პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალენტინობა თელავის "პიატოში" - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს პირდება
ვალენტინობა თელავის "პიატოში" - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს პირდება

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" მდე­ბა­რე წიგ­ნის კაფე "პი­ა­ტო" თე­ლა­ვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ღა­მოს უმ­ზა­დებს. 14 თე­ბერ­ვალს, კა­ფე­ში მი­სულ სტუმ­რებს მა­ნამ­დე არე­ბუ­ლი მე­ნი­უს გარ­და, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რად წყვი­ლე­ბის­თვის შექ­მნი­ლი 2 სა­ხის მე­ნი­უ­დან ერთ-ერთი და­ა­გე­მოვ­ნონ - უგემ­რი­ე­ლე­სი პი­ცით, სა­ლა­თი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვი­ნით.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის, კაფე სხვა­დას­ხვა თე­მა­ტუ­რი დე­კო­რა­ცი­ით გა­ფორმ­დე­ბა. რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად, მა­გი­დებს ფე­რა­დი სან­თლე­ბი და სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რი და­ამ­შვე­ნებს.

სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ მო­უს­მი­ნონ ცო­ცხალ მუ­სი­კას. "პი­ა­ტო­ში" სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი ბენ­დი "მუ­სი­კის ქა­ლა­ქი" და­უკ­რავს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამა­ვე სა­ღა­მოს, სა­ხა­ლი­სო გა­თა­მა­შე­ბაც მო­ე­წყო­ბა, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა სა­ჩუ­ქა­რი გა­და­ე­ცე­მათ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა კა­ფის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი

ვა­ლენ­ტი­ნო­ბა მსოფ­ლი­ო­ში, ჯერ კი­დევ შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან აღი­ნიშ­ნე­ბა. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნი ახალ­გაზ­რდა ეპის­კო­პო­სი იყო, რო­მე­ლიც მრის­ხა­ნე იმ­პე­რა­ტორ კლავ­დი­უსს და­უ­პი­რის­პირ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კლავ­დი­უს­მა რომ­ში ქორ­წი­ნე­ბა აკ­რძა­ლა, ვა­ლენ­ტი­ნი სა­იდმლოდ აქორ­წი­ნებ­და შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებს. ეხ­მა­რე­ბო­და სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლე­ბის და­წე­რა­ში და ზოგ­ჯერ შე­რი­გე­ბა­შიც.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის­თვის და არა მხო­ლოდ მათ­თვის, ვა­ლენ­ტი­ნო­ბა დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. 14 თე­ბერ­ვალს ისი­ნი ერ­თად, რო­მან­ტი­კულ გა­რე­მო­ში ატა­რე­ბენ. სხვა­დას­ხვა სა­ჩუ­ქარს, მათ შო­რის ღია ბა­რა­თებ­სა და ყვა­ვი­ლებს ჩუქ­ნი­ან.

თუ თქვენ 14 თე­ბერ­ვლის სა­ღა­მოს­თვის არ­ჩე­ვანს თე­ლა­ვის "პი­ა­ტო­ზე" შე­ა­ჩე­რებთ, მას შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ შემ­დეგ მი­სა­მარ­თზე: "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა", ბახ­ტრი­ო­ნი­სა და სა­ა­კა­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვალენტინობა თელავის "პიატოში" - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს პირდება

ვალენტინობა თელავის "პიატოში" - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს პირდება

"ბიბლუსი გალერეაში" მდებარე წიგნის კაფე "პიატო" თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს უმზადებს. 14 თებერვალს, კაფეში მისულ სტუმრებს მანამდე არებული მენიუს გარდა, შესაძლებლობა ექნებათ სპეციალურად წყვილებისთვის შექმნილი 2 სახის მენიუდან ერთ-ერთი დააგემოვნონ - უგემრიელესი პიცით, სალათითა და განსაკუთრებული ღვინით.

სპეციალურად ამ დღისთვის, კაფე სხვადასხვა თემატური დეკორაციით გაფორმდება. რომანტიკული განწყობის შესაქმნელად, მაგიდებს ფერადი სანთლები და სხვადასხვა აქსესუარი დაამშვენებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას. "პიატოში" სპეციალურად მოწვეული ბენდი "მუსიკის ქალაქი" დაუკრავს. ორგანიზატორების განცხადებით, ამავე საღამოს, სახალისო გათამაშებაც მოეწყობა, რომლის გამარჯვებულებსაც სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ. ღონისძიებაზე დეტალური ინფორმაციის მოპოვება კაფის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი.

ღონისძიების ბმული

ვალენტინობა მსოფლიოში, ჯერ კიდევ შუასაუკუნეებიდან აღინიშნება. ლეგენდის თანახმად, წმინდა ვალენტინი ახალგაზრდა ეპისკოპოსი იყო, რომელიც მრისხანე იმპერატორ კლავდიუსს დაუპირისპირდა. იმის მიუხედავად, რომ კლავდიუსმა რომში ქორწინება აკრძალა, ვალენტინი საიდმლოდ აქორწინებდა შეყვარებულ წყვილებს. ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში და ზოგჯერ შერიგებაშიც.

შეყვარებული წყვილებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვალენტინობა დღემდე განსაკუთრებული დღესასწაულია. 14 თებერვალს ისინი ერთად, რომანტიკულ გარემოში ატარებენ. სხვადასხვა საჩუქარს, მათ შორის ღია ბარათებსა და ყვავილებს ჩუქნიან.

თუ თქვენ 14 თებერვლის საღამოსთვის არჩევანს თელავის "პიატოზე" შეაჩერებთ, მას შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართზე: "ბიბლუსი გალერეა", ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს