მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუხაშვილი: "ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ სასამართლოს გზით დაამტკიცებენ სიმართლეს, ამიტომ "შავ სამყაროს" მიმართავენ"
ხუხაშვილი: "ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ სასამართლოს გზით დაამტკიცებენ სიმართლეს, ამიტომ "შავ სამყაროს" მიმართავენ"

"დღეს ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ გან­ცდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლოს გზით მო­ა­ხერ­ხე­ბენ სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას, ამი­ტო­მაც უკვე არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც "შავ სამ­ყა­როს" მი­მარ­თა­ვენ" - ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში გარ­თუ­ლე­ბულ კრი­მი­ნო­გე­ნურ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"ჩვენ გა­მო­ვე­დით ე.წ. ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის ეპო­ქი­დან, რაც სწო­რი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხედ­ვა უფრო ჰუ­მა­ნუ­რი გახ­და და ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ფა­სე­უ­ლო­ბა, და­უბ­რუნ­და ჩვენს სი­ნამ­დვი­ლეს, მაგ­რამ ნელ-ნელა და­ვი­წყეთ სვლა მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბის­კენ... ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჰუ­მა­ნუ­რო­ბა კრი­მი­ნა­ლურ­მა სამ­ყა­რომ სა­კუ­თარ თავ­ზეც იგ­რძნო, ეს ჩა­უთ­ვა­ლა სი­სუს­ტედ და და­ი­წყო 90-იანი წლე­ბის მერე და­კარ­გუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვლა­პა­რა­კობ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ზე, რო­მე­ლიც არ არის მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლი, ეს არის მცდე­ლო­ბა, მე­ტას­ტა­ზე­ბი­ვით მო­ე­დონ ეკო­ნო­მი­კურ სის­ტე­მებს, საქ­მე­ე­ბი გა­ჩარ­ხონ ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვე­ბით და ა.შ. მით უფრო სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის სრუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის, თით­ქმის კო­ლაფ­სის პი­რო­ბებ­ში ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი იქ­მნე­ბა, რომ სა­მარ­თლის ძი­ე­ბა ქუ­ჩა­ში დაბ­რუნ­დეს. დღეს ადა­მი­ა­ნებს არა აქვთ გან­ცდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლოს გზით მო­ა­ხერ­ხე­ბენ სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას, ამი­ტო­მაც უკვე არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც "შავ სამ­ყა­როს" მი­მარ­თა­ვენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ჰუ­მა­ნუ­რო­ბას­თან ერ­თად, ვერ მო­ა­ხერ­ხა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ის შე­უ­ვა­ლი და უკომ­პრო­მი­სოა კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლა­ში! გარ­და ამი­სა, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო წვრილ­მან­მა კრი­მი­ნალ­მაც მო­ი­მა­ტა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რაც ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა, კრი­მი­ნა­ლურ­მა მის­წრა­ფე­ბებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­ზის ფორ­მი­რე­ბა და­ი­წყო ახალ­გაზ­რდებ­ში, იმ სეგ­მენ­ტში, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის რო­მან­ტი­ზა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დია.

"ბოლო ხანს ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი ვნა­ხეთ - სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და ტრა­გე­დი­ე­ბის შემ­დეგ არა­ვინ თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან, არ იძ­ლე­ოდ­ნენ ჩვე­ნე­ბებს. ამით იქ­მნე­ბა ვი­თა­რე­ბის უკონ­ტრო­ლო­ბის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი. ეს ხდე­ბა მა­შინ, როცა ახალ­გაზ­რდას არც სა­ხელ­მწი­ფო და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ვას არ სთა­ვა­ზობს. ამა­ში მხო­ლოდ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი არ არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ნი, რაც ხდე­ბა ჩვე­ნი, ყვე­ლას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე მხო­ლოდ შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა. რას ვთა­ვა­ზობთ ახალ­გაზ­რდებს? - ერთი მხრივ, ამ ქუ­ჩუ­რი ცხოვ­რე­ბის რო­მან­ტი­ზა­ცი­ას, მე­ო­რე მხრივ - კლუ­ბურ ცხოვ­რე­ბას, ანუ მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბას? ვგუ­ლის­ხმობ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ულტრა­ლი­ბე­რა­ლუ­რი ფრთის ინი­ცი­ა­ტი­ვებს, სა­ბო­ლო­ოდ კი ეს ორი შე­თა­ვა­ზე­ბა სა­დღაც კვეთს კი­დეც ერ­თმა­ნეთს. ვინ­მე ცდი­ლობს ქვე­ყა­ნა­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ა.შ.?! ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ჯო­ხით ვერ მოგ­ვარ­დე­ბა, თუმ­ცა ჯო­ხიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა სის­ტე­მამ უნდა და­იბ­რუ­ნოს ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, რაც ჰქონ­და.

"არ ვამ­ბობ, რომ ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა უნდა გა­მო­ცხად­დეს, მაგ­რამ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა­ში პო­ლი­ცია უფრო აგ­რე­სი­უ­ლი და შე­უ­რი­გე­ბე­ლი უნდა გახ­დეს. კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის უნდა კა­ნო­ნობ­დეს და არა­ვინ ეჭ­ვობ­დეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი შერ­ჩე­ვი­თია. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სის­ტე­მებ­ში უნდა მოვ­ძებ­ნოთ და შევ­ქმნათ ის ალ­გო­რით­მი, რომ­ლი­თაც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს გავზრდით. მხო­ლოდ ასე თუ მო­ხერ­ხდე­ბა ვი­თა­რე­ბის შეც­ვლა. ჩვენს ქვე­ყა­ნას რო­დის ექ­ნე­ბა პერ­სპექ­ტი­ვა? მხო­ლოდ მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე მი­ეჩ­ვე­ვა, რომ მისი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლია, აც­ნო­ბოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ და ითა­ნამ­შრომ­ლოს მათ­თან. ქუ­ჩუ­რი ომერ­ტას პრინ­ცი­პი, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უკად­რის საქ­ცი­ე­ლად მი­იჩ­ნე­ვა, უნდა დას­რულ­დეს. ამას სჭირ­დე­ბა გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა რო­გორც კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბის, ასე­ვე პო­ზი­ტი­უ­რი სტი­მუ­ლი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ეს არის დიდი და კომ­პლექ­სუ­რი სა­მუ­შაო და ამ საქ­მე­ში ყვე­ლა ერ­თი­ა­ნი უნდა იყოს. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, პრობ­ლე­მე­ბია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც.

ახალ­მა მი­ნის­ტრმა გა­დად­გა ნა­ბი­ჯე­ბი. მა­გა­ლი­თის­თვის მო­ვიყ­ვან ცნო­ბილ ჰეშ­თეგს: "არა ჩა­დე­ბას!" ამით ირი­ბად აღი­ა­რეს, რომ "ჩა­დე­ბა" სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის პრობ­ლე­მაა. "ჩა­დე­ბას", რო­გორც ინ­სტრუ­მენტს, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით არ იყე­ნებს და არც მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა ეს... ამ ინ­სტრუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. მას ხში­რად აგენ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბის­თვის, ე.წ. და­ვერ­ბოვ­კე­ბის­თვის, რე­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის მო­ტი­ვით და კი­დევ ათას­გვა­რი მიზ­ნით იყე­ნე­ბენ... მაგ­რამ ეს ქმე­დე­ბე­ბი უკა­ნო­ნოა და რაც უნდა კე­თი­ლი მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებ­დეთ, ეს უნდა აღიკ­ვე­თოს! მი­ნის­ტრმა სწო­რედ ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნა, რი­თაც, ჩემი აზ­რით, სის­ტე­მა და­ი­პი­რის­პი­რა.

"ჩა­დე­ბა", რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტი და ვი­თა­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენ­ში იმ­დე­ნად ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლია, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სის­ტე­მის შიგ­ნით ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნათ. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სის­ტე­მამ და­ი­წყოს მი­ნის­ტრის სა­ბო­ტა­ჟი, თუ უკვე არ და­ი­წყეს, კრი­მი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბი­თაც, უფრო სწო­რად, კრი­მი­ნა­ლის­თვის არა­სა­თა­ნა­დო, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხით... შე­ეც­დე­ბი­ან ქა­ო­სის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნას და ამის შემ­დეგ მი­ნის­ტრის მოთვი­ნი­ე­რე­ბას, მის იძუ­ლე­ბას, რომ ითა­მა­შოს სის­ტე­მის წე­სე­ბით ან, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, წა­ვი­დეს სა­მი­ნის­ტრო­დან", - აცხა­დებს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ხუხაშვილი: "ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ სასამართლოს გზით დაამტკიცებენ სიმართლეს, ამიტომ "შავ სამყაროს" მიმართავენ"

ხუხაშვილი: "ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ სასამართლოს გზით დაამტკიცებენ სიმართლეს, ამიტომ "შავ სამყაროს" მიმართავენ"

"დღეს ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც "შავ სამყაროს" მიმართავენ" - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომელიც ქვეყანაში გართულებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბრობს.

"ჩვენ გამოვედით ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქიდან, რაც სწორი და აუცილებელი იყო. დღევანდელი ხელისუფლების ხედვა უფრო ჰუმანური გახდა და ადამიანი, როგორც ფასეულობა, დაუბრუნდა ჩვენს სინამდვილეს, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყეთ სვლა მეორე უკიდურესობისკენ... ხელისუფლების ჰუმანურობა კრიმინალურმა სამყარომ საკუთარ თავზეც იგრძნო, ეს ჩაუთვალა სისუსტედ და დაიწყო 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც არ არის მხოლოდ კრიმინალი, ეს არის მცდელობა, მეტასტაზებივით მოედონ ეკონომიკურ სისტემებს, საქმეები გაჩარხონ ქუჩური გარჩევებით და ა.შ. მით უფრო სასამართლო სისტემის სრული დისკრედიტაციის, თითქმის კოლაფსის პირობებში ნოყიერი ნიადაგი იქმნება, რომ სამართლის ძიება ქუჩაში დაბრუნდეს. დღეს ადამიანებს არა აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც "შავ სამყაროს" მიმართავენ. ხელისუფლებამ, ჰუმანურობასთან ერთად, ვერ მოახერხა ეჩვენებინა, რომ ის შეუვალი და უკომპრომისოა კრიმინალთან ბრძოლაში! გარდა ამისა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო წვრილმანმა კრიმინალმაც მოიმატა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, რაც ყველაზე სახიფათოა, კრიმინალურმა მისწრაფებებმა სოციალური ბაზის ფორმირება დაიწყო ახალგაზრდებში, იმ სეგმენტში, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზაციისთვის ყველაზე მოწყვლადია.

"ბოლო ხანს ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ - სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი კონფლიქტებისა და ტრაგედიების შემდეგ არავინ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამით იქმნება ვითარების უკონტროლობის ძალიან სახიფათო სოციალური საფუძველი. ეს ხდება მაშინ, როცა ახალგაზრდას არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ალტერნატივას არ სთავაზობს. ამაში მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოები არ არიან დამნაშავენი, რაც ხდება ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ შესაბამის სტრუქტურებს ძალიან გაუჭირდებათ შექმნილ ვითარებასთან გამკლავება. რას ვთავაზობთ ახალგაზრდებს? - ერთი მხრივ, ამ ქუჩური ცხოვრების რომანტიზაციას, მეორე მხრივ - კლუბურ ცხოვრებას, ანუ მეორე უკიდურესობას? ვგულისხმობ საზოგადოების ულტრალიბერალური ფრთის ინიციატივებს, საბოლოოდ კი ეს ორი შეთავაზება სადღაც კვეთს კიდეც ერთმანეთს. ვინმე ცდილობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ა.შ.?! ეს ყველაფერი მხოლოდ ჯოხით ვერ მოგვარდება, თუმცა ჯოხიც აუცილებელია", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავმა სისტემამ უნდა დაიბრუნოს ის ეფექტიანობა, რაც ჰქონდა.

"არ ვამბობ, რომ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოცხადდეს, მაგრამ დანაშაულთან ბრძოლაში პოლიცია უფრო აგრესიული და შეურიგებელი უნდა გახდეს. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და არავინ ეჭვობდეს, რომ ქვეყანაში სამართალი შერჩევითია. საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სისტემებში უნდა მოვძებნოთ და შევქმნათ ის ალგორითმი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს გავზრდით. მხოლოდ ასე თუ მოხერხდება ვითარების შეცვლა. ჩვენს ქვეყანას როდის ექნება პერსპექტივა? მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ადრეული ასაკიდანვე მიეჩვევა, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია, აცნობოს სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ და ითანამშრომლოს მათთან. ქუჩური ომერტას პრინციპი, როდესაც სამართალდამცავებთან თანამშრომლობა უკადრის საქციელად მიიჩნევა, უნდა დასრულდეს. ამას სჭირდება გააზრებული პოლიტიკა როგორც კანონის გამკაცრების, ასევე პოზიტიური სტიმულირების თვალსაზრისითაც. ეს არის დიდი და კომპლექსური სამუშაო და ამ საქმეში ყველა ერთიანი უნდა იყოს. გარდა ამისა, ვფიქრობ, პრობლემებია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

ახალმა მინისტრმა გადადგა ნაბიჯები. მაგალითისთვის მოვიყვან ცნობილ ჰეშთეგს: "არა ჩადებას!" ამით ირიბად აღიარეს, რომ "ჩადება" სამართალდამცავი სტრუქტურების პრობლემაა. "ჩადებას", როგორც ინსტრუმენტს, კრიმინალური პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არ იყენებს და არც მხოლოდ საქართველოში ხდება ეს... ამ ინსტრუმენტის გამოყენება გავრცელებულია. მას ხშირად აგენტურის ფორმირებისთვის, ე.წ. დავერბოვკებისთვის, რეალური დანაშაულის გახსნის მოტივით და კიდევ ათასგვარი მიზნით იყენებენ... მაგრამ ეს ქმედებები უკანონოა და რაც უნდა კეთილი მიზნები ამოძრავებდეთ, ეს უნდა აღიკვეთოს! მინისტრმა სწორედ ამაზე მიანიშნა, რითაც, ჩემი აზრით, სისტემა დაიპირისპირა.

"ჩადება", როგორც ინსტრუმენტი და ვითარების გაკონტროლების საშუალება ჩვენში იმდენად ფეხმოკიდებულია, რომ დარწმუნებული ვარ, სისტემის შიგნით ეს დამოკიდებულება არ მოეწონათ. არ გამოვრიცხავ, რომ სისტემამ დაიწყოს მინისტრის საბოტაჟი, თუ უკვე არ დაიწყეს, კრიმინალური ვითარების გართულებითაც, უფრო სწორად, კრიმინალისთვის არასათანადო, არაადეკვატური პასუხით... შეეცდებიან ქაოსის ხელოვნურად შექმნას და ამის შემდეგ მინისტრის მოთვინიერებას, მის იძულებას, რომ ითამაშოს სისტემის წესებით ან, უკეთეს შემთხვევაში, წავიდეს სამინისტროდან", - აცხადებს ხუხაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."