კიევში მდებარე რესტორან "სულუგუნში" მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობენ. როგორც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" რესტორნის ადმინისტრაციამ განუცხადა, მათ დაწესებულებაში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და რესტორნის ტერიტორია დატოვეს.
"სააკაშვილი და კიდევ ხუთი პირი ერთად სადილობდნენ რესტორნის მეორე სართულზე, როდესაც ნიღბიანი პირები შემოიჭრნენ ავტომატებით. ის უცებ დააკავეს", - განაცხადა რესტორანის ადმინისტრატორმა.
მისი თქმით, ყველაფერი სამი წუთის განმავლობაში მოხდა და მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა არავინ დაუკავებიათ.
ნახეთ ასევე: კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებაა ასახული