სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტი "12" - პეტრე ოცხელის თანამედროვე ინტერპრეტაციები
პროექტი "12" - პეტრე ოცხელის თანამედროვე ინტერპრეტაციები

პრო­ექ­ტი "12" წელს მთლი­ა­ნად პეტ­რე ოცხე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას მი­ე­ძღვნა. ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტებ­მა შექ­მნეს მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი და მათი გა­მო­ფე­ნა უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მით გან­სხვა­ვე­ბულ სივ­რცე­ში ჩა­ტარ­და.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მფრი­ნა­ვი მღე­ბა­ვის სხვა­დას­ხვა ფი­გუ­რა ყვე­ლა­ზე ხში­რად იყო არ­ჩე­უ­ლი არ­ტის­ტე­ბის მიერ, რო­გორც ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო. პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც ფრე­ნა შე­უძ­ლია და რო­მელ­საც ძა­ლუძს სამ­ყა­როს შეც­ვლა მხო­ლოდ ფე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, ალ­ბათ ყვე­ლა არ­ტის­ტში ცხოვ­რობს.

პირ­ველ რიგ­ში, გა­მო­ფე­ნა ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და ნა­მუ­შევ­რე­ბის ფორ­მა­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. დარ­ბა­ზის ყვე­ლა კუ­თხე გვთა­ვა­ზობ­და გან­სხვა­ვე­ბულ მე­დი­უმ­ში შექ­მნილ ნა­მუ­შევ­რებს და არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ მე­ორ­დე­ბო­და. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ფაქ­ტი­უ­რად, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ნა­ხავ­და თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის ნა­მუ­შე­ვარს.

დარ­ბა­ზის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გა­დი­ო­და შალ­ვა ცხოვ­რე­ბა­ძის სტოპ-მო­უ­შენ ტექ­ნი­კით გა­და­ღე­ბუ­ლი ანი­მა­ცია, რო­მელ­შიც პეტ­რე ოცხე­ლის ეს­კი­ზე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი სცე­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­კე­ტე­ბი გა­ცო­ცხლდა. ყვე­ლა დე­ტა­ლი ხე­ლით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი "კრაფ­ტი­სა­გან" და ხელ­ნა­კეთ პა­ტა­რა სამ­ყა­როს გვიჩ­ვე­ნებ­და თე­ატ­რა­ლურ სცე­ნა­ზე. ანი­მა­ცი­ის ეკ­რა­ნის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს კი მო­ტი­ვებ­ზე ქე­თე­ვან სა­ქა­რე­ლის მიერ შექ­მნი­ლი მი­ნან­ქრის დახ­ვე­წი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი.

დარ­ბა­ზის ერთ-ერთი კედ­ლის დიდი ნა­წი­ლი ეკა­ვა გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნერ მა­რი­ამ სა­შას მას­შტა­ბურ პოს­ტერს, რომ­ლის­თვი­საც ავ­ტორ­მა ერთ-ერთი მფრი­ნა­ვი მღე­ბა­ვის ფი­გუ­რა გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მელ­საც წი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვი ახა­ტია. მა­რი­ა­მის მღე­ბავს ხელ­ში RGB თოფი უჭი­რავს - ანუ თოფი, რო­მე­ლიც წი­თე­ლი, ლურ­ჯი და მწვა­ნე ფე­რე­ბის სხი­ვებს ის­ვრის და რო­მე­ლიც ე.წ. ციფ­რუ­ლი, ანუ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლად შე­რე­უ­ლი ფე­რე­ბი­თაა და­მუხ­ტუ­ლი, ის თა­ვის­ნა­ირ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს ქმნის, რომ შე­ღე­ბოს ისი­ნი. ნა­მუ­შე­ვა­რის ზო­მე­ბი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია. თუმ­ცა, მის გვერ­დით შე­და­რე­ბით მომცრო ეკ­რან­ზე კი­დევ ერთი მფრი­ნა­ვი მღე­ბა­ვიც არა­ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და. გი­ორ­გი მი­ქი­აშ­ვი­ლის ეს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი 3D ფი­გუ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­და მარ­თვა­დი და მისი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ყვე­ლა მხრი­დან იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. პეტ­რე ოცხე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­ხედ­ვით მუ­სი­კაც კი და­ი­წე­რა. თორ­ნი­კე ქარჩხა­ძის კომ­პო­ზი­ცია 3D მო­დე­ლის სა­უნ­დტრე­კი გახ­და.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლა­ბო­რა­ცია ვი­ზუ­ა­ლურ არ­ტისტ ნი­კო­ლოზ კა­პა­ნა­ძეს და მუ­სი­კოს გაჩა ბაქ­რა­ძეს შო­რის შედ­გა. ეს სამ­წუ­თი­ა­ნი ვი­დეო-არტი, რო­მე­ლიც პეტ­რე ოცხე­ლის ნა­მუ­შევ­რებს ახალ მე­დი­უ­მებ­ში აცო­ცხლებს ძა­ლი­ან მე­დი­ტა­ცი­უ­რი იყო და მუ­სი­კის თან­ხლე­ბის გამო გიჩ­ნდე­ბო­და სურ­ვი­ლი, რომ ზე­დი­ზედ რამ­დენ­ჯერ­მე გე­ყუ­რე­ბი­ნა.

ვი­ნა­ი­დან პრო­ექ­ტის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, გიგი შუ­კა­კი­ძე, არ­ქი­ტექ­ტო­რია, შე­სა­ბა­მი­სად პეტ­რე ოცხე­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­სპი­რა­ცია, გა­მო­ფე­ნა­ში მა­კე­ტით გა­მო­ი­ხა­ტა. ახალ­გაზ­რდა არ­ქი­ტე­კტორ­მა შე­არ­ჩია ოცხე­ლის დე­კო­რა­ცი­ის ეს­კი­ზე­ბი სპექ­ტაკ­ლის­თვის "მუნ­ჯე­ბი ალა­პა­რაკ­დნენ". სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღეთ პა­ვი­ლი­ო­ნის ტი­პის სტრუქ­ტუ­რის მქო­ნე სამი სხვა­დას­ხვა წრი­უ­ლი ზე­და­პი­რი, რო­მელ­საც მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა.

სივ­რცე­ში, არა­მედ ჯერ და­უს­რუ­ლე­ბუ­ლი ფარ­თის "შავ კარ­კას­ში", სა­დაც რკი­ნა და ბე­ტო­ნი არ არის დე­კო­რა­ტი­უ­ლი მა­სა­ლე­ბით შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი. სივ­რცის თა­ვი­სე­ბუ­რი აღ­ქმა და დიდი ყუ­რა­დღე­ბა გა­ნა­თე­ბი­სად­მი, ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­და ოცხე­ლის სცე­ნოგ­რა­ფი­ას. გა­მო­ფე­ნა­ზეც გა­ნა­თე­ბას და­ეთ­მო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ მხატ­ვა­რი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თა­ნა­ტო­ლი გახ­ლდათ. ის 30 წლის ასაკ­ში დახ­ვრი­ტეს. შე­სა­ბა­მი­სად, ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნი ისე­თი­ვე ძი­ე­ბა­ში იყო ახა­ლი ფორ­მე­ბი­სა და ფორ­მა­ტე­ბის, რო­გორც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე არ­ტის­ტე­ბი. ალ­ბათ ეს კი­დევ ერთი მი­ზე­ზია, რა­ტო­მაც შეძ­ლეს პრო­ექ­ტის ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ასე კარ­გად აე­ტა­ცე­ბი­ნათ მისი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სად­მი მის­წრა­ფე­ბა და ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი თა­ვი­ანთ დღე­ვან­დელ ნა­მუ­შევ­რებ­ში.

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იგეგ­მე­ბა პეტ­რე ოცხე­ლის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მა­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბის თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე გან­თავ­სე­ბა. ჯერ ყვე­ლა ლო­კა­ცია არ არის შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მოღ­ვა­წე ხე­ლო­ვა­ნი ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის არ­ტის­ტე­ბის ხმით სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რად გა­იჟ­ღე­რებს ახალ, ურ­ბა­ნულ სივ­რცე­ში.

რო­გორც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლემ თემო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა თქვა თა­ვის ნე­ო­ნის მფრი­ნავ მღე­ბავ­ზე: "ჯერ რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­თან გა­ა­ნა­თებს კე­დელს და მერე საით გაფ­რინ­დე­ბა, რას შე­ღე­ბავს, ჯერ არ ვიცი..."

თა­მარ კვა­ჭა­ძე

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პროექტი "12" - პეტრე ოცხელის თანამედროვე ინტერპრეტაციები

პროექტი "12" - პეტრე ოცხელის თანამედროვე ინტერპრეტაციები

პროექტი "12" წელს მთლიანად პეტრე ოცხელის შემოქმედებას მიეძღვნა. ახალგაზრდა არტისტებმა შექმნეს მისი ნამუშევრების ინტერპრეტაციები და მათი გამოფენა უჩვეულო ფორმით განსხვავებულ სივრცეში ჩატარდა.

შეიძლება ითქვას, რომ მფრინავი მღებავის სხვადასხვა ფიგურა ყველაზე ხშირად იყო არჩეული არტისტების მიერ, როგორც ინსპირაციის წყარო. პერსონაჟი, რომელსაც ფრენა შეუძლია და რომელსაც ძალუძს სამყაროს შეცვლა მხოლოდ ფერის გამოყენებით, ალბათ ყველა არტისტში ცხოვრობს.

პირველ რიგში, გამოფენა ყურადღებას იქცევდა ნამუშევრების ფორმატების მრავალფეროვნებით. დარბაზის ყველა კუთხე გვთავაზობდა განსხვავებულ მედიუმში შექმნილ ნამუშევრებს და არცერთი მათგანი არ მეორდებოდა. თანამედროვე ხელოვნების ფაქტიურად, ნებისმიერი ფორმატის და მიმდინარეობის მოყვარული ნახავდა თავისი გემოვნების შესაბამის ნამუშევარს.

დარბაზის პირველ ნახევარში გადიოდა შალვა ცხოვრებაძის სტოპ-მოუშენ ტექნიკით გადაღებული ანიმაცია, რომელშიც პეტრე ოცხელის ესკიზების მიხედვით შექმნილი სცენოგრაფიული მაკეტები გაცოცხლდა. ყველა დეტალი ხელით იყო გაკეთებული "კრაფტისაგან" და ხელნაკეთ პატარა სამყაროს გვიჩვენებდა თეატრალურ სცენაზე. ანიმაციის ეკრანის საპირისპირო მხარეს კი მოტივებზე ქეთევან საქარელის მიერ შექმნილი მინანქრის დახვეწილი სამკაულები იყო გამოფენილი.

დარბაზის ერთ-ერთი კედლის დიდი ნაწილი ეკავა გრაფიკული დიზაინერ მარიამ საშას მასშტაბურ პოსტერს, რომლისთვისაც ავტორმა ერთ-ერთი მფრინავი მღებავის ფიგურა გამოიყენა, რომელსაც წითელი ვარსკვლავი ახატია. მარიამის მღებავს ხელში RGB თოფი უჭირავს - ანუ თოფი, რომელიც წითელი, ლურჯი და მწვანე ფერების სხივებს ისვრის და რომელიც ე.წ. ციფრული, ანუ კომპიუტერულად შერეული ფერებითაა დამუხტული, ის თავისნაირ გამოსახულებებს ქმნის, რომ შეღებოს ისინი. ნამუშევარის ზომები ძალიან შთამბეჭდავია. თუმცა, მის გვერდით შედარებით მომცრო ეკრანზე კიდევ ერთი მფრინავი მღებავიც არანაკლებ ყურადღებას იქცევდა. გიორგი მიქიაშვილის ეს ინტერაქციული 3D ფიგურა სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ხდებოდა მართვადი და მისი დათვალიერება ყველა მხრიდან იყო შესაძლებელი. პეტრე ოცხელის ნამუშევრების მიხედვით მუსიკაც კი დაიწერა. თორნიკე ქარჩხაძის კომპოზიცია 3D მოდელის საუნდტრეკი გახდა.

კიდევ ერთი საინტერესო კოლაბორაცია ვიზუალურ არტისტ ნიკოლოზ კაპანაძეს და მუსიკოს გაჩა ბაქრაძეს შორის შედგა. ეს სამწუთიანი ვიდეო-არტი, რომელიც პეტრე ოცხელის ნამუშევრებს ახალ მედიუმებში აცოცხლებს ძალიან მედიტაციური იყო და მუსიკის თანხლების გამო გიჩნდებოდა სურვილი, რომ ზედიზედ რამდენჯერმე გეყურებინა.

ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, გიგი შუკაკიძე, არქიტექტორია, შესაბამისად პეტრე ოცხელისგან მიღებული ინსპირაცია, გამოფენაში მაკეტით გამოიხატა. ახალგაზრდა არქიტეკტორმა შეარჩია ოცხელის დეკორაციის ესკიზები სპექტაკლისთვის "მუნჯები ალაპარაკდნენ". საბოლოოდ მივიღეთ პავილიონის ტიპის სტრუქტურის მქონე სამი სხვადასხვა წრიული ზედაპირი, რომელსაც მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება.

სივრცეში, არამედ ჯერ დაუსრულებული ფართის "შავ კარკასში", სადაც რკინა და ბეტონი არ არის დეკორატიული მასალებით შელამაზებული. სივრცის თავისებური აღქმა და დიდი ყურადღება განათებისადმი, ყოველთვის გამოარჩევდა ოცხელის სცენოგრაფიას. გამოფენაზეც განათებას დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მხატვარი პროექტის მონაწილეების თანატოლი გახლდათ. ის 30 წლის ასაკში დახვრიტეს. შესაბამისად, ახალგაზრდა ხელოვანი ისეთივე ძიებაში იყო ახალი ფორმებისა და ფორმატების, როგორც პროექტის მონაწილე არტისტები. ალბათ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც შეძლეს პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებმა ასე კარგად აეტაცებინათ მისი მრავალფეროვნებისადმი მისწრაფება და ძიების სურვილი თავიანთ დღევანდელ ნამუშევრებში.

უახლოეს პერიოდში იგეგმება პეტრე ოცხელის თემატიკაზე შექმნილი თანამედროვე ფორმატის ნამუშევრების თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსება. ჯერ ყველა ლოკაცია არ არის შერჩეული, მაგრამ ფაქტია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ხელოვანი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის არტისტების ხმით სრულიად ახლებურად გაიჟღერებს ახალ, ურბანულ სივრცეში.

როგორც პროექტის მონაწილემ თემო მაჭავარიანმა თქვა თავის ნეონის მფრინავ მღებავზე: "ჯერ რუსთაველის მეტროსთან გაანათებს კედელს და მერე საით გაფრინდება, რას შეღებავს, ჯერ არ ვიცი..."

თამარ კვაჭაძე

 

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი