პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის რძალი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მან გახსნა კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა
ტრამპის რძალი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მან გახსნა კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის რძა­ლი, ვა­ნე­სა ტრამ­პი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ქმრის, დო­ნალდ ტრამპ ჯუ­ნი­ო­რის სა­ხელ­ზე მი­სუ­ლი კონ­ვერ­ტი გახ­სნა, რო­მელ­შიც თეთ­რი ფხვნი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"წე­რი­ლი" ტრამ­პებ­მა მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მდე­ბა­რე სახ­ლში მი­ი­ღეს.

ვა­ნე­სა და კი­დევ ორი პირი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა BBC-ს ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ პრე­ზი­დენ­ტის რძა­ლი თავს კარ­გად გრძნობს.

დო­ნალდ ტრამპ ჯუ­ნი­ორ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა, რომ მის ოჯახს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა და ინ­ცი­დენტს "ამაზ­რზე­ნი" უწო­და.

CBS-ის ცნო­ბით, კონ­ვერ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად ვა­ნე­სას დე­დამ აიღო, შემ­დეგ კი ის ვა­ნე­სამ გახ­სნა.

გა­მო­ძი­ე­ბა ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს, ვინ გა­უგ­ზავ­ნა ტრამ­პებს სა­ეჭ­ვო კონ­ვერ­ტი.

დო­ნალდ ტრამპ ჯუ­ნი­ო­რი, რო­მე­ლიც მა­მის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, ვა­ნე­სა კეი ჰე­ი­დონ­ზე 2005 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ქორ­წინ­და. მა­ნამ­დე კი ვა­ნე­სა ნიუ-იორკში მო­დე­ლად მუ­შა­ობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ტრამპის რძალი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მან გახსნა კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა

ტრამპის რძალი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მან გახსნა კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა

აშშ-ს პრეზიდენტის რძალი, ვანესა ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს. BBC-ს ინფორმაციით, მან ქმრის, დონალდ ტრამპ ჯუნიორის სახელზე მისული კონვერტი გახსნა, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა.

"წერილი" ტრამპებმა მანჰეტენზე მდებარე სახლში მიიღეს.

ვანესა და კიდევ ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა BBC-ს ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ პრეზიდენტის რძალი თავს კარგად გრძნობს.

დონალდ ტრამპ ჯუნიორმა მოგვიანებით "ტვიტერზე" დაწერა, რომ მის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება და ინციდენტს "ამაზრზენი" უწოდა.

CBS-ის ცნობით, კონვერტი თავდაპირველად ვანესას დედამ აიღო, შემდეგ კი ის ვანესამ გახსნა.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ვინ გაუგზავნა ტრამპებს საეჭვო კონვერტი.

დონალდ ტრამპ ჯუნიორი, რომელიც მამის ბიზნესსაქმიანობაშია ჩართული, ვანესა კეი ჰეიდონზე 2005 წლის ნოემბერში დაქორწინდა. მანამდე კი ვანესა ნიუ-იორკში მოდელად მუშაობდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"