პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა
"ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა

ტაქ­სის მძღო­ლებს შე­სა­ბა­მი­სი რე­გის­ტრა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად გარ­კვე­უ­ლი დრო მი­ე­ცე­მათ. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე მაია ბი­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის გა­სავ­ლე­ლად მძღო­ლებს გარ­კვე­უ­ლი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ, თუმ­ცა ეს "იაფი პრო­ცე­დუ­რა იქ­ნე­ბა".

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­დის და­ი­წყე­ბა ტაქ­სე­ბის რე­გის­ტრა­ცია, ბი­თა­ძეს ზუს­ტი პე­რი­ო­დი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­მოდ­გო­მი­დან მოხ­დე­ბა.

"რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს სა­ნე­ბარ­თვო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მას, ეს იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი გან­ხილ­ვის შემ­დეგ მი­ი­ღებს კა­ნონს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე საკ­რე­ბუ­ლო შე­სა­ბა­მის აქტს გა­მოს­ცემს და ჩვენ და­ვი­წყებთ ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მას, ანუ ტაქ­სე­ბის აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბას. კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ უკა­ნო­ნოდ ჩა­ით­ვლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის. შემ­დეგ თან­და­თან ჩვენ გა­და­ვალთ რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტაპ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მაია ბი­თა­ძემ.

მე­რის მო­ად­გი­ლემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ის ტაქ­სის მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრა­ცი­ას არ გა­ივ­ლი­ან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ჯა­რი­მას გა­და­იხ­დი­ან.

"სა­მე­ტა­პი­ა­ნი რე­ფორ­მა არ გუ­ლის­ხმობს, რომ ტაქ­სის სა­ფა­სუ­რი გა­იზ­რდე­ბა ან ვინ­მე სა­მუ­შაო ად­გი­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, რომ ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხი გა­და­იყ­ვა­ნონ ამ ფორ­მატ­ში, არას­წო­რია. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ისე­ვე რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სხვა სფე­რო, მგზავ­რი­სა და მძღო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი და ასე­ვე უსაფრ­თხო იყოს ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბა. რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს სა­ნე­ბარ­თვო ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მას, ეს იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი გან­ხილ­ვის შემ­დეგ მი­ი­ღებს კა­ნონს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე საკ­რე­ბუ­ლო შე­სა­ბა­მის აქტს გა­მოს­ცემს და ჩვენ და­ვი­წყებთ ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მას, ანუ ტაქ­სე­ბის აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბას. კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ უკა­ნო­ნოდ ჩა­ით­ვლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის. შემ­დეგ თან­და­თან ჩვენ გა­და­ვალთ რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტაპ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მაია ბი­თა­ძემ.

მაია ბი­თა­ძის თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ და­წყე­ბუ­ლი აქვთ მუ­შა­ო­ბა, კერ­ძოდ, ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე პარ­ლა­მენ­ტი სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე მი­ი­ღებს კა­ნონს, რის შემ­დე­გაც საკ­რე­ბუ­ლოს შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტის გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა და მე­რია ტაქ­სე­ბის აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბას და­ი­წყებს.

მი­სი­ვე თქმით, რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD) საგ­რან­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ეხ­მა­რე­ბა მე­რი­ას. ბი­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. მი­სი­ვე თქმით, მე­ო­რე მხრივ, რე­ფორ­მა და­ეყ­რდნო­ბა იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს გარ­და­მა­ვა­ლი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნებს გა­აჩ­ნია.

ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხი ფრაქ­ცია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფრაქ­ცი­ის მიერ გა­მარ­თუ­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფრაქ­ცია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რემ გოკა გა­ბაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ათა­სო­ბით ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის ტაქ­სის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ურ­თუ­ლებს.

"ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის რეგ­რე­სუ­ლი ნა­ბი­ჯია. მთე­ლი მსოფ­ლიო დე­რე­გუ­ლი­რე­ბის გზით მი­დის, იქ­მნე­ბა ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, არის კონ­კუ­რენ­ცია, არ­სე­ბობს ძვი­რი­ა­ნი და იაფი ტაქ­სე­ბი და ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი, თუ რო­გო­რი ტრან­სპორ­ტით უნდა გა­და­ად­გილ­დეს, ამის მი­ხედ­ვით იძა­ხებს ტაქსს ან აჩე­რებს ტაქსს ქუ­ჩა­ში. ტრან­სპორ­ტის და მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რამ და იგი ტაქ­სებს არ ეხე­ბა. უსაფრ­თხო და გა­მარ­თუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლა მან­ქა­ნა. ეს სულ სხვა სფე­როს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხია. ტაქ­სებ­ზე ქა­ლა­ქის მე­რი­ის რე­გუ­ლა­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა გა­მო­იწ­ვევს მხო­ლოდ ისე­დაც გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კი­დევ გა­ღა­რი­ბე­ბას და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და­კარ­გვას", - გა­ნა­ცხა­და გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მათი ფრაქ­ცია შე­ეც­დე­ბა და­არ­წმუ­ნოს ქა­ლა­ქის მე­რია, რომ ამ სფე­რო­ში რე­ფორ­მას ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და იგი ცუდ შე­დეგს მო­ი­ტანს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა

"ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცედურის გასავლელად მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა ეს "იაფი პროცედურა იქნება".

რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია, ბითაძეს ზუსტი პერიოდი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნული სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოხდება.

"რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

"სამეტაპიანი რეფორმა არ გულისხმობს, რომ ტაქსის საფასური გაიზრდება ან ვინმე სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება. ნებისმიერი მცდელობა, რომ ტაქსების რეგულირების საკითხი გადაიყვანონ ამ ფორმატში, არასწორია. ჩვენი მთავარი მიზანია, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სფერო, მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოება იყოს დაცული და ასევე უსაფრთხო იყოს ტაქსით გადაადგილება. რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, ამ მიმართულებით მათ დაწყებული აქვთ მუშაობა, კერძოდ, ტაქსების რეგულაციაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს კანონს, რის შემდეგაც საკრებულოს შესაბამისი აქტის გამოცემის უფლება ექნება და მერია ტაქსების აღრიცხვიანობას დაიწყებს.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელებაში ჩართულები არიან უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ევროპისა და განვითარების ბანკის (EBRD) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ეხმარება მერიას. ბითაძის განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება შეჯერებული იქნება ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან. მისივე თქმით, მეორე მხრივ, რეფორმა დაეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს მსგავს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს გააჩნია.

ტაქსების რეგულირების საკითხი ფრაქცია "ევროპული საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის მიერ გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ათასობით ადამიანს საკუთარი ავტომანქანის ტაქსის მიზნით გამოყენების შესაძლებლობას გაურთულებს.

"ეს რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის რეგრესული ნაბიჯია. მთელი მსოფლიო დერეგულირების გზით მიდის, იქმნება ახალი თანამედროვე აპლიკაციები, არის კონკურენცია, არსებობს ძვირიანი და იაფი ტაქსები და ყველა მომხმარებელი, თუ როგორი ტრანსპორტით უნდა გადაადგილდეს, ამის მიხედვით იძახებს ტაქსს ან აჩერებს ტაქსს ქუჩაში. ტრანსპორტის და მოძრაობის უსაფრთხოება არის აბსოლუტურად სხვა რამ და იგი ტაქსებს არ ეხება. უსაფრთხო და გამართული უნდა იყოს ყველა მანქანა. ეს სულ სხვა სფეროს რეგულირების საკითხია. ტაქსებზე ქალაქის მერიის რეგულატორული პოლიტიკა გამოიწვევს მხოლოდ ისედაც გაღარიბებული ადამიანების კიდევ გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, მათი ფრაქცია შეეცდება დაარწმუნოს ქალაქის მერია, რომ ამ სფეროში რეფორმას ვერ განახორციელებენ და იგი ცუდ შედეგს მოიტანს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ