ტრი გა­ყი­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნი­ი­დან აც­ნო­ბეს, ცენ­ტრის ახა­ლი მფლო­ბე­ლი აზი­უ­რი Chong Sing Holdings-ია.

Bitfury-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ვა­ლე­რი ვა­ვი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბით, დატა ცენ­ტრის გა­ყიდ­ვა, აზი­ის ბა­ზარ­ზე კომ­პა­ნი­ის გა­ფარ­თო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა მიზ­ნად.

"გა­რი­გე­ბა აძ­ლი­ე­რებს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ჩი­ნელ პარტნი­ო­რებ­თან და ეხ­მა­რე­ბა კომ­პა­ნი­ას გა­აგ­რძე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბა აზი­ის ბა­ზარ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ვა­ვი­ლოვ­მა.

Bitfury-მ თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფალ ინ­დუსტრი­ულ ზო­ნა­ში 40 მგვტ სიმ­ძლავ­რის დატა ცენ­ტრი 2016 წელს გახ­სნა. კომ­პა­ნი­ამ დატა ცენ­ტრში და­ნერ­გა გაგ­რი­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი სის­ტე­მა, საპ­რო­ცე­სინ­გო დატა ცენ­ტრი BITFURY-ს ბოლო თა­ო­ბის უახ­ლე­სი ჩი­პე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი.

"Chong Sing Holdings ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბე­ლეს 24/7-ზე რე­ჟიმ­ში სთა­ვა­ზობს ონ­ლა­ინ ფი­ნან­სურ სერ­ვი­სებს. ჰოლ­დინ­გის აქ­ცი­ე­ბი ჰონგ კონ­გის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ივაჭ­რე­ბა. კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ებ­ში შე­დის ბლო­კჩე­ინ ტექ­ნო­ლო­გია, ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

Bitfury ბლო­ქჩე­ინ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნია და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კერ­ძო პრო­ვა­ი­დე­რია ბლო­კჩე­ი­ნის ეკო­სის­ტე­მა­ში. The Bitfury Group შე­ი­მუ­შა­ვებს და აწ­ვდის მომ­ხმა­რე­ბელს რო­გორც აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, ისე პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბიზ­ნე­სე­ბის, მთავ­რო­ბე­ბის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის, რათა მათ უსაფრ­თხოდ შეძ­ლონ აქ­ტი­ვე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა ბლო­კჩე­ი­ნის ქსელ­ში", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გლდანის დატა ცენტრი გაიყიდა - ვინ გახდა ცენტრის ახალი მფლობელი

გლდანის დატა ცენტრი გაიყიდა - ვინ გახდა ცენტრის ახალი მფლობელი

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ Bitfury ჯგუფმა თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია.

Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა, აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოებას ემსახურება მიზნად.

"გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას გააგრძელოს წარმატებული გაფართოება აზიის ბაზარზე", - განაცხადა ვავილოვმა.

Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი.

"Chong Sing Holdings ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელეს 24/7-ზე რეჟიმში სთავაზობს ონლაინ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგის აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება.

Bitfury ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერია ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."