საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებს
სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებს

42 წლის ლე­ვან დარ­ბა­ი­სე­ლის ოჯა­ხი ექიმ არ­ჩილ გო­გო­ლა­ურს თაღ­ლი­თო­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის თქმით, გო­გო­ლა­ურ­მა მათ თურ­ქე­თის კლი­ნი­კას­თან შუ­ა­მავ­ლო­ბა გა­უ­წია და 27 500 დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას დაჰ­პირ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ლე­ვან დარ­ბა­ი­სელს თურ­ქულ კლი­ნი­კა­ში სტან­დარ­ტუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ჩა­უ­ტა­რეს.

არ­ჩილ გო­გო­ლა­უ­რის წი­ნა­აღ­მდეგ დარ­ბა­ი­სე­ლებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი 2017 წლის ივ­ლის­ში შე­ი­ტა­ნეს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე - თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნინო დარ­ბა­ი­სე­ლი, ლე­ვან დარ­ბა­ი­სე­ლის მე­უღ­ლე: ლე­ვა­ნი 2007 წლი­დან ონ­კო­პა­ცი­ენ­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის, სხი­ვო­თე­რა­პი­ის კურ­სი გვაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ასე მოვ­დი­ვართ დღემ­დე. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ლე­ვა­ნის ორ­გა­ნიზ­მი მკურ­ნა­ლო­ბას ემორ­ჩი­ლე­ბა, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ ისევ რე­ცი­დი­ვი ვი­თარ­დე­ბა და... ბრძო­ლის ველ­ზე ვართ, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. ვი­მარ­ჯვებთ, მერე ისევ... გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში კლი­ნი­კა "მე­დუ­ლას" ექი­მე­ბის გუნ­დმა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­სი­ლი­უ­მის წე­სით გა­დაგ­ვი­წყვი­ტა, რომ ლე­ვა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი, ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ით ჩა­ტა­რე­ბო­და. მათი აზრი გა­ი­ზი­ა­რეს თო­დუ­ას კლი­ნი­კის ონ­კო­ლო­გებ­მაც.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში სტან­დარ­ტუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ბევ­რგან, მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი კი არ­სად ტარ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სერ­ვის­ში გერ­მა­ნულ­მა კლი­ნი­კამ - 98 000 ევრო მოგვ­თხო­ვა, სახ­ლიც რომ გაგ­ვე­ყი­და ამ­ხე­ლა თან­ხას ვერ მო­ვაგ­რო­ვებ­დით; თურ­ქულ­მა კლი­ნი­კა "ანა­დო­ლუმ" - 49 500 დო­ლა­რი, ამ­ხე­ლა თან­ხის თავ­მოყ­რაც ძნე­ლი იყო. გან­ვაგ­რძეთ ძი­ე­ბა და გა­ვი­გეთ, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მაკა გვა­რა­მი­ას მე­უღ­ლე, ექი­მი-გი­ნე­კო­ლო­გი არ­ჩილ გო­გო­ლა­უ­რი მუ­შა­ობს ერთ-ერთ თურ­ქულ კლი­ნი­კა­ში და ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს შუ­ა­მავ­ლო­ბას უწევს თურ­ქეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში. მას გა­ვუგ­ზავ­ნეთ ლე­ვა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი და მოგ­ვწე­რა, რომ სტამ­ბოლ­ში მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა "სან­ტე პლუს­ში" ექი­მად მუ­შა­ობ­და. ამ კლი­ნი­კის ინ­ვო­ი­სიც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა - მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა­ში, ძვი­ლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვით, 30 ათას დო­ლარს მო­ი­თხოვ­დნენ. გავ­გიჟ­დით სი­ხა­რუ­ლით. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, თბი­ლის­ში ჩა­მოვ­დი­ვარ, გა­გიც­ნობთ, და­ვი­ლა­პა­რა­კო­თო.

ისე დაგ­ვამ­შვი­და ამ შეხ­ვედ­რა­ზე, ისე გა­და­ეხ­ვია და გულ­ში ჩა­იკ­რა ლე­ვა­ნი, ისე­თი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით მიგ­ვი­ღო - ოღონდ კარ­გად იყა­ვით, 7 ათა­სი დო­ლა­რი მაქვს ხელ­ფა­სი, მე თქვე­ნი არა­ფე­რი მინ­და, რაც შე­მიძ­ლია კა­ცუ­რად და­გიდ­გე­ბით გვერ­დშიო. აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნდო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა ჩვენ­ში ამ კაც­მა. მიგ­ვაჩ­ნდა, რომ მხსნე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა. აგ­ვიხ­სნა: ჩემი მე­გო­ბა­რი კლი­ნი­კა "სან­ტე პლუ­სის" დამ­ფუძ­ნებ­ლის შვი­ლი და დი­რექ­ტო­რია, ვუ­თხა­რი, ჩე­მე­ბი რომ ხართ, ამი­ტომ და­უშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი, ასეთ მი­სა­ღებ ფა­სად რომ დაგ­ვთან­ხმდნენ მკურ­ნა­ლო­ბა­ზეო.

მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 4 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­რი­ცხა "სან­ტე პლუს­ში", მე­რი­ამ - 20 ათა­სი ლარი, რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში 12 500 დო­ლა­რი გა­მო­დი­ო­და. და­ნარ­ჩე­ნი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, ბა­ტონ­მა არ­ჩილ­მა გვი­თხრა - ჩემს თავ­ზე ვი­ღებ, იმ 30 ათა­სი­დან 2 500 დო­ლარს კი­დევ და­ვაკ­ლე­ბი­ნებ, და­ნარ­ჩე­ნი ხელ­ზე მო­მე­ცით და მე გა­დავ­რი­ცხა­ვო. თან­ხის ნა­წი­ლი თბი­ლის­ში, ნა­წი­ლი კი სტამ­ბოლ­ში გა­და­ვე­ცით, სა­დაც 2017 წლის 28 მარტს ჩა­ვე­დით. არ­ჩილ გო­გო­ლა­უ­რი აე­რო­პორ­ტში მან­ქა­ნით დაგ­ვხვდა და კლი­ნი­კა­ში დაგ­ვა­ბი­ნა­ვა.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კლი­ნი­კა იყო, მა­ღალ­სტან­დარ­ტულს ვერ და­არ­ქმევთ. თარ­ჯი­მა­ნი რომ მო­ვი­თხო­ვეთ, არ­ჩილ­მა მე აქ არ ვარო? ამის შემ­დეგ თქვენ­თვის მა­ღა­ლი რან­გის ონ­კო­ლო­გი მო­ვიწ­ვი­ეო - იუ­სუფ ბა­შე­რი წარ­გვიდ­გი­ნა. ბა­შერ­მა ლე­ვა­ნი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, მერე კი არ­ჩილ­თან ერ­თად ითათ­ბი­რა და არ­ჩილ­მა აგ­ვიხ­სნა: ძვლის ტვი­ნი­დან ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ამო­ღე­ბა რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა და რომ არ დავ­ჯიჯგნოთ, ვაწ­ვა­ლოთ ლე­ვა­ნი, კლი­ნი­კა მის­თვის გერ­მა­ნი­ი­დან ძვი­რა­დღი­რე­ბულ პრე­პა­რატს გა­მო­ი­წერს, რო­მე­ლიც ღე­რო­ვან უჯრე­დებს ჩა­ა­ნაც­ვლებს და მერე შე­ვუდ­გე­ბით მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა­სო. ჩვენ დავ­თან­ხმდით.

- რო­დის შე­ი­ტა­ნეთ ეჭვი, რომ ლე­ვან დარ­ბა­ი­სელს მკურ­ნა­ლო­ბის ის კურ­სი არ უტარ­დე­ბო­და, რაც მო­ი­ლა­პა­რა­კეთ?

- მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სი­დან ჩვენ­მა ახ­ლო­ბელ­მა ონ­კო­ლოგ­მა რო­მან სრე­სელ­მა იუ­სუფ ბა­შერ­თან და­კავ­ში­რე­ბა მო­ი­თხო­ვა კო­ლე­გის­გან ლე­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­გე­ბად. არ­ჩი­ლი მის ნო­მერს არ გვაძ­ლევ­და. ბა­შე­რის­გან მო­ვი­პო­ვე მა­ი­ლის მი­სა­მარ­თი. იუ­სუფ ბა­შერ­მა რო­მან სრე­სელს მოს­წე­რა: "დოქ­ტო­რო რო­მან, კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ლე­ვან დარ­ბა­ი­სე­ლი გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას, მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პია სა­ერ­თოდ არ კეთ­დე­ბა. დარ­ბა­ი­სელს სტან­დარ­ტულ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს ვუ­ტა­რებ­თო". ეს იყო შოკი. რო­მან­მა პირ­და­პირ მომ­წე­რა: ნინო, შემ­ცვლე­ლი პრე­პა­რა­ტი არ არ­სე­ბობს, შე­უძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენტს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­რე­შე ჩა­უ­ტარ­დეს მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სიო. ამის შემ­დეგ შე­ვი­ტყვეთ, რომ გერ­მა­ნი­ი­დან "ორო­მე­ტაქ­სო­ნი" გა­მო­უ­წე­რი­ათ. ეს პრე­პა­რა­ტი შარ­დის ბუშ­ტის დამ­ცა­ვია, რო­მელ­საც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის დროს ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენტს უს­ხა­მენ.

- ამის შემ­დეგ რო­გორ მო­ი­ქე­ცით?

- და­ჟი­ნე­ბით მო­ვი­თხო­ვე თარ­ჯი­მა­ნი. კლი­ნი­კის მე­ნე­ჯე­რის­გან შე­ვი­ტყვე, რომ ლე­ვანს უტარ­დე­ბო­და სტან­დარ­ტუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი, რო­მე­ლიც 6 კურსს მო­ი­ცავს. 3 კურ­სი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 12 500 დო­ლა­რით, დარ­ჩე­ნი­ლი 3 კურ­სის თან­ხა კი გა­და­სახ­დე­ლი მქონ­და, ხოლო გო­გო­ლა­უ­რის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი 15 000 დო­ლა­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მო­ეხ­სე­ნე­ბო­და. მე­ნე­ჯერს ვაჩ­ვე­ნე არ­ჩი­ლის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი "სან­ტე პლუ­სის" 30 ათა­სი­ა­ნი ინ­ვო­ი­სი, სა­დაც გა­წე­რი­ლი იყო მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც გად­მო­რი­ცხეს თან­ხა ჯან­დაც­ვა­მაც და მე­რი­ა­მაც. მე­ნე­ჯერ­მა ჩვენს კლი­ნი­კა­ში ჩემი ხელ­მო­წე­რით გა­ი­ცე­მა ინ­ვო­ი­სე­ბი და ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი და ეს ჩემი გა­ცე­მუ­ლი სა­ბუ­თი არ არი­სო. მან­ვე გან­მი­მარ­ტა - არ­ჩილ გო­გო­ლა­უ­რი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის, მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტე­ბი მოჰ­ყავ­სო.

თურ­ქმა ექიმ­მა ბა­შერ­მა გვი­თხრა, არ იცო­დით სტან­დარ­ტუ­ლი ქი­მო­თე­რა­პი­ის კურ­სი რომ ტარ­დე­ბო­დაო?! მე ვუ­თხა­რი იუ­სუფ ბა­შერს, მისი სი­ტყვე­ბი რო­გორ მი­თარ­გმნა არ­ჩილ­მა. მან კი მი­პა­სუ­ხა: მე მსგავ­სი რამ არ მით­ქვამს, ალ­ბათ არ­ჩილ­მა მო­გა­ტყუ­ა­თო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კლი­ნი­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და მთა­ვარ­მა ექიმ­მა ბე­შეკ ქა­რა­მაც გან­მი­მარ­ტა - მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი, ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ით, ჩვენს კლი­ნი­კა­ში სა­ერ­თოდ არ კეთ­დე­ბაო.

- თა­ვად არ­ჩილ გო­გო­ლა­ურ­თან თუ გქონ­დათ სა­უ­ბა­რი ამის შემ­დგომ?

- პი­რა­და­დაც ვი­ლა­პა­რა­კეთ მისი მე­უღ­ლის, მე­რი­ის სას­წრა­ფო­ე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მაკა გვა­რა­მი­ას კა­ბი­ნეტ­ში ქალ­ბა­ტო­ნი მა­კას თან­დას­წრე­ბით. მე­სი­ჯე­ბიც მივ­წე­რეთ, ჩვენ რისი სა­ფა­სუ­რიც გა­და­ვი­ხა­დეთ, იმ მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვთხოვ­დით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ამ ამ­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას ვპირ­დე­ბო­დით. არ ვიცი ვისი ზურ­გი აქვს, რა­ტომ ჰგო­ნია, რომ ეს ქვე­ყა­ნა ჩა­ლით არის და­ფა­რუ­ლი, ამ­ბობს - სა­დაც გინ­და იქ მი­ჩივ­ლე­თო. ქალ­ბა­ტონ­მა მაკა გვა­რა­მი­ამ ჩემს მე­უღ­ლეს მოს­წე­რა: "სი­მარ­თლე თქვენს მხა­რე­საც არის და ჩვენს მხა­რე­საც, მაგ­რამ ლე­ვა­ნი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ არის, რომ 5 წელი პრო­ცე­სებ­ზე ია­რო­სო".

23 ივ­ლისს მივ­მარ­თე სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს, თან წარ­ვად­გი­ნე ყვე­ლა მე­სი­ჯი და მი­წერ-მო­წე­რა, თა­ვი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბით. აღიძ­რა საქ­მე. და­ი­კი­თხა გო­გო­ლა­უ­რი, მე და ლე­ვა­ნი, რო­მან სრე­სე­ლი... გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ლე­ვა­ნის სა­ხელ­ზე მო­ვი­და გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან გავ­ხსე­ნით. გზავ­ნი­ლი "სან­ტე პლუ­სი­და­ნაა" და წე­რია - ბა­ტო­ნო ლე­ვან, ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი ხართ, არ­ჩილ გო­გო­ლა­ურ­მა თქვე­ნი მკურ­ნა­ლო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად "სან­ტე პლუს­ში" 14 ათას დო­ლა­რი შე­მო­ი­ტა­ნა ან­გა­რიშ­ზე და დარ­ჩე­ნი­ლი 3 სტან­დარ­ტუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გე­ლი­თო. ჩვე­ნი პი­რა­დი და სა­ხელ­მწი­ფოს თან­ხაც, არა სტან­დარ­ტუ­ლი ქი­მო­თე­რა­პი­ის, არა­მედ მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად იქნა გა­ღე­ბუ­ლი.

- ამ­ჯე­რად რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა?

- დღემ­დე ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მოგ­ვა­ნი­ჭოს, რათა შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვამ­ტკი­ცოთ ჩვე­ნი სი­მარ­თლე. გვე­უბ­ნე­ბი­ან - თურ­ქე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გავ­გზავ­ნეთ და­ვა­ლე­ბა მოწ­მე­ე­ბის და­სა­კი­თხად და მათ პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი­თო.

ვი­თხოვთ, დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ონ საქ­მე და მოგ­ვა­ნი­ჭონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი - ლე­ვა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის ყო­ვე­ლი წუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! ასე­ვე არ­ჩილ გო­გო­ლა­ურ­მა სრუ­ლად აა­ნა­ზღა­უ­როს ლე­ვან დარ­ბა­ი­სე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და სი­ცო­ცხლის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი.

AMBEBI.GE არ­ჩილ გო­გო­ლა­ურ­საც და­უ­კავ­შირ­და. მან სმს-შე­ტყო­ბი­ნე­ბით მოგ­ვი­ბო­დი­შა - ხმის იო­გებ­ზე ორი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ხმა და­კარ­გუ­ლი მაქვს, ამი­ტომ ჩემს მა­გივ­რად კო­მენ­ტარს ჩემი ად­ვო­კა­ტი, კახა ხვის­ტა­ნი გა­ა­კე­თებ­სო.

კახა ხვის­ტა­ნი, ად­ვო­კა­ტი: "სა­უ­ბე­დუ­როდ ხში­რად გვი­წევს უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წას­ვლა. რო­მე­ლი­მე უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში ქარ­თულ დი­აგ­ნოს­ტი­კას ენ­დო­ბი­ან? ყვე­ლა პა­ცი­ენტს ხე­ლა­ხალ დი­აგ­ნოს­ტი­კას უტა­რე­ბენ. ლე­ვან დარ­ბა­ი­სელ­საც ხე­ლახ­ლა ჩა­უ­ტა­რეს და დად­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და­უ­ნიშ­ნეს. პა­ცი­ენ­ტმა და­ი­წყო მკურ­ნა­ლო­ბა, ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა, რაც უნდა ჩა­ტა­რე­ბო­და, წი­ნას­წარ იქნა შე­თან­ხმე­ბუ­ლი დარ­ბა­ი­სე­ლებ­თან. მკურ­ნა­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი­დან შე­ირ­ჩა ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი მე­თო­დი და ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი - მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი, ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვის გა­რე­შე.

ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი სწო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი. 3 კურ­სი ჩა­უ­ტარ­და, კი­დევ 3 ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი დარ­ჩა. დარ­ბა­ი­სელს მო­წე­რი­ლიც აქვს, რომ თან­ხა გა­დახ­დი­ლია და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლია. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ლე­ვან დარ­ბა­ი­სე­ლი უარს იტყვის მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გა­დახ­დი­ლი 14 ათა­სი დო­ლა­რი უკან და­უბ­რუნ­დე­ბა.

თა­ვი­დან დარ­ბა­ი­სე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბას მი­მარ­თეს და უთხრეს, რომ გო­გო­ლა­უ­რი არის თაღ­ლი­თი, ჩვენ მას გა­და­ვე­ცით თან­ხა, მან კი ეს თან­ხა არ გა­და­ი­ხა­და სრუ­ლად და სა­ა­ვად­მყო­ფომ არ აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაო. ახლა, რო­დე­საც და­დას­ტურ­და, რომ გო­გო­ლა­უ­რის­გან გა­დახ­დი­ლი თან­ხა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სრუ­ლად აი­სა­ხა, დარ­ბა­ი­სე­ლე­ბის მხრი­დან ახა­ლი ბრალ­დე­ბა წა­მო­ვი­და - თურ­მე მკურ­ნა­ლო­ბის ის კურ­სი არ ჩა­უ­ტარ­და, რო­მე­ლიც მას სჭირ­დე­ბო­და. თან­ხა ასა­ხუ­ლია ან­გა­რიშ­ზე, სა­ა­ვად­მყო­ფო თა­ნახ­მაა მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, პროგ­რე­სი სა­ხე­ზეა და რა­ტომ ჯი­უ­ტობს და არ აგ­რძე­ლებს ლე­ვან დარ­ბა­ი­სე­ლი მკურ­ნა­ლო­ბას, ჩვენ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია" - ამ­ბობს არ­ჩილ გო­გო­ლა­უ­რის ად­ვო­კა­ტი კახა ხვის­ტა­ნი.

ლე­ვან დარ­ბა­ი­სე­ლის და­სახ­მა­რებ­ლად შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში, დე­ტა­ლე­ბი იხი­ლეთ ამ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებს

სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებს

42 წლის ლევან დარბაისელის ოჯახი ექიმ არჩილ გოგოლაურს თაღლითობასა და მკურნალობის თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. სიმსივნით დაავადებული პაციენტის ოჯახის თქმით, გოგოლაურმა მათ თურქეთის კლინიკასთან შუამავლობა გაუწია და 27 500 დოლარის სანაცვლოდ, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლევან დარბაისელს თურქულ კლინიკაში სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს.

არჩილ გოგოლაურის წინააღმდეგ დარბაისელებმა პროკურატურაში სარჩელი 2017 წლის ივლისში შეიტანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე - თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

ნინო დარბაისელი, ლევან დარბაისელის მეუღლე: ლევანი 2007 წლიდან ონკოპაციენტია, საქართველოში რამდენიმე ქიმიოთერაპიის, სხივოთერაპიის კურსი გვაქვს ჩატარებული. ასე მოვდივართ დღემდე. მადლობა ღმერთს, რომ ლევანის ორგანიზმი მკურნალობას ემორჩილება, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ისევ რეციდივი ვითარდება და... ბრძოლის ველზე ვართ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვიმარჯვებთ, მერე ისევ... გასული წლის თებერვალში კლინიკა "მედულას" ექიმების გუნდმა, მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსილიუმის წესით გადაგვიწყვიტა, რომ ლევანისთვის აუცილებელი იყო მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით ჩატარებოდა. მათი აზრი გაიზიარეს თოდუას კლინიკის ონკოლოგებმაც.

ამჟამად საქართველოში სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი ბევრგან, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი კი არსად ტარდება. აღნიშნულ სერვისში გერმანულმა კლინიკამ - 98 000 ევრო მოგვთხოვა, სახლიც რომ გაგვეყიდა ამხელა თანხას ვერ მოვაგროვებდით; თურქულმა კლინიკა "ანადოლუმ" - 49 500 დოლარი, ამხელა თანხის თავმოყრაც ძნელი იყო. განვაგრძეთ ძიება და გავიგეთ, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის მაკა გვარამიას მეუღლე, ექიმი-გინეკოლოგი არჩილ გოგოლაური მუშაობს ერთ-ერთ თურქულ კლინიკაში და ქართველ პაციენტებს შუამავლობას უწევს თურქეთში მკურნალობის ჩატარებაში. მას გავუგზავნეთ ლევანის მონაცემები და მოგვწერა, რომ სტამბოლში მრავალპროფილურ კლინიკა "სანტე პლუსში" ექიმად მუშაობდა. ამ კლინიკის ინვოისიც გამოგვიგზავნა - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებაში, ძვილის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, 30 ათას დოლარს მოითხოვდნენ. გავგიჟდით სიხარულით. რამდენიმე დღეში, თბილისში ჩამოვდივარ, გაგიცნობთ, დავილაპარაკოთო.

ისე დაგვამშვიდა ამ შეხვედრაზე, ისე გადაეხვია და გულში ჩაიკრა ლევანი, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღო - ოღონდ კარგად იყავით, 7 ათასი დოლარი მაქვს ხელფასი, მე თქვენი არაფერი მინდა, რაც შემიძლია კაცურად დაგიდგებით გვერდშიო. აბსოლუტური ნდობა დაიმსახურა ჩვენში ამ კაცმა. მიგვაჩნდა, რომ მხსნელად მოგვევლინა. აგვიხსნა: ჩემი მეგობარი კლინიკა "სანტე პლუსის" დამფუძნებლის შვილი და დირექტორია, ვუთხარი, ჩემები რომ ხართ, ამიტომ დაუშვა გამონაკლისი, ასეთ მისაღებ ფასად რომ დაგვთანხმდნენ მკურნალობაზეო.

მკურნალობისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 ათასი დოლარი გადარიცხა "სანტე პლუსში", მერიამ - 20 ათასი ლარი, რაც მთლიანობაში 12 500 დოლარი გამოდიოდა. დანარჩენი თანხების მოძიებით დაკავებულები რომ ვიყავით, ბატონმა არჩილმა გვითხრა - ჩემს თავზე ვიღებ, იმ 30 ათასიდან 2 500 დოლარს კიდევ დავაკლებინებ, დანარჩენი ხელზე მომეცით და მე გადავრიცხავო. თანხის ნაწილი თბილისში, ნაწილი კი სტამბოლში გადავეცით, სადაც 2017 წლის 28 მარტს ჩავედით. არჩილ გოგოლაური აეროპორტში მანქანით დაგვხვდა და კლინიკაში დაგვაბინავა.

ჩვეულებრივი კლინიკა იყო, მაღალსტანდარტულს ვერ დაარქმევთ. თარჯიმანი რომ მოვითხოვეთ, არჩილმა მე აქ არ ვარო? ამის შემდეგ თქვენთვის მაღალი რანგის ონკოლოგი მოვიწვიეო - იუსუფ ბაშერი წარგვიდგინა. ბაშერმა ლევანი დაათვალიერა, მერე კი არჩილთან ერთად ითათბირა და არჩილმა აგვიხსნა: ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების ამოღება რთული პროცედურაა და რომ არ დავჯიჯგნოთ, ვაწვალოთ ლევანი, კლინიკა მისთვის გერმანიიდან ძვირადღირებულ პრეპარატს გამოიწერს, რომელიც ღეროვან უჯრედებს ჩაანაცვლებს და მერე შევუდგებით მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებასო. ჩვენ დავთანხმდით.

- როდის შეიტანეთ ეჭვი, რომ ლევან დარბაისელს მკურნალობის ის კურსი არ უტარდებოდა, რაც მოილაპარაკეთ?

- მას შემდეგ, რაც თბილისიდან ჩვენმა ახლობელმა ონკოლოგმა რომან სრესელმა იუსუფ ბაშერთან დაკავშირება მოითხოვა კოლეგისგან ლევანის მდგომარეობის გასაგებად. არჩილი მის ნომერს არ გვაძლევდა. ბაშერისგან მოვიპოვე მაილის მისამართი. იუსუფ ბაშერმა რომან სრესელს მოსწერა: "დოქტორო რომან, კლინიკაში, სადაც ლევან დარბაისელი გადის მკურნალობას, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია საერთოდ არ კეთდება. დარბაისელს სტანდარტულ ქიმიოთერაპიის კურსს ვუტარებთო". ეს იყო შოკი. რომანმა პირდაპირ მომწერა: ნინო, შემცვლელი პრეპარატი არ არსებობს, შეუძლებელია პაციენტს ღეროვანი უჯრედების გარეშე ჩაუტარდეს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსიო. ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ გერმანიიდან "ორომეტაქსონი" გამოუწერიათ. ეს პრეპარატი შარდის ბუშტის დამცავია, რომელსაც ქიმიოთერაპიის დროს ნებისმიერ პაციენტს უსხამენ.

- ამის შემდეგ როგორ მოიქეცით?

- დაჟინებით მოვითხოვე თარჯიმანი. კლინიკის მენეჯერისგან შევიტყვე, რომ ლევანს უტარდებოდა სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც 6 კურსს მოიცავს. 3 კურსი დაფინანსებული იყო ჩვენი სახელმწიფოს მიერ 12 500 დოლარით, დარჩენილი 3 კურსის თანხა კი გადასახდელი მქონდა, ხოლო გოგოლაურისთვის გადაცემული 15 000 დოლარის შესახებ არაფერი მოეხსენებოდა. მენეჯერს ვაჩვენე არჩილის მიერ გამოგზავნილი "სანტე პლუსის" 30 ათასიანი ინვოისი, სადაც გაწერილი იყო მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ანგარიში, რომელზე დაყრდნობითაც გადმორიცხეს თანხა ჯანდაცვამაც და მერიამაც. მენეჯერმა ჩვენს კლინიკაში ჩემი ხელმოწერით გაიცემა ინვოისები და ფინანსური დოკუმენტები და ეს ჩემი გაცემული საბუთი არ არისო. მანვე განმიმარტა - არჩილ გოგოლაური ჩვენი თანამშრომელი არ არის, მხოლოდ პაციენტები მოჰყავსო.

თურქმა ექიმმა ბაშერმა გვითხრა, არ იცოდით სტანდარტული ქიმოთერაპიის კურსი რომ ტარდებოდაო?! მე ვუთხარი იუსუფ ბაშერს, მისი სიტყვები როგორ მითარგმნა არჩილმა. მან კი მიპასუხა: მე მსგავსი რამ არ მითქვამს, ალბათ არჩილმა მოგატყუათო. მოგვიანებით, კლინიკის დამფუძნებელმა და მთავარმა ექიმმა ბეშეკ ქარამაც განმიმარტა - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით, ჩვენს კლინიკაში საერთოდ არ კეთდებაო.

- თავად არჩილ გოგოლაურთან თუ გქონდათ საუბარი ამის შემდგომ?

- პირადადაც ვილაპარაკეთ მისი მეუღლის, მერიის სასწრაფოების ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა გვარამიას კაბინეტში ქალბატონი მაკას თანდასწრებით. მესიჯებიც მივწერეთ, ჩვენ რისი საფასურიც გადავიხადეთ, იმ მკურნალობის ჩატარებას ვთხოვდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამბის გასაჯაროვებას ვპირდებოდით. არ ვიცი ვისი ზურგი აქვს, რატომ ჰგონია, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დაფარული, ამბობს - სადაც გინდა იქ მიჩივლეთო. ქალბატონმა მაკა გვარამიამ ჩემს მეუღლეს მოსწერა: "სიმართლე თქვენს მხარესაც არის და ჩვენს მხარესაც, მაგრამ ლევანი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ 5 წელი პროცესებზე იაროსო".

23 ივლისს მივმართე სამართალდამცავ ორგანოს, თან წარვადგინე ყველა მესიჯი და მიწერ-მოწერა, თავისი დოკუმენტებით. აღიძრა საქმე. დაიკითხა გოგოლაური, მე და ლევანი, რომან სრესელი... გამოძიების პროცესში ლევანის სახელზე მოვიდა გზავნილი, რომელიც გამომძიებელთან გავხსენით. გზავნილი "სანტე პლუსიდანაა" და წერია - ბატონო ლევან, ჩვენი პაციენტი ხართ, არჩილ გოგოლაურმა თქვენი მკურნალობის გასაგრძელებლად "სანტე პლუსში" 14 ათას დოლარი შემოიტანა ანგარიშზე და დარჩენილი 3 სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად გელითო. ჩვენი პირადი და სახელმწიფოს თანხაც, არა სტანდარტული ქიმოთერაპიის, არამედ მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად იქნა გაღებული.

- ამჯერად რა ეტაპზეა გამოძიება?

- დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მოგვანიჭოს, რათა შემდეგ სასამართლოში დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. გვეუბნებიან - თურქეთის პროკურატურაში გავგზავნეთ დავალება მოწმეების დასაკითხად და მათ პასუხს ველოდებითო.

ვითხოვთ, დროულად გამოიძიონ საქმე და მოგვანიჭონ დაზარალებულის სტატუსი - ლევანის სიცოცხლისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია! ასევე არჩილ გოგოლაურმა სრულად აანაზღაუროს ლევან დარბაისელის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის მიყენებული ზარალი.

AMBEBI.GE არჩილ გოგოლაურსაც დაუკავშირდა. მან სმს-შეტყობინებით მოგვიბოდიშა - ხმის იოგებზე ორი ოპერაცია გავიკეთე და ხმა დაკარგული მაქვს, ამიტომ ჩემს მაგივრად კომენტარს ჩემი ადვოკატი, კახა ხვისტანი გააკეთებსო.

კახა ხვისტანი, ადვოკატი: "საუბედუროდ ხშირად გვიწევს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა. რომელიმე უცხოურ კლინიკაში ქართულ დიაგნოსტიკას ენდობიან? ყველა პაციენტს ხელახალ დიაგნოსტიკას უტარებენ. ლევან დარბაისელსაც ხელახლა ჩაუტარეს და დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, შესაბამისი მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. პაციენტმა დაიწყო მკურნალობა, ყველა პროცედურა, რაც უნდა ჩატარებოდა, წინასწარ იქნა შეთანხმებული დარბაისელებთან. მკურნალობის რამდენიმე მეთოდიდან შეირჩა ყველაზე ოპტიმალური მეთოდი და ჩაუტარდა შესაბამისი ქიმიოთერაპიის კურსი - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გარეშე.

ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მკურნალობის კურსი სწორად იყო შერჩეული. 3 კურსი ჩაუტარდა, კიდევ 3 ჩასატარებელი დარჩა. დარბაისელს მოწერილიც აქვს, რომ თანხა გადახდილია და მკურნალობის კურსის გაგრძელება შეუძლია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლევან დარბაისელი უარს იტყვის მკურნალობის გაგრძელებაზე, მკურნალობისთვის გადახდილი 14 ათასი დოლარი უკან დაუბრუნდება.

თავიდან დარბაისელებმა გამოძიებას მიმართეს და უთხრეს, რომ გოგოლაური არის თაღლითი, ჩვენ მას გადავეცით თანხა, მან კი ეს თანხა არ გადაიხადა სრულად და საავადმყოფომ არ აღმოგვიჩინა შესაბამისი სამედიცინო დახმარებაო. ახლა, როდესაც დადასტურდა, რომ გოგოლაურისგან გადახდილი თანხა საავადმყოფოში სრულად აისახა, დარბაისელების მხრიდან ახალი ბრალდება წამოვიდა - თურმე მკურნალობის ის კურსი არ ჩაუტარდა, რომელიც მას სჭირდებოდა. თანხა ასახულია ანგარიშზე, საავადმყოფო თანახმაა მკურნალობის გაგრძელებაზე, პროგრესი სახეზეა და რატომ ჯიუტობს და არ აგრძელებს ლევან დარბაისელი მკურნალობას, ჩვენთვის გაურკვეველია" - ამბობს არჩილ გოგოლაურის ადვოკატი კახა ხვისტანი.

ლევან დარბაისელის დასახმარებლად შექმნილია სპეციალური ანგარიში, დეტალები იხილეთ ამ ბმულზე

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას" - ბოკერია