Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო
დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ასე­ვე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­ში. სა­სა­მარ­თლოს სხდო­მას არ ეს­წრე­ბო­და თა­ვად მსჯავ­რდე­ბუ­ლი.

მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის დე­კა­ნოზს 9 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და სა­სა­მარ­თლომ, ხოლო ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის მას 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. სას­ჯე­ლის შთან­თქმის პრინ­ცი­პით უფრო მა­ღალ­მა სას­ჯელ­მა შთან­თქა და­ბა­ლი სას­ჯე­ლი და სა­ბო­ლო­ოდ, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას ედა­ვე­ბო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ში პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ მას შემ­დეგ რაც გა­ეც­ნო­ბი­ან სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წილს, გა­და­წყვე­ტენ გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ თუ არა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ი­თხოვ­და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს­გან, რომ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მა­მა­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი - შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა შეც­ვლი­ლი­ყო ან­გა­რე­ბით მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბით, თუმ­ცა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უც­ვლე­ლი და­ტო­ვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე დამ­ნა­შა­ვედ სცნო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ნა­წილ­ში, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში. ჩვენ აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­ლო­დით, რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს მო­თხოვ­ნებს ან­გა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ვეც­ნო­ბით სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წილს და შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ვინ თუ არა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის, რომ დამ­ნა­შა­ვეა და ის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზეც კი არ მო­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და გუ­ბე­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "იმე­დით ვი­ყა­ვით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა, მაგ­რამ გარ­დაც­ვლი­ლია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა" - რას აცხა­დე­ბენ მხა­რე­ე­ბი "ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე" სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.

მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა დაბალი სასჯელი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა.

იხილეთ ვიდეო

ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც გაეცნობიან სასამართლოს სამოტივაციო ნაწილს, გადაწყვეტენ გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

პროკურატურა მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოსგან, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენი - შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება შეცვლილიყო ანგარებით მკვლელობის მომზადებით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ველოდით, რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს ანგარებასთან დაკავშირებით, გავეცნობით სამოტივაციო ნაწილს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვინ თუ არა გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა", - განაცხადა გუბელაძემ.

იხილეთ ვიდეო: "იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია მართლმსაჯულება" - რას აცხადებენ მხარეები "ციანიდის საქმეზე" სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ