მიხეილ სააკაშვილი კიევში, მიხაილოვსკის გამზირზე, რესტორან "სულგუნში" დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა. ექს-პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება რამდენიმე ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აკავებენ სპეცრაზმელები სააკაშვილს. ვიდეოები თვითმხილველების მიერ რესტორანშია გადაღებული.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სააკაშვილი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა. იგივეს აცხადებს სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, თუმცა გამოცემა hromadske-ს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
ასევე იხილეთ: დღის ფოტო - მიხეილ სააკაშვილის მაგიდა რესტორანში ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ
რაც შეეხება ეროვნულ პოლიციას, ინფორმაცია სააკაშვილის დაკავების შესახებ არც უარყვეს, არც დაადასტურეს. უკრაინის პროკურატურის პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით კი, დაკავებასთან არანაირი კავშირი მათ არ გააჩნიათ.