ქართველი მორაგბის მეკო კვირიკაშვილის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ ნელდება. ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ღირსება, მოედანზე არაერთხელ დაიცვა, 2016 წელს შემზარავ ავარიაში მოხვდა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნუცა კალანდარია, გიორგი პაპასკირი, ანი ჩხაიძე და ანანო ბუაძე სწორედ ამ ავარიას შეეწირნენ.
ავარიამ იმსხვერპლა მეკო კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის სიცოცხლეც. ახალგაზრდა მორაგბე მრავალშვილიანი მამაა, ის პატარებს ახლა მარტო ზრდის. ბავშვების აღზრდაში დედა ეხმარება.
მეკო კვირიკაშვილი ცდილობს საჯარო ადგილებში არ გამოჩნდეს, პატარები ხშირად დადიან მამის თამაშებზე და მისი დიდი გულშემატკივრები არიან. იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში