პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა მოსკოვთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი - გავრცელებული ვერსია
რა გახდა მოსკოვთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი - გავრცელებული ვერსია

რუ­სუ­ლი მე­დია თვითმხილ­ვე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ ჰა­ერ­ში სამ­გზავ­რო თვითფრი­ნავს "ან -148"-ს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად, რა­მენ­სკის რა­ი­ონ­ში ჩა­მო­ვარ­და, ცე­ცხლი ეკი­და. შე­საძ­ლოა, სა­უ­ბა­რი იყოს აფეთ­ქე­ბა­ზე.

"რია ნო­ვოს­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გილ­ზე ვერ­ტმფრე­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბიც არის, რო­მე­ლიც "რუ­სე­თის ფოს­ტას" ეკუთ­ვნის. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თვითმფრი­ნა­ვი სი­მაღ­ლის აკ­რე­ფის მო­მენ­ტში ვერ­ტმფრენს შე­ე­ჯა­ხა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სია ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე 167 მაშ­ვე­ლი და 34 ერ­თე­უ­ლი სპე­ცტექ­ნი­კა მუ­შა­ობს. ად­გილ­ზე მაშ­ვე­ლე­ბის ორი "მი-8" ტი­პის ვერ­ტმფრე­ნი გა­ემ­გზავ­რა. აღ­მო­ჩე­ნი­ლია თვითმფრი­ნა­ვის ნარ­ჩე­ნე­ბი. ად­გილ­ზე მი­სუ­ლი მაშ­ვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თვითმფრი­ნა­ვის ნა­წი­ლე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი კი­ლო­მეტ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზეა გა­ფან­ტუ­ლი.

თვითმფრი­ნა­ვის ვარ­დნის ად­გილ­ზე კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის შვი­დი ბრი­გა­და იმ­ყო­ფე­ბა. რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რთა ახ­ლობ­ლე­ბის­თის სა­გან­გე­ბო ცხე­ლი ხაზი ამუ­შავ­და. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლებს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და.

რა გახდა მოსკოვთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი - გავრცელებული ვერსია

რა გახდა მოსკოვთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი - გავრცელებული ვერსია

რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰაერში სამგზავრო თვითფრინავს "ან -148"-ს, რომელიც მოსკოვის მახლობლად, რამენსკის რაიონში ჩამოვარდა, ცეცხლი ეკიდა. შესაძლოა, საუბარი იყოს აფეთქებაზე.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ვერტმფრენის ნამსხვრევებიც არის, რომელიც "რუსეთის ფოსტას" ეკუთვნის. სააგენტოს ცნობით, აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი სიმაღლის აკრეფის მომენტში ვერტმფრენს შეეჯახა. აღნიშნული ვერსია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე 167 მაშველი და 34 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ადგილზე მაშველების ორი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი გაემგზავრა. აღმოჩენილია თვითმფრინავის ნარჩენები. ადგილზე მისული მაშველების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მონაკვეთზეა გაფანტული.

თვითმფრინავის ვარდნის ადგილზე კატასტროფის მედიცინის შვიდი ბრიგადა იმყოფება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თვითმფრინავის მგზავრთა ახლობლებისთის საგანგებო ცხელი ხაზი ამუშავდა.  ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"