მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეეწირა მოსკოვთან მომხდარ ავიაკატასტროფას - მგზავრების სია ცნობილია
ვინ შეეწირა მოსკოვთან მომხდარ ავიაკატასტროფას - მგზავრების სია ცნობილია

მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის გამო, რო­მელ­შიც 71 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, 12 თე­ბერ­ვა­ლი გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო "რია ნო­ვოს­ტი" ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თვითმფრი­ნავს გა­მოც­დი­ლი მფრი­ნა­ვი ვა­ლე­რი გუ­ბა­ნო­ვი მარ­თავ­და, რო­მელ­საც მთლი­ა­ნო­ბა­ში, ხუთი ათა­სი სა­ა­თი ფრე­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, მათ­გან 2800 სა­ა­თი სწო­რედ "ან-148"-ზე ფრე­ნის.

ამავდრო­უ­ლად, "რუ­სე­თის ფოს­ტამ" უარ­ყო ვერ­სია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თვითმფრი­ნა­ვი, შე­საძ­ლოა, აფ­რე­ნი­სას ფოს­ტის ვერ­ტმფრენს შე­ე­ჯა­ხა. უწყე­ბა­ში გან­მარ­ტეს, რომ მათ ვერ­ტმფრე­ნი სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნი­ათ და მხო­ლოდ ორ თვითმფრი­ნავს ფლო­ბენ.

ორსკის აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნავ­ში მყო­ფი მგზავ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ად­გილ­ზე ჭი­რი­სუ­ფალ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად ორსკის აე­რო­პორ­ტში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც მი­ვიდ­ნენ. უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა იმ მგზავ­რთა სიაც, ვინც აღ­ნიშ­ნულ რე­ის­ზე იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის არის ერთი ბავ­შვი.

მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად ჩა­მო­ვარ­დნი­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის "შავ ყუთს" უპი­ლო­ტო ავი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნით მო­ძებ­ნი­ან. "რია ნო­ვოს­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი და­ვა­ლე­ბა რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა მი­ნის­ტრმა გას­ცა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ზო­ნა­ში სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­უ­ჩე­რებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სო სა­ა­ვი­ა­ციო კო­მი­ტეტ­მა უკვე და­ა­კომ­პლექ­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც "ან-148"-ის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას გა­მო­ი­ძი­ებს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე უკვე გა­ემ­გზავრნენ.

"როს­ტრან­სნად­ზო­რი" ავი­ა­კომ­პა­ნია "სა­რა­ტო­ვის ავი­ხა­ზე­ბის" არა­გეგ­მურ შე­მოწ­მე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"სა­რა­ტო­ვის ავი­ა­ხა­ზე­ბის" კუთ­ვნილ­მა სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნავ­მა "ან-148"-მ სი­მაღ­ლე ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 14:26 სა­ათ­ზე მკვეთ­რად და­კარ­გა, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად, რა­მენ­სკის რა­ი­ონ­ში ჩა­მო­ვარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

ვინ შეეწირა მოსკოვთან მომხდარ ავიაკატასტროფას - მგზავრების სია ცნობილია

ვინ შეეწირა მოსკოვთან მომხდარ ავიაკატასტროფას - მგზავრების სია ცნობილია

მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელშიც 71 ადამიანი იმყოფებოდა, 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავს გამოცდილი მფრინავი ვალერი გუბანოვი მართავდა, რომელსაც მთლიანობაში, ხუთი ათასი საათი ფრენის გამოცდილება ჰქონდა, მათგან 2800 საათი სწორედ "ან-148"-ზე ფრენის.

ამავდროულად, "რუსეთის ფოსტამ" უარყო ვერსია, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავი, შესაძლოა, აფრენისას ფოსტის ვერტმფრენს შეეჯახა. უწყებაში განმარტეს, რომ მათ ვერტმფრენი საერთოდ არ გააჩნიათ და მხოლოდ ორ თვითმფრინავს ფლობენ.

ორსკის აეროპორტში თვითმფრინავში მყოფი მგზავრების ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებთანაც ფსიქოლოგები მუშაობენ. ადგილზე ჭირისუფალთა მხარდასაჭერად ორსკის აეროპორტში სასულიერო პირებიც მივიდნენ. უკვე გამოქვეყნდა იმ მგზავრთა სიაც, ვინც აღნიშნულ რეისზე იყო დარეგისტრირებული. მათ შორის არის ერთი ბავშვი.

მოსკოვის მახლობლად ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის "შავ ყუთს" უპილოტო ავიაციის გამოყენით მოძებნიან. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ასეთი დავალება რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა გასცა.

მისივე განცხადებით, ავიაკატასტროფის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღე-ღამის განმავლობაში, შეუჩერებლად გაგრძელდება. სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტმა უკვე დააკომპლექტა სპეციალური კომისია, რომელიც "ან-148"-ის ავიაკატასტროფას გამოიძიებს. სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრნენ.

"როსტრანსნადზორი" ავიაკომპანია "სარატოვის ავიხაზების" არაგეგმურ შემოწმებას განახორციელებს.

"სარატოვის ავიახაზების" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა "ან-148"-მ სიმაღლე ადგილობრივი დროით 14:26 საათზე მკვეთრად დაკარგა, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რამენსკის რაიონში ჩამოვარდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"