მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება "ბადაგონში"?
რა ხდება "ბადაგონში"?

კომ­პა­ნია "ბა­და­გო­ნის" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი თე­ი­მუ­რაზ უბი­ლა­ვა და ინ­ვეს­ტო­რი ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვა "ბა­და­გო­ნის" ამ­ჟა­მინ­დელ მფლო­ბელს, გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ას კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სწო­რედ მათი სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვი­და კომ­პა­ნი­ა­ში ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი ამო­ი­ღო.

რა ხდე­ბა "ბა­და­გონ­ში" და რას ითხოვს წილ­ზე მო­და­ვე მხა­რე, "კვი­რის პა­ლიტ­რას" კომ­პა­ნი­ის ინ­ვეს­ტო­რის ად­ვო­კა­ტი­ იმე­და დვა­ლი­ძე ესა­უბ­რა:

- "ბა­და­გო­ნის" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი თე­ი­მუ­რაზ უბი­ლა­ვა და ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვა ერ­თმა­ნეთს ჯერ კი­დევ სო­ხუმ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი­დან იც­ნო­ბენ, წლე­ბია მათი მე­გო­ბა­რია გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­აც. 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს თე­ი­მუ­რაზ უბი­ლა­ვამ ღვი­ნის ბიზ­ნეს­ში ჩარ­თვა გა­და­წყვი­ტა, გა­ა­შე­ნა ვე­ნა­ხი და და­ა­არ­სა ღვი­ნის სა­წარ­მო "მეღ­ვი­ნე­ო­ბის რა­ინ­დი", რომ­ლის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი იყო ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვას კომ­პა­ნია "გრა­კო­რო ტრე­ი­დინგ ლი­მი­ტე­დი", რაც იმი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ჯან­ჯღა­ვას კომ­პა­ნი­ამ ჯამ­ში 20 მი­ლი­ო­ნი და­ა­ბან­და ღვი­ნის სა­წარ­მო­ში. ეს დას­ტურ­დე­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბი­თა და ფი­ნან­სუ­რი გა­და­რი­ცხვე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბით. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია "მეღ­ვი­ნე­ო­ბის რა­ინ­დთან" სხვა­დას­ხვა შპს-ც გა­ერ­თი­ან­და და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია ბა­ზარ­ზე "ბა­და­გო­ნის" სა­ხელ­წო­დე­ბით გა­მოჩ­ნდა.

2006 წელს, რო­დე­საც "ბა­და­გონ­მა" სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა და­ი­წყო, ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ბრალ­დე­ბით მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ კომ­პა­ნი­ა­ში. ხან­გრძლი­ვი და­ვის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლო იყო და კომ­პა­ნი­ამ მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძო. პა­რა­ლე­ლუ­რად, "გრა­კო­რო"­ პარტნი­ო­რე­ბის­გან აქ­ცი­ებს ყი­დუ­ლობ­და და რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი დას­რულ­და, "ბა­და­გო­ნის" 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვას კომ­პა­ნია გახ­და.

- რო­დის ჩნდე­ბა კომ­პა­ნი­ის მარ­თვა­ში გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ია?

- 2000-იანი წლე­ბის დამ­დეგს ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვით კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რად მო­იწ­ვი­ეს გი­ორ­გი­ სა­ლა­ყა­ია, რო­მე­ლიც 2013 წლამ­დე ყვე­ლა­ დო­კუ­მენ­ტში დი­რექ­ტო­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, პარტნი­ო­რე­ბი კი მხო­ლოდ ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვა და თე­ი­მუ­რაზ უბი­ლა­ვა­ იყ­ვნენ. გარ­და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, მათ შო­რის ნა­თე­სა­უ­რი­ კავ­ში­რიც გაჩ­ნდა - გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ამ შვი­ლი ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვას მო­ა­ნათ­ვლი­ნა. 2013 წელს პარტნი­ო­რებ­მა სწო­რედ ამ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კომ­პა­ნია "ბა­და­გო­ნის" გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის გა­და­წყვი­ტეს გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ია წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნათ და "ბა­და­გო­ნის" 19%-იანი წილი აჩუ­ქეს. ეს იყო პარტნი­ო­რე­ბის მხო­ლოდ კე­თი­ლი ნება და არა სა­ლა­ყა­ი­ას მიერ მო­ზი­დუ­ლი ან კომ­პა­ნი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბუ­ლი წილი.

ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გავ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს: 2006-2007 წლებ­ში ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე და­წე­სე­ბულ­მა რუ­სე­თის ემ­ბარ­გომ, ასე­ვე კომ­პა­ნი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უსა­ფუძ­ვლო შეჭ­რამ, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა "ბა­და­გონს". თუმ­ცა ჯან­ჯღა­ვას იმ­დე­ნად უყ­ვარ­და კომ­პა­ნია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ფი­ნან­სუ­რი წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბას. ის იმ დროს რუ­სეთ­ში მუ­შა­ობ­და. 2010 წლი­დან რუ­სეთ­შიც შე­ექ­მნა ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ამი­ტომ "ბა­და­გო­ნის" გა­და­სარ­ჩე­ნად სა­კუ­თა­რი ფუ­ლის საქ­მე­ში ჩა­დე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებ­და, მით უმე­ტეს, რომ 20 მი­ლი­ო­ნი უკვე ჰქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი.იმი­სათ­ვის, რომ სა­წარ­მოს მუ­შა­ო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, "ბა­და­გო­ნის" ქო­ნე­ბა იპო­თე­კით და­იტ­ვირ­თა, მაგ­რამ ესეც არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი. სა­ბო­ლო­ოდ, პარტნი­ო­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი წი­ლე­ბიც ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით და­ეტვირ­თათ. სწო­რედ ამ დროს შეს­თა­ვა­ზა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა სა­ლა­ყა­ი­ამ ჯან­ჯღა­ვა­სა და უბი­ლა­ვას, "ბა­და­გო­ნის" 100%-იანი წილი ფორ­მა­ლუ­რად მის სა­ხელ­ზე გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნათ.

- რა არ­გუ­მენ­ტი ჰქონ­და სა­ლა­ყა­ი­ას ისე­თი, რომ პარტნი­ო­რებ­მა მის­თვის 100%-იანი წი­ლის გა­და­ფორ­მე­ბა ყო­ველ­გვა­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე გა­და­წყვი­ტეს?

- სა­ლა­ყა­ი­ას არ­გუ­მენ­ტით, ქარ­თუ­ლი­ ბან­კე­ბი კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ და იმის გამო, რომ ჯან­ჯღა­ვა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და იქ საქ­მი­ა­ნობ­და, თან რუ­სეთ­ში ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­და, შე­საძ­ლოა ბანკს და­ფი­ნან­სე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა. ამი­ტომ სა­ლა­ყა­ი­ამ პარტნი­ო­რებს უთხრა - გა­მი­ფორ­მეთ სრუ­ლად წილი მე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, თქვენ პარტნი­ო­რე­ბად აღარ და­ფიქ­სირ­დე­ბით, ბან­კი კრე­დიტს მოგ­ვცემს, კომ­პა­ნი­ას გა­და­ვარ­ჩენთ და რო­დე­საც კომ­პა­ნი­ის პრობ­ლე­მებს მო­ვაგ­ვა­რებთ, ჩვენ, მე­გობ­რე­ბი, წი­ლე­ბის კუ­თხით კომ­პა­ნი­ა­ში ისევ სა­წყის პო­ზი­ცი­ებს და­ვუბ­რუნ­დე­ბი­თო. ჯან­ჯღა­ვა და უბი­ლა­ვა იმ­დე­ნად ენ­დო­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ მე­გო­ბარს, რომ მის წი­ნა­და­დე­ბა­ში ეჭვი არ შეჰ­პარ­ვი­ათ და 30 ათა­სი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წილი გა­და­უ­ფორ­მეს სა­ლა­ყა­ი­ას. შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი ჩვენ გა­მო­ძი­ე­ბას უკვე წარ­ვუდ­გი­ნეთ.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ალო­გი­კუ­რია, რომ პარტნი­ორ­მა, რო­მელ­მაც 20 მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო "ბა­და­გონ­ში", დი­რექ­ტორს 30 ათა­სი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ 100%-იანი წილი გა­და­უ­ფორ­მა, ცხა­დია, ეს იყო მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი. ეს 2015 წელს მოხ­და. 2016 წელს, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ა­ში ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, პარტნი­ო­რებ­მა და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ას­თან წი­ლე­ბის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა, მა­შინ სა­ლა­ყა­ი­ას ისევ ჰქონ­და არ­გუ­მენ­ტი - წი­ლე­ბი ჯერ კი­დევ ბან­კის სა­კუთ­რე­ბა­შია, შე­სა­ბა­მი­სად, ახლა არა აქვს აზრი წი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­სო. 2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ისევ შე­იკ­რიბ­ნენ მე­გობ­რე­ბი სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად, რომ­ლის დრო­საც გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ 100%-იანი წილი მისი სა­კუთ­რე­ბაა და არაფ­რის დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებ­და. ამის შემ­დეგ, 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ჯან­ჯღა­ვამ და უბი­ლა­ვამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს წი­ლე­ბის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე მი­მარ­თეს. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა, და­ი­კი­თხნენ პი­რე­ბი და მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრის შე­სა­ხებ. სწო­რედ ამი­ტომ შე­ვი­და კომ­პა­ნი­ა­ში ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია.

- გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა კონ­კრე­ტულ პი­რებს სურთ და ამას უკავ­შირ­დე­ბა "ბა­და­გონ­ში" სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის შეს­ვლა...

- გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ია მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით ცდი­ლობს პო­ლი­ტი­კურ სიბ­რტყე­ში გა­და­ი­ტა­ნოს დავა, თუმ­ცა არ პა­სუ­ხობს მთა­ვარ შე­კი­თხვას, ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 20-მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია "ბა­და­გონ­ში" და რამ­დე­ნად ლო­გი­კუ­რია, რომ 30 ათა­სი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ მან 100%-იანი წილი მი­ი­ღო? ხომ აბ­სურ­დუ­ლი და ალო­გი­კუ­რია, რომ ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვას, რო­მელ­მაც 20 მი­ლი­ო­ნი ჩადო საქ­მე­ში, კომ­პა­ნი­ა­ში 0%-იანი წილი აქვს, გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ია კი, რო­მელ­საც არც ერთი თეთ­რის ინ­ვეს­ტი­ცია არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია კომ­პა­ნი­ა­ში, 100%-ის მფლო­ბე­ლია. ახლა სა­ლა­ყა­ია, რო­მელ­საც სწო­რედ ჯან­ჯღა­ვამ და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა "ბა­და­გონ­ში" და რო­მელ­საც შვი­ლი მო­ა­ნათ­ვლი­ნა, ამ­ბობს, მო­ი­კი­თხეთ, რო­გორ იშო­ვა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ფუ­ლიო. ეს ფული მა­შინ არ აწუ­ხებ­და, რო­დე­საც რო­გორც დი­რექ­ტო­რი ხელ­ფა­სად სო­ლი­დურ თან­ხას იღებ­და, ან რო­დე­საც პარტნი­ო­რე­ბის­გან 19% სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო? სა­ლა­ყა­ია ცდი­ლობს ასე­თი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბით დრო მო­ი­გოს და თაღ­ლი­თუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მე­გობ­რე­ბის ნდო­ბით მი­ღე­ბუ­ლი წი­ლე­ბი.

დღეს აღარ არის ის დრო, რო­დე­საც ბიზ­ნეს­მე­ნებს წი­ლებს ღამ­ღა­მო­ბით არ­თმევ­დნენ და შემ­დეგ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ხმის ამო­ღე­ბას ვერ ბე­დავ­დნენ. თუ სა­ლა­ყა­ია მარ­თა­ლია, მას სა­ა­მი­სოდ აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სიბ­რტყე და დაგ­ვიმ­ტკი­ცოს, რო­გორ გახ­და 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ყო­ველ­გვა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­რე­შე. ის, რომ სა­ლა­ყა­ია პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე მი­დის, იმი­თაც ჩანს, რომ კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა, არა­და, ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და, რად­გან ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის ას­ლე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა შე­ნო­ბი­დან, სხვა მხრივ კომ­პა­ნი­ას პრობ­ლე­მა არ შეჰ­ქმნია. გა­მო­ძი­ე­ბას აქვს მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და მო­ვუ­წო­დებ, მშვი­დად შეხ­ვდეს ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­თლი­ან მო­თხოვ­ნას.

"ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ ვან­და­ლუ­რი აქტი ჩა­ი­დი­ნა"

"კვი­რის პა­ლიტ­რა" გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ას ად­ვო­კატს, ზაზა ხა­ტი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და: - ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ ჩა­ი­დი­ნა ვან­და­ლუ­რი აქტი, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე ჯან­ჯღა­ვას გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­საც არა აქვს კავ­ში­რი კომ­პა­ნია "ბა­და­გონ­თან", რად­გან მის­გან წილი სა­ლა­ყა­ი­ამ წლე­ბის წინ შე­ის­ყი­და, შე­იჭ­რა კომ­პა­ნი­ა­ში და ყვე­ლა იმ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, რო­მელ­საც ორ პირს შო­რის და­ვას­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს. ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ ქვე­ყა­ნას, სა­დაც წი­ლებ­ზე და­ვას არ გა­ნი­ხი­ლავ­დეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო და პირ­და­პირ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით იწყე­ბო­დეს გა­მო­ძი­ე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არ მოხ­დე­ბო­და, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის დაკ­ვე­თას რომ არ ას­რუ­ლებ­დეს ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია.

- გაქვთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს?

- რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო­ში შევა სარ­ჩე­ლი, შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­საც დავ­დებთ და პა­სუხ­საც გავ­ცემთ ნე­ბის­მი­ერ პირს.

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლა­ყა­ი­ას­თვის დას­მულ ჯან­ჯღა­ვას მთა­ვარ შე­კი­თხვას: რო­გორ მოხ­და, რომ ინ­ვეს­ტო­რი, რო­მელ­მაც 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კომ­პა­ნი­ა­ში, არ ფლობს დღეს წილს "ბა­და­გონ­ში", გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ია კი 30 ათა­სი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ გახ­და 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი?

- ჯან­ჯღა­ვას არ გა­აჩ­ნია არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ჩვენ კი გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც წი­ლის შეს­ყიდ­ვის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას და­ად­გენს. ვინ­მე ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვა ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში არ ფი­გუ­რი­რებს. წი­ლე­ბის გამ­ყიდ­ველ "გრა­კო­როს" რა­ი­მე სა­ხის მო­თხოვ­ნა გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ას მი­მართ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხე­ლაც არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია. ასე­ვე, სიც­რუ­ეა გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ა­სა და ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვას ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბა წი­ლის შემ­დეგ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ და ჩვენ ამას და­ვამ­ტკი­ცებთ.

რას პა­სუ­ხობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი სა­ლა­ყა­ი­ას ად­ვო­კატს

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ჩი­ნე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და შპს "ბა­და­გო­ნი­დან" 2013 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2018 წლის 1-ლ თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ო­დის სრუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ამო­ღე­ბას, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ყო, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, "ბა­და­გო­ნის"" სა­თა­ვო ოფი­სი­დან ამო­ღე­ბულ იქნა მხო­ლოდ წი­ლის გას­ხვი­სე­ბას­თან, ინ­ვეს­ტი­რე­ბას­თან, სეს­ხის აღე­ბა­სა და აღე­ბუ­ლი სეს­ხის მიზ­ნობ­რივ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია (სულ ერთი სა­ქა­ღალ­დე)... ხაზ­გას­მით გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ შპს "ბა­და­გონ­ში" არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ჩხრე­კა, ჩა­ტარ­და მხო­ლოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა - ამო­ღე­ბა, ყო­ველ­გვა­რი საპ­რო­ცე­სო იძუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. რა დრო­საც კომ­პა­ნია "ბა­და­გო­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ხსე­ნე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს არ გა­მო­უწ­ვე­ვია და ვერც გა­მო­იწ­ვევ­და შპს "ბა­და­გო­ნის" საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფერ­ხე­ბას ან შე­ჩე­რე­ბას. ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­წარ­მო­დან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის ამო­ღე­ბის, საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფერ­ხე­ბი­სა და ყა­და­ღის და­დე­ბის შე­სა­ხებ სიც­რუ­ეა", - აცხა­დე­ბენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში.

რუ­სუ­დან შე­ლია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

რა ხდება "ბადაგონში"?

რა ხდება "ბადაგონში"?

კომპანია "ბადაგონის" ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ უბილავა და ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა "ბადაგონის" ამჟამინდელ მფლობელს, გიორგი სალაყაიას კომპანიის წილების მითვისებაში ადანაშაულებენ. სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე შევიდა კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გამოძიებისთვის საჭირო მასალები ამოიღო.

რა ხდება "ბადაგონში" და რას ითხოვს წილზე მოდავე მხარე, "კვირის პალიტრას" კომპანიის ინვესტორის ადვოკატი­ იმედა დვალიძე ესაუბრა:

- "ბადაგონის" ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ უბილავა და ვლადიმერ ჯანჯღავა ერთმანეთს ჯერ კიდევ სოხუმში ცხოვრების პერიოდიდან იცნობენ, წლებია მათი მეგობარია გიორგი სალაყაიაც. 90-იანი წლების ბოლოს თეიმურაზ უბილავამ ღვინის ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა, გააშენა ვენახი და დააარსა ღვინის საწარმო "მეღვინეობის რაინდი", რომლის მთავარი პარტნიორი იყო ვლადიმერ ჯანჯღავას კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი", რაც იმითაც დასტურდება, რომ ჯანჯღავას კომპანიამ ჯამში 20 მილიონი დააბანდა ღვინის საწარმოში. ეს დასტურდება დოკუმენტებითა და ფინანსური გადარიცხვების ოპერაციებით. დროთა განმავლობაში კომპანია "მეღვინეობის რაინდთან" სხვადასხვა შპს-ც გაერთიანდა და გაერთიანებული კომპანია ბაზარზე "ბადაგონის" სახელწოდებით გამოჩნდა.

2006 წელს, როდესაც "ბადაგონმა" სწრაფი განვითარება დაიწყო, ფალსიფიკაციის ბრალდებით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიჭრნენ კომპანიაში. ხანგრძლივი დავის შემდეგ გაირკვა, რომ სახელმწიფოს ბრალდება უსაფუძვლო იყო და კომპანიამ მუშაობა განაგრძო. პარალელურად, "გრაკორო"­ პარტნიორებისგან აქციებს ყიდულობდა და როდესაც ეს პროცესი დასრულდა, "ბადაგონის" 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ ჯანჯღავას კომპანია გახდა.

- როდის ჩნდება კომპანიის მართვაში გიორგი სალაყაია?

- 2000-იანი წლების დამდეგს ვლადიმერ ჯანჯღავას ინიციატივით კომპანიის დირექტორად მოიწვიეს გიორგი­ სალაყაია, რომელიც 2013 წლამდე ყველა­ დოკუმენტში დირექტორად არის მოხსენიებული, პარტნიორები კი მხოლოდ ვლადიმერ ჯანჯღავა და თეიმურაზ უბილავა­ იყვნენ. გარდა საქმიანი ურთიერთობისა, მათ შორის ნათესაური­ კავშირიც გაჩნდა - გიორგი სალაყაიამ შვილი ვლადიმერ ჯანჯღავას მოანათვლინა. 2013 წელს პარტნიორებმა სწორედ ამ ახლო ურთიერთობისა და კომპანია "ბადაგონის" განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაწყვიტეს გიორგი სალაყაია წაეხალისებინათ და "ბადაგონის" 19%-იანი წილი აჩუქეს. ეს იყო პარტნიორების მხოლოდ კეთილი ნება და არა სალაყაიას მიერ მოზიდული ან კომპანიაში განხორციელებული ფინანსური ინვესტიციის სანაცვლოდ მიღებული წილი.

ქრონოლოგიურად გავყვეთ მოვლენებს: 2006-2007 წლებში ქართულ პროდუქციაზე დაწესებულმა რუსეთის ემბარგომ, ასევე კომპანიაში ხელისუფლების უსაფუძვლო შეჭრამ, ფინანსური პრობლემები შეუქმნა "ბადაგონს". თუმცა ჯანჯღავას იმდენად უყვარდა კომპანია, რომ მაქსიმალურად ცდილობდა მის შესანარჩუნებლად ფინანსური წყაროების მოძიებას. ის იმ დროს რუსეთში მუშაობდა. 2010 წლიდან რუსეთშიც შეექმნა ფინანსური პრობლემები, ამიტომ "ბადაგონის" გადასარჩენად საკუთარი ფულის საქმეში ჩადებას ვეღარ ახერხებდა, მით უმეტეს, რომ 20 მილიონი უკვე ჰქონდა ჩადებული.იმისათვის, რომ საწარმოს მუშაობა გაეგრძელებინა, "ბადაგონის" ქონება იპოთეკით დაიტვირთა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. საბოლოოდ, პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ კომპანიაში არსებული წილებიც ფინანსური ვალდებულებებით დაეტვირთათ. სწორედ ამ დროს შესთავაზა კომპანიის დირექტორმა სალაყაიამ ჯანჯღავასა და უბილავას, "ბადაგონის" 100%-იანი წილი ფორმალურად მის სახელზე გადაეფორმებინათ.

- რა არგუმენტი ჰქონდა სალაყაიას ისეთი, რომ პარტნიორებმა მისთვის 100%-იანი წილის გადაფორმება ყოველგვარი მოსალოდნელი რისკის გათვალისწინების გარეშე გადაწყვიტეს?

- სალაყაიას არგუმენტით, ქართული­ ბანკები კომპანიის წილების მფლობელებისა და პარტნიორების საქმიანობით დაინტერესდებოდნენ და იმის გამო, რომ ჯანჯღავა რუსეთის მოქალაქე იყო და იქ საქმიანობდა, თან რუსეთში ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა, შესაძლოა ბანკს დაფინანსებაზე უარი ეთქვა. ამიტომ სალაყაიამ პარტნიორებს უთხრა - გამიფორმეთ სრულად წილი მე, საქართველოს მოქალაქეს, თქვენ პარტნიორებად აღარ დაფიქსირდებით, ბანკი კრედიტს მოგვცემს, კომპანიას გადავარჩენთ და როდესაც კომპანიის პრობლემებს მოვაგვარებთ, ჩვენ, მეგობრები, წილების კუთხით კომპანიაში ისევ საწყის პოზიციებს დავუბრუნდებითო. ჯანჯღავა და უბილავა იმდენად ენდობოდნენ თავიანთ მეგობარს, რომ მის წინადადებაში ეჭვი არ შეჰპარვიათ და 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ კომპანიის 100%-იანი წილი გადაუფორმეს სალაყაიას. შესაბამისი დოკუმენტი ჩვენ გამოძიებას უკვე წარვუდგინეთ.

აბსოლუტურად ალოგიკურია, რომ პარტნიორმა, რომელმაც 20 მილიონის ინვესტიცია ჩადო "ბადაგონში", დირექტორს 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ 100%-იანი წილი გადაუფორმა, ცხადია, ეს იყო მხოლოდ ფორმალური შეთანხმების ნაწილი. ეს 2015 წელს მოხდა. 2016 წელს, როდესაც კომპანიაში ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, პარტნიორებმა დაიწყეს საუბარი გიორგი სალაყაიასთან წილების აღდგენის თაობაზე, თუმცა, მაშინ სალაყაიას ისევ ჰქონდა არგუმენტი - წილები ჯერ კიდევ ბანკის საკუთრებაშია, შესაბამისად, ახლა არა აქვს აზრი წილების დაბრუნებასო. 2017 წლის ოქტომბერში ისევ შეიკრიბნენ მეგობრები საკითხის გადასაჭრელად, რომლის დროსაც გიორგი სალაყაიამ განაცხადა, რომ 100%-იანი წილი მისი საკუთრებაა და არაფრის დაბრუნებას არ აპირებდა. ამის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში, ჯანჯღავამ და უბილავამ საგამოძიებო სამსახურს წილების მითვისების საქმეზე მიმართეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო მოკვლევა, დაიკითხნენ პირები და მიმდინარე წლის იანვარში მიიღეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. სწორედ ამიტომ შევიდა კომპანიაში ფინანსური პოლიცია.

- გიორგი სალაყაიას განცხადებით, კომპანიის ხელში ჩაგდება კონკრეტულ პირებს სურთ და ამას უკავშირდება "ბადაგონში" საგამოძიებო სამსახურის შესვლა...

- გიორგი სალაყაია მსგავსი განცხადებებით ცდილობს პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანოს დავა, თუმცა არ პასუხობს მთავარ შეკითხვას, ვინ განახორციელა 20-მილიონი დოლარის ინვესტიცია "ბადაგონში" და რამდენად ლოგიკურია, რომ 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ მან 100%-იანი წილი მიიღო? ხომ აბსურდული და ალოგიკურია, რომ ვლადიმერ ჯანჯღავას, რომელმაც 20 მილიონი ჩადო საქმეში, კომპანიაში 0%-იანი წილი აქვს, გიორგი სალაყაია კი, რომელსაც არც ერთი თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებია კომპანიაში, 100%-ის მფლობელია. ახლა სალაყაია, რომელსაც სწორედ ჯანჯღავამ დააწყებინა მუშაობა "ბადაგონში" და რომელსაც შვილი მოანათვლინა, ამბობს, მოიკითხეთ, როგორ იშოვა რუსეთის ფედერაციაში ფულიო. ეს ფული მაშინ არ აწუხებდა, როდესაც როგორც დირექტორი ხელფასად სოლიდურ თანხას იღებდა, ან როდესაც პარტნიორებისგან 19% საჩუქრად მიიღო? სალაყაია ცდილობს ასეთი ინსინუაციებით დრო მოიგოს და თაღლითურად შეინარჩუნოს მეგობრების ნდობით მიღებული წილები.

დღეს აღარ არის ის დრო, როდესაც ბიზნესმენებს წილებს ღამღამობით ართმევდნენ და შემდეგ ბიზნესმენები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. თუ სალაყაია მართალია, მას საამისოდ აქვს აბსოლუტურად თავისუფალი სამართლებრივი სიბრტყე და დაგვიმტკიცოს, როგორ გახდა 100%-იანი წილის მფლობელი ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე. ის, რომ სალაყაია პროვოკაციაზე მიდის, იმითაც ჩანს, რომ კომპანიის მუშაობა შეაჩერა, არადა, ამის საფუძველი არ არსებობდა, რადგან ფინანსურმა პოლიციამ დოკუმენტების ასლები გამოიტანა შენობიდან, სხვა მხრივ კომპანიას პრობლემა არ შეჰქმნია. გამოძიებას აქვს მოწმეთა ჩვენებები, შესაბამისი დოკუმენტაცია და მოვუწოდებ, მშვიდად შეხვდეს ყოფილი მეგობრების აბსოლუტურად სამართლიან მოთხოვნას.

"ფინანსურმა პოლიციამ ვანდალური აქტი ჩაიდინა"

"კვირის პალიტრა" გიორგი სალაყაიას ადვოკატს, ზაზა ხატიაშვილს დაუკავშირდა: - ფინანსურმა პოლიციამ ჩაიდინა ვანდალური აქტი, როდესაც მოქალაქე ჯანჯღავას განცხადების საფუძველზე, რომელსაც არა აქვს კავშირი კომპანია "ბადაგონთან", რადგან მისგან წილი სალაყაიამ წლების წინ შეისყიდა, შეიჭრა კომპანიაში და ყველა იმ დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო, რომელსაც ორ პირს შორის დავასთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არა აქვს. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც წილებზე დავას არ განიხილავდეს საქალაქო სასამართლო და პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციით იწყებოდეს გამოძიება. ბუნებრივია, ეს არ მოხდებოდა, კონკრეტული პირების დაკვეთას რომ არ ასრულებდეს ფინანსური პოლიცია.

- გაქვთ მტკიცებულებები, რომ ფინანსური პოლიცია კონკრეტული პირების დაკვეთას ასრულებს?

- როდესაც სასამართლოში შევა სარჩელი, შესაბამის მტკიცებულებებსაც დავდებთ და პასუხსაც გავცემთ ნებისმიერ პირს.

- რაც შეეხება სალაყაიასთვის დასმულ ჯანჯღავას მთავარ შეკითხვას: როგორ მოხდა, რომ ინვესტორი, რომელმაც 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში, არ ფლობს დღეს წილს "ბადაგონში", გიორგი სალაყაია კი 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ გახდა 100%-იანი წილის მფლობელი?

- ჯანჯღავას არ გააჩნია არც ერთი მტკიცებულება, ჩვენ კი გვაქვს აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, რომელიც წილის შესყიდვის კანონიერებას დაადგენს. ვინმე ვლადიმერ ჯანჯღავა ნასყიდობის ხელშეკრულებებში არ ფიგურირებს. წილების გამყიდველ "გრაკოროს" რაიმე სახის მოთხოვნა გიორგი სალაყაიას მიმართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ დაუფიქსირებია. ასევე, სიცრუეა გიორგი სალაყაიასა და ვლადიმერ ჯანჯღავას ზეპირი შეთანხმება წილის შემდეგში დაბრუნების შესახებ და ჩვენ ამას დავამტკიცებთ.

რას პასუხობს საგამოძიებო სამსახური სალაყაიას ადვოკატს

"მიუხედავად იმისა, რომ განჩინება ითვალისწინებდა შპს "ბადაგონიდან" 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ლ თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პროცესუალური ნორმების სრული დაცვით, "ბადაგონის"" სათავო ოფისიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასა და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე)... ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შპს "ბადაგონში" არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე. რა დროსაც კომპანია "ბადაგონის" წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია. ხსენებულ საგამოძიებო მოქმედებებს არ გამოუწვევია და ვერც გამოიწვევდა შპს "ბადაგონის" საქმიანობის შეფერხებას ან შეჩერებას. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების, საქმიანობის შეფერხებისა და ყადაღის დადების შესახებ სიცრუეა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

რუსუდან შელია

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ