პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სეილები" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით - როგორ ასწავლიან კლიენტების მოტყუებას კონსულტანტებს საქართველოში
"სეილები" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით - როგორ ასწავლიან კლიენტების მოტყუებას კონსულტანტებს საქართველოში

სე­ზო­ნუ­რი ფას­დაკ­ლე­ბა, კო­ლექ­ცი­ის ლიკ­ვი­და­ცია, სხვა­დას­ხვა სა­დღე­სას­წა­უ­ლო აქ­ცია - მსგავ­სი სა­ბა­ბით სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში "სე­ი­ლე­ბი" ხში­რად ცხად­დე­ბა.

თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბევ­რჯერ გაწ­ბი­ლე­ბუ­ლა, როცა პრო­დუქ­ცი­ის ეტი­კეტ­ზე, ქა­ღალ­დის რამ­დე­ნი­მე ფე­ნის ქვეშ, სა­წყი­სი ფასი აღ­მო­უ­ჩე­ნია, რო­მე­ლიც დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა ვი­თომ შემ­ცი­რე­ბუ­ლის­გან. მსგავ­სი "სე­ი­ლე­ბით" მომ­ხმა­რე­ბელს ხში­რად ატყუ­ე­ბენ. თუმ­ცა რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი მეტი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვის სურ­ვილ­მა იმ­დე­ნად შე­ი­პყრო, რომ უფრო შორს წა­ვიდ­ნენ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, "ახა­ლი სი­ტყვა" თქვეს მარ­კე­ტინ­გში, რაც, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ხში­რად ხვდე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ან სუ­ლაც ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ცია. ამას მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, რაც ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ქსე­ლის ყო­ფილ­მა კონ­სულ­ტან­ტმა იმ დი­რექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ მი­ამ­ბო, რო­მელ­საც პერ­სო­ნალს სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნი­სას აძ­ლე­ვენ.

მომ­ხმა­რე­ბე­ლი თით­ქმის ყო­ველ­თვის აკ­ვირ­დე­ბა ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დას კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სას, თუმ­ცა ასე არ იქ­ცე­ვა, როცა საქ­მე, მა­გა­ლი­თად, ჰი­გი­ე­ნი­სა და თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს ეხე­ბა. რე­ა­ლი­ზა­ტო­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს მომ­ხმა­რებ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ას, მის ამ ქცე­ვას სა­თა­ვი­სოდ იყე­ნებს და ვა­და­გა­სულ ან მოკ­ლე­ვა­დი­ან პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფას­დაკ­ლე­ბას აცხა­დებს. თუმ­ცა მთა­ვა­რი აქ ის არის, რომ არ ხდე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ცია ფას­დაკ­ლე­ბულ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სწო­რედ ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დის გას­ვლის გამო მოხ­ვდა.

მე­ტიც, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის, ყო­ფი­ლი კონ­სულ­ტან­ტის თქმით, მათ აქვთ მი­ცე­მუ­ლი დი­რექ­ტი­ვა, რომ მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მელ­საც ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტია, რო­მე­ლი ბრენ­დის რა პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვა სურს, პირ­ველ რიგ­ში ის პრო­დუქ­ცია შეს­თა­ვა­ზონ, რო­მელ­საც ვადა გა­სუ­ლი აქვს ან მალე გა­უ­ვა. ამ ხრი­კით მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ათი მომ­ხმა­რებ­ლი­დან ერთი მა­ინც ბრუნ­დე­ბა უკან პრე­ტენ­ზი­ით, რომ გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცია უკან და­იბ­რუ­ნონ. რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, მომ­ხმა­რე­ბელ­თან მუდ­მი­ვი კონ­ფლიქ­ტი, მუდ­მი­ვად სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლის მო­ლო­დი­ნის გამო, მისი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი გახ­და.

დამ­საქ­მებ­ლის ინ­სტრუქ­ტა­ჟის თა­ნახ­მად, მათ უნდა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ სა­მარ­თლი­ა­ნად და­ეჭ­ვე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რომ ცდე­ბა და არ­სე­ბობს ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა - მა­გა­ლი­თად, გახ­სნი­დან 6 თვე.

და­მა­ტე­ბი­თი ვადა ზო­გიე­რთ პრო­დუქ­ტებ­ზე ნამ­დვი­ლად არის მი­თი­თე­ბუ­ლი,­ მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც, მა­გა­ლი­თად, ერთ თვე­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ვადა გას­დის, თუ გა­იხ­სნე­ბა, კი­დევ­ ექვს თვეს იქ­ნე­ბა ვარ­გი­სი.

მოკ­ლედ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში "სე­ი­ლე­ბით" თაღ­ლი­თო­ბა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი ყო­ფი­ლა და მომ­ხმა­რე­ბელს ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნი­სას დიდი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებს. მით უფრო, რომ ზოგი პრო­დუქ­ტი სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ შე­საძ­ლოა ზი­ა­ნიც კი მი­ა­ყე­ნოს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"სეილები" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით - როგორ ასწავლიან კლიენტების მოტყუებას კონსულტანტებს საქართველოში

"სეილები" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით - როგორ ასწავლიან კლიენტების მოტყუებას კონსულტანტებს საქართველოში

სეზონური ფასდაკლება, კოლექციის ლიკვიდაცია, სხვადასხვა სადღესასწაულო აქცია - მსგავსი საბაბით სავაჭრო ობიექტებში "სეილები" ხშირად ცხადდება.

თუმცა მომხმარებელი ბევრჯერ გაწბილებულა, როცა პროდუქციის ეტიკეტზე, ქაღალდის რამდენიმე ფენის ქვეშ, საწყისი ფასი აღმოუჩენია, რომელიც დიდად არ განსხვავდება ვითომ შემცირებულისგან. მსგავსი "სეილებით" მომხმარებელს ხშირად ატყუებენ. თუმცა რეალიზატორები მეტი პროდუქციის გაყიდვის სურვილმა იმდენად შეიპყრო, რომ უფრო შორს წავიდნენ და, ფაქტობრივად, "ახალი სიტყვა" თქვეს მარკეტინგში, რაც, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც აღმოჩნდა, ფასდაკლებული პროდუქციის ჩამონათვალში ხშირად ხვდება მოკლევადიანი ან სულაც ვადაგასული პროდუქცია. ამას მხოლოდ მას შემდეგ მივაქციე ყურადღება, რაც ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის ყოფილმა კონსულტანტმა იმ დირექტივების შესახებ მიამბო, რომელსაც პერსონალს სამსახურში აყვანისას აძლევენ.

მომხმარებელი თითქმის ყოველთვის აკვირდება ვარგისიანობის ვადას კვების პროდუქტების შეძენისას, თუმცა ასე არ იქცევა, როცა საქმე, მაგალითად, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებს ეხება. რეალიზატორი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მომხმარებლის ფსიქოლოგიას, მის ამ ქცევას სათავისოდ იყენებს და ვადაგასულ ან მოკლევადიან პროდუქციაზე ფასდაკლებას აცხადებს. თუმცა მთავარი აქ ის არის, რომ არ ხდება მომხმარებლის ინფორმირება, რომ კონკრეტული პროდუქცია ფასდაკლებულთა ჩამონათვალში სწორედ ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო მოხვდა.

მეტიც, ჩვენი რესპონდენტის, ყოფილი კონსულტანტის თქმით, მათ აქვთ მიცემული დირექტივა, რომ მომხმარებელს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელი ბრენდის რა პროდუქციის ყიდვა სურს, პირველ რიგში ის პროდუქცია შესთავაზონ, რომელსაც ვადა გასული აქვს ან მალე გაუვა. ამ ხრიკით მოტყუებული ათი მომხმარებლიდან ერთი მაინც ბრუნდება უკან პრეტენზიით, რომ გაყიდული პროდუქცია უკან დაიბრუნონ. როგორც ჩვენი რესპონდენ­ტი ამბობს, მომხმარებელთან მუდმივი კონფლიქტი, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა უკმაყოფილო მომხმარებლის მოლოდინის გამო, მისი სამსახურიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

დამსაქმებლის ინსტრუქტაჟის თანახმად, მათ უნდა დაერწმუნებინათ სამართლიანად დაეჭვებული მომხმარებელი, რომ ცდება და არსებობს ვადაგასული პროდუქციის დამატებითი ვარგისიანობის ვადა - მაგალითად, გახსნიდან 6 თვე.

დამატებითი ვადა ზოგიე­რთ პროდუქტებზე ნამდვილად არის მითითებული,­ მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტი, რომელსაც, მაგალითად, ერთ თვეში გამოყენების ვადა გასდის, თუ გაიხსნება, კიდევ­ ექვს თვეს იქნება ვარგისი.

მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში "სეილებით" თაღლითობა აპრობირებული მეთოდი ყოფილა და მომხმარებელს ფასდაკლებული პროდუქციის შეძენისას დიდი ყურადღება მართებს. მით უფრო, რომ ზოგი პროდუქტი სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება და ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა ზიანიც კი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი