კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიკლო ქუთაისელმა ჟურნალისტმა 150 კილო და როგორ ინარჩუნებს წონას - "რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება..."
როგორ დაიკლო ქუთაისელმა ჟურნალისტმა 150 კილო და როგორ ინარჩუნებს წონას - "რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება..."

ჭარბ წო­ნას მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ებ­რძვის, მაგ­რამ მისი და­მარ­ცხე­ბა ად­ვი­ლი არ არის.

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც გან­ვი­თარ­და და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­საძ­ლოა ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი რე­კორ­დუ­ლად მცი­რე დრო­ში მო­ვი­შო­როთ. კუ­ჭის და­პა­ტა­რე­ვე­ბის ოპე­რა­ცია სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. სწო­რედ ამ ოპე­რა­ცი­ი­სა და ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის წყა­ლო­ბით და­იკ­ლო, ქუ­თა­ი­სელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ბუბა ჩი­ვა­ძემ ათე­უ­ლო­ბით კი­ლოგ­რა­მი და ახლა სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უზი­ა­რებს:

- რა ასა­კი­დან გა­წუ­ხებთ ჭარ­ბი წონა?

- წო­ნის მა­ტე­ბა ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვი­წყე. საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა ღა­მის სა­ა­თებ­ში მი­წევ­და და ამ ყვე­ლა­ფერ­მა წო­ნის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია. 7 წლის წინ დი­ე­ტით 90 კილო და­ვი­კე­ლი, რო­მე­ლიც ორი წელი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე. ამის შემ­დეგ და­ვი­წყე კა­ლო­რი­ე­ბის კვლავ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად მი­ღე­ბა, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ზე რთუ­ლია წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა... არა­სო­დეს უნდა მის­ცე თავს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ზო­მა­ზე მეტი საკ­ვე­ბი მი­ი­ღო, რაც შენს წო­ნა­სა და ფი­გუ­რას კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შეც­ვლის.

– რა იყო თქვე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რი წონა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი თუ შე­უქ­მნია ამ ყვე­ლა­ფერს თქვენ­თვის?

- მაქ­სი­მა­ლუ­რი წონა იყო ძა­ლი­ან დიდი, 240 კილო. ახლა ამას თა­მა­მად ვამ­ბობ, ადრე ვერ ვამ­ხელ­დი. რო­გორც ყვე­ლას, მეც მა­წუ­ხებ­და სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი და სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლე­ბი. წო­ნის კა­ტას­ტრო­ფულ მა­ტე­ბას­თან ერ­თად არ ვი­ცო­დი რა და­მე­წყო, ეს ყო­ფი­ლი­ყო დი­ე­ტა თუ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. დიდი წონა დი­ა­ბე­ტის ან სხვა და­ა­ვა­დე­ბის რისკთა­ნაც მა­ახ­ლო­ვებ­და...

- რამ­დე­ნად მზად იყა­ვით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, რო­დე­საც დი­ე­ტას იწყებ­დი?

- ვერ მო­გა­ტყუ­ებთ, რომ ამის­თვის რა­ი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა დამ­ჭირ­და. რა­საც ახლა მოვ­ყვე­ბი, ვინ­მეს ზღაპ­რად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ეს ასეა. ერთ დღეს მო­მინ­და წო­ნის გა­ბა­რი­ტე­ბი შე­მეც­ვა­ლა. ავ­დე­ქი, და­ვუ­რე­კე მე­გო­ბარს და ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვე­დით. რო­დე­საც ჩა­ვე­დი ქი­რურ­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს ბა­ტონ კახა ქა­ში­ბა­ძეს შევ­ხვდი, რო­მელ­მაც მი­თხრა, და­ი­მახ­სოვ­რე, ისეთ ფორ­მა­ში ჩად­გე­ბი, ვე­რა­ვინ გიც­ნობ­სო. მარ­თა­ლი გი­თხრათ, კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბის ოპე­რა­ცია მალე და­ი­გეგ­მა. ამის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებ­მაც კი არ იცოდ­ნენ. ოპე­რა­ცი­ის მე­ო­რე დღეს­ვე წა­მოვ­დე­ქი, მოვ­წეს­რიგ­დი, დავ­დი­ო­დი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად , მე­სა­მე დღეს ბა­ტონ კა­ხას კარ­თან დავ­ხვდი და ვუ­თხა­რი, რომ გა­ვე­წე­რე. მი­თხრა, რომ სახ­ში თა­ვად წა­მიყ­ვან­და, მისი მან­ქა­ნით, მაგ­რამ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და სახ­ლში ჩემი მან­ქა­ნით დავ­ბრუნ­დი. სწო­რედ მა­შინ გა­ი­გო ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ჩემ­მა ოჯახ­მა. ოპე­რა­ცი­ი­დან მე­ხუ­თე დღეს ვარ­ძი­ა­ში, ამე­რი­კის ელ­ჩის მი­ღე­ბა­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. გაკ­ვირ­ვე­ბულ მე­გობ­რებს არ სჯე­რო­დათ, რომ ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე.

– წო­ნის კლე­ბა რო­დის და­ი­წყო?

- პირ­ვე­ლი­ვე თვი­დან და­ი­წყო წო­ნის მკვეთ­რი კლე­ბა. დავ­დი­ო­დი ფე­ხით. ხში­რად მი­წევს გას­ვლა ქვეყ­ნი­დან და ქა­ლა­ქი­დან, ესეც და­მეხ­მა­რა ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ლახ­ვა­ში. იმ­დე­ნად შე­მიყ­ვარ­და სას­წო­რი, რომ სა­კუ­თარ ოთახ­ში მი­დევს, მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად. მე მას­თან ერ­თად და­ვა­მარ­ცხე ჭარ­ბი წონა.

- რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ წო­ნას?

- სიმ­სუქ­ნე ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ა­ვა­დე­ბად უკვე აღი­ა­რა. ის თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვაა. მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის რამ­დე­ნი­მე ხერ­ხი, მათ შო­რის, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაც არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­დო­მის, ე.წ. "კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბის" ოპე­რა­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე წე­ლია ტარ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და შე­დე­გის მომ­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის კუ­ჭის ოპე­რა­ცია და­პა­ტა­რა­ვე­ბის მე­თო­დით. კუ­ჭის სა­ერ­თო მა­სის 15 პრო­ცენ­ტი მაქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს, ბევ­რს თა­ვად ვეხ­მა­რე­ბი, რომ გა­და­წყვი­ტოს და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე ჩად­გეს ფორ­მა­ში. მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ ეს არ არის პა­ტა­რა ოპე­რა­ცია, ურ­თუ­ლე­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია გახ­ლავთ, ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბა­სა და დიდ შე­მარ­თე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ თავს და კუჭს გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მის­ცე და გემ­რი­ელ საკ­ვებ­ზეც უარი უნდა ვთქვათ. ახ­ლაც, წე­ლი­წა­დი და თვეა ვებ­რძვი ორ ადა­მი­ანს - ჩემს თავს და კუჭს. სამი ეტა­პი კლე­ბი­სა გა­და­ლა­ხუ­ლი მაქვს, ახლა სხე­უ­ლის გა­და­კუნ­თვა­ზე უნდა გა­და­ვი­დე, რაც ვარ­ჯი­ში­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად აქ­ვეყ­ნებთ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, იქა­ურ სამ­ზა­რე­უ­ლოს არ აგე­მოვ­ნებთ ხოლ­მე?

- ძნე­ლია თავ­შე­კა­ვე­ბა გემ­რი­ელ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე, ზოგ­ჯერ ვჭამ და მწყინს. ეს საჭ­მე­ლე­ბი ჩემი კუ­ჭის­თვის მძი­მეა. ყავა, ნამ­ცხვრის მხო­ლოდ კრე­მი, შო­კო­ლა­დი, მზე­სუმ­ზი­რა და იო­გურ­ტე­ბია ჩემი ძი­რი­თა­დი საკ­ვე­ბი, მაგ­რამ ესეც ძა­ლი­ან ცოტა. ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი მიდ­გო­მა აქვს კლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მეც იმის მი­ხე­დით თუ რა ერ­გე­ბა სა­კუ­თარ კუჭს და რა წყინს, იმას ვი­ღებ. ისე ვიკ­ვე­ბე­ბი, რო­გორც ორი თვის ბავ­შვი, სა­მუ­და­მოდ გა­და­ვაგ­დე 150 კილო და კი­დევ ვგეგ­მავ 10 კი­ლოს მოკ­ლე­ბას, რო­მელ­საც ვარ­ჯი­შის დროს მო­ვი­ცი­ლებ. სა­ერ­თო ჯამ­ში ჩემი წო­ნის კლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც 160 კი­ლო­ი­ან კლე­ბას და­ვა­ფიქ­სი­რებ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როგორ დაიკლო ქუთაისელმა ჟურნალისტმა 150 კილო და როგორ ინარჩუნებს წონას - "რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება..."

როგორ დაიკლო ქუთაისელმა ჟურნალისტმა 150 კილო და როგორ ინარჩუნებს წონას - "რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება..."

ჭარბ წონას მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ებრძვის, მაგრამ მისი დამარცხება ადვილი არ არის.

თანამედროვე მედიცინა ჭარბწონიანი ადამიანებისთვისაც განვითარდა და მისი საშუალებით, შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები რეკორდულად მცირე დროში მოვიშოროთ. კუჭის დაპატარევების ოპერაცია სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ ამ ოპერაციისა და ძლიერი ნებისყოფის წყალობით დაიკლო, ქუთაისელმა ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ ათეულობით კილოგრამი და ახლა საკუთარ გამოცდილებას AMBEBI.GE-ს მკითხველს უზიარებს:

- რა ასაკიდან გაწუხებთ ჭარბი წონა?

- წონის მატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დავიწყე. საკვების მიღება ღამის საათებში მიწევდა და ამ ყველაფერმა წონის კატასტროფული მატება გამოიწვია. 7 წლის წინ დიეტით 90 კილო დავიკელი, რომელიც ორი წელი შევინარჩუნე. ამის შემდეგ დავიწყე კალორიების კვლავ გაორმაგებულად მიღება, ვინაიდან ყველაზე რთულია წონის შენარჩუნება... არასოდეს უნდა მისცე თავს იმის საშუალება, რომ ზომაზე მეტი საკვები მიიღო, რაც შენს წონასა და ფიგურას კატასტროფულად შეცვლის.

– რა იყო თქვენი მაქსიმალური წონა და ჯანმრთელობის პრობლემები თუ შეუქმნია ამ ყველაფერს თქვენთვის?

- მაქსიმალური წონა იყო ძალიან დიდი, 240 კილო. ახლა ამას თამამად ვამბობ, ადრე ვერ ვამხელდი. როგორც ყველას, მეც მაწუხებდა სუნთქვის პრობლემები და სხვადასხვა ჩივილები. წონის კატასტროფულ მატებასთან ერთად არ ვიცოდი რა დამეწყო, ეს ყოფილიყო დიეტა თუ ქირურგიული ჩარევა. დიდი წონა დიაბეტის ან სხვა დაავადების რისკთანაც მაახლოვებდა...

- რამდენად მზად იყავით ფსიქოლოგიურად, როდესაც დიეტას იწყებდი?

- ვერ მოგატყუებთ, რომ ამისთვის რაიმე ფსიქოლოგიური მომზადება დამჭირდა. რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება, მაგრამ ეს ასეა. ერთ დღეს მომინდა წონის გაბარიტები შემეცვალა. ავდექი, დავურეკე მეგობარს და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წავედით. როდესაც ჩავედი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ კახა ქაშიბაძეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, დაიმახსოვრე, ისეთ ფორმაში ჩადგები, ვერავინ გიცნობსო. მართალი გითხრათ, კუჭის დაპატარავების ოპერაცია მალე დაიგეგმა. ამის შესახებ ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ. ოპერაციის მეორე დღესვე წამოვდექი, მოვწესრიგდი, დავდიოდი ჩვეულებრივად , მესამე დღეს ბატონ კახას კართან დავხვდი და ვუთხარი, რომ გავეწერე. მითხრა, რომ სახში თავად წამიყვანდა, მისი მანქანით, მაგრამ მადლობა გადავუხადე და სახლში ჩემი მანქანით დავბრუნდი. სწორედ მაშინ გაიგო ოპერაციის შესახებ ჩემმა ოჯახმა. ოპერაციიდან მეხუთე დღეს ვარძიაში, ამერიკის ელჩის მიღებაზე მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი. გაკვირვებულ მეგობრებს არ სჯეროდათ, რომ ოპერაცია გავიკეთე.

– წონის კლება როდის დაიწყო?

- პირველივე თვიდან დაიწყო წონის მკვეთრი კლება. დავდიოდი ფეხით. ხშირად მიწევს გასვლა ქვეყნიდან და ქალაქიდან, ესეც დამეხმარა ამ ყველაფრის გადალახვაში. იმდენად შემიყვარდა სასწორი, რომ საკუთარ ოთახში მიდევს, მადლიერების ნიშნად. მე მასთან ერთად დავამარცხე ჭარბი წონა.

- როგორ ინარჩუნებთ წონას?

- სიმსუქნე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაავადებად უკვე აღიარა. ის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა. მის წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე ხერხი, მათ შორის, ქირურგიული ჩარევაც არსებობს. საქართველოში გახდომის, ე.წ. "კუჭის დაპატარავების" ოპერაციები რამდენიმე წელია ტარდება. ყველაზე გავრცელებული და შედეგის მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის კუჭის ოპერაცია დაპატარავების მეთოდით. კუჭის საერთო მასის 15 პროცენტი მაქვს დატოვებული. ბევრი ადამიანი მირეკავს, ბევრს თავად ვეხმარები, რომ გადაწყვიტოს და რაც შეიძლება მალე ჩადგეს ფორმაში. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არ არის პატარა ოპერაცია, ურთულესი ქირურგიული ოპერაცია გახლავთ, ამ ნაბიჯის გადადგმა ფსიქოლოგიურ განწყობასა და დიდ შემართებაზეა დამოკიდებული, საკუთარ თავს და კუჭს გაზრდის საშუალება არ უნდა მისცე და გემრიელ საკვებზეც უარი უნდა ვთქვათ. ახლაც, წელიწადი და თვეა ვებრძვი ორ ადამიანს - ჩემს თავს და კუჭს. სამი ეტაპი კლებისა გადალახული მაქვს, ახლა სხეულის გადაკუნთვაზე უნდა გადავიდე, რაც ვარჯიშითაა შესაძლებელი.

- "ფეისბუქზე" ხშირად აქვეყნებთ სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ ფოტოებს, იქაურ სამზარეულოს არ აგემოვნებთ ხოლმე?

- ძნელია თავშეკავება გემრიელ სამზარეულოზე, ზოგჯერ ვჭამ და მწყინს. ეს საჭმელები ჩემი კუჭისთვის მძიმეა. ყავა, ნამცხვრის მხოლოდ კრემი, შოკოლადი, მზესუმზირა და იოგურტებია ჩემი ძირითადი საკვები, მაგრამ ესეც ძალიან ცოტა. ყველა ადამიანს საკუთარი მიდგომა აქვს კლებასთან დაკავშირებით, მეც იმის მიხედით თუ რა ერგება საკუთარ კუჭს და რა წყინს, იმას ვიღებ. ისე ვიკვებები, როგორც ორი თვის ბავშვი, სამუდამოდ გადავაგდე 150 კილო და კიდევ ვგეგმავ 10 კილოს მოკლებას, რომელსაც ვარჯიშის დროს მოვიცილებ. საერთო ჯამში ჩემი წონის კლება საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც 160 კილოიან კლებას დავაფიქსირებ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, ახლა 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები" - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ