პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ბანკეტზე ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებული შეეპასუხა და..." - რას ჰყვება ე.წ. წითელ ბაღში დაჭრილი მოზარდის ადვოკატი
"დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ბანკეტზე ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებული შეეპასუხა და..." - რას ჰყვება ე.წ. წითელ ბაღში დაჭრილი მოზარდის ადვოკატი

ახალ­გაზ­რდებს უმსჯე­ლი­ათ, ვინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო პირ­ვე­ლი სკო­ლის ბან­კეტ­ზე და სიაც შე­უდ­გე­ნი­ათ. ამ სი­ა­ში ჩა­წე­რეს ძვე­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და ეს გა­აპ­რო­ტეს­ტა ბრალ­დე­ბულ­მა. უთ­ქვამს, მათი ბან­კეტ­ზე მოს­ვლა არ მინ­დაო... ამას მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, რომ არ ჰქონ­და ბან­კეტ­ზე მათი ყოფ­ნის სურ­ვი­ლი, ხოლო ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი ამ­ბობ­და, მე კაცი არ ვიყო, თუ ჩემი მე­გობ­რე­ბი არ მოვ­ლე­ნო... ბრალ­დე­ბულ­მა უთხრა, ვერ მოვ­ლე­ნო და ამას მოჰ­ყვა დაჭ­რაც...

51-ე სკო­ლის ორი მოს­წავ­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ალ­ბათ, ბევ­რს ეგო­ნა, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და­ფიქ­რდე­ბოდ­ნენ მომ­ხდარ­ზე და ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი აღარ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ გა­სულ კვი­რას

თბი­ლის­ში ასე­თი ფაქ­ტი ისევ მოხ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ­ჯე­რად ინ­ცი­დენტს მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, თუმ­ცა და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. ერთს მსუ­ბუ­ქი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და, ორი მო­ზარ­დი კი გულ­მკერ­დის არე­შია დაჭ­რი­ლი. შემ­თხვე­ვა 31 იან­ვარს ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, ე.წ. წი­თელ ბაღ­ში მოხ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ახალ­გაზ­რდე­ბის შე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და 17 წლის ახალ­გაზ­რდამ თა­ნა­ტო­ლე­ბი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა. საქ­მე­ში ისევ დანა ფი­გუ­რი­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში ვერ მოგ­ვარ­და პრობ­ლე­მა, რომ ქუ­ჩა­ში მო­ზარ­დებ­მა დანა არ ატა­რონ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ნა­შა­უ­ლი მალე გახ­სნეს - ბრალ­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლეა. ის პო­ლი­ცი­ა­ში თვი­თონ გა­მო­ცხად­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე

117-ე მუხ­ლით აღ­ძრა, რაც სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვა­ლა და არას­რულ­წლო­ვანს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, რაც 16-დან 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"და­კა­ვე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნე­ბი­სა და ორი პი­რის მი­მართ. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა გა­ნე­კუთ­ვნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულს, შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბის მხა­რემ მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ. მისი თქმით, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა საქ­მე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბამ.

ბრალ­დე­ბუ­ლი ფაქტს ადას­ტუ­რებს,­ თუმ­ცა წა­ყე­ნე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბა. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ საქ­მე­ში­ დევს და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, დანა, რო­მე­ლი პარ­კის შე­სას­ვლელ­თან, ნაგ­ვის ურ­ნი­დან ამო­ი­ღეს.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი­ ირმა ჭკა­დუა ამ­ბობს, ბრალ­დე­ბულს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეტყო­ბო­და და ექ­სპერ­ტი­ზა მა­საც ჩა­უ­ტარ­და.

- ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არ არის. დამ­ნა­შა­ვე თვი­თონ გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ა­ში, ითა­ნამ­შრომ­ლა, და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი მი­უ­თი­თა... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა წინა პი­რო­ბა არ­სე­ბობ­და, რომ ის არ და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლემ მა­ინც და­ა­პა­ტიმ­რა. ჩვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ვა­სა­ჩივ­რებთ, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბით...

რო­გორც ირ­კვე­ვა, კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი სკო­ლის ბან­კე­ტის გამო შე­ლა­პა­რა­კე­ბა იყო.

რა­მაზ ჩინ­ჩა­ლა­ძე, ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ად­ვო­კა­ტი: - სა­მი­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადრე პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. მერე ისი­ნი 35-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ვიდ­ნენ. ბი­ჭე­ბის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში მათი წა­მოს­ვლის შემ­დეგ მი­ვი­და. ახალ­გაზ­რდებს უმსჯე­ლი­ათ, ვინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სკო­ლის ბან­კეტ­ზე და სიაც შე­უდ­გე­ნი­ათ. ამ სი­ა­ში ჩა­წე­რეს ძვე­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და ეს გა­აპ­რო­ტეს­ტა თურ­მე ბრალ­დე­ბულ­მა. უთ­ქვამს, მათი ბან­კეტ­ზე მოს­ვლა არ მინ­დაო. სწო­რედ ამ სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და ამას მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა. კონ­ფლიქ­ტის დროს ბაღ­ში ექ­ვსი-შვი­დი ადა­მი­ა­ნი იყო. თურ­მე, ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, რომ არ ჰქონ­და ბან­კეტ­ზე მათი ყოფ­ნის სურ­ვი­ლი, ხოლო ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი ამ­ბობ­და, მე კაცი არ ვიყო, თუ ჩემი მე­გობ­რე­ბი არ მოვ­ლე­ნო... ბრალ­დე­ბულ­მა უთხრა, ვერ მოვ­ლე­ნო და ამას მოჰ­ყვა დაჭ­რაც.

დანა მხო­ლოდ ბრალ­დე­ბულს ჰქონ­და. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მო­ზარ­დი მო­ძა­ლა­დეს და­ნას არ­თმევ­და და ამ დროს მსუ­ბუ­ქად და­ი­ზი­ა­ნა ხე­ლის მტე­ვა­ნი, სხვე­ბი კი და­შავ­დნენ. ერთი მე­გო­ბა­რი სწო­რედ მან წა­იყ­ვა­ნა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ამ ფაქტს შსს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია ამ­ბობს, ორი უწყე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს და სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ, რო­გორ მო­აგ­ვა­რონ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი."

"დღეს შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია უფრო აქ­ტი­უ­რად აკონ­ტრო­ლებს სკო­ლე­ბის­ ირ­გვლივ ტე­რი­ტო­რი­ას და მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, მი­უ­ხე­და­ვად იმ სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მა­ინც ხდე­ბა, ამას შე­დე­გი მოჰ­ყვა". გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ბანკეტზე ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებული შეეპასუხა და..." - რას ჰყვება ე.წ. წითელ ბაღში დაჭრილი მოზარდის ადვოკატი

"დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ბანკეტზე ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებული შეეპასუხა და..." - რას ჰყვება ე.წ. წითელ ბაღში დაჭრილი მოზარდის ადვოკატი

ახალგაზრდებს უმსჯელიათ, ვინ უნდა ყოფილიყო პირველი სკოლის ბანკეტზე და სიაც შეუდგენიათ. ამ სიაში ჩაწერეს ძველი თანაკლასელები და ეს გააპროტესტა ბრალდებულმა. უთქვამს, მათი ბანკეტზე მოსვლა არ მინდაო... ამას მოჰყვა შელაპარაკება. ბრალდებული ამბობდა, რომ არ ჰქონდა ბანკეტზე მათი ყოფნის სურვილი, ხოლო ერთ-ერთი დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებულმა უთხრა, ვერ მოვლენო და ამას მოჰყვა დაჭრაც...

51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, ალბათ, ბევრს ეგონა, რომ არასრულწლოვნები დაფიქრდებოდნენ მომხდარზე და ქუჩური გარჩევები აღარ იქნებოდა, მაგრამ გასულ კვირას

თბილისში ასეთი ფაქტი ისევ მოხდა. საბედნიეროდ, ამჯერად ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დანით მიყენებული ჭრილობებით სამი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა. ერთს მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა, ორი მოზარდი კი გულმკერდის არეშია დაჭრილი. შემთხვევა 31 იანვარს ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელ ბაღში მოხდა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდების შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 17 წლის ახალგაზრდამ თანატოლები სასიკვდილოდ გაიმეტა. საქმეში ისევ დანა ფიგურირებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ვერ მოგვარდა პრობლემა, რომ ქუჩაში მოზარდებმა დანა არ ატარონ.

სამართალდამცავებმა დანაშაული მალე გახსნეს - ბრალდებული ახალგაზრდა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. ის პოლიციაში თვითონ გამოცხადდა.

თავდაპირველად პროკურატურამ საქმე

117-ე მუხლით აღძრა, რაც სხეულის დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"დაკავებულია პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, რომელსაც წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ. წარდგენილი ბრალდება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა თეონა გვაზავამ. მისი თქმით, კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ.

ბრალდებული ფაქტს ადასტურებს,­ თუმცა წაყენებულ კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ცნობილია ისიც, რომ საქმეში­ დევს დანაშაულის იარაღი, დანა, რომელი პარკის შესასვლელთან, ნაგვის ურნიდან ამოიღეს.

როგორც ადვოკატი­ ირმა ჭკადუა ამბობს, ბრალდებულს სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა და ექსპერტიზა მასაც ჩაუტარდა.

- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაზარალებული ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. დამნაშავე თვითონ გამოცხადდა პოლიციაში, ითანამშრომლა, დანაშაულის იარაღი მიუთითა... აქედან გამომდინარე, ყველა წინა პირობა არსებობდა, რომ ის არ დაეპატიმრებინათ, მაგრამ მოსამართლემ მაინც დააპატიმრა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, კვალიფიკაციას კატეგორიულად არ ვეთანხმებით...

როგორც ირკვევა, კონფლიქტის მიზეზი სკოლის ბანკეტის გამო შელაპარაკება იყო.

რამაზ ჩინჩალაძე, ერთ-ერთი დაჭრილი არასრულწლოვნის ადვოკატი: - სამივე დაზარალებული ადრე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა. მერე ისინი 35-ე საჯარო სკოლაში გადავიდნენ. ბიჭების დაჭრაში ბრალდებული ექსპერიმენტულ სკოლაში მათი წამოსვლის შემდეგ მივიდა. ახალგაზრდებს უმსჯელიათ, ვინ უნდა ყოფილიყო სკოლის ბანკეტზე და სიაც შეუდგენიათ. ამ სიაში ჩაწერეს ძველი თანაკლასელები და ეს გააპროტესტა თურმე ბრალდებულმა. უთქვამს, მათი ბანკეტზე მოსვლა არ მინდაო. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად შეხვდნენ ერთმანეთს და ამას მოჰყვა შელაპარაკება. კონფლიქტის დროს ბაღში ექვსი-შვიდი ადამიანი იყო. თურმე, ბრალდებული ამბობდა, რომ არ ჰქონდა ბანკეტზე მათი ყოფნის სურვილი, ხოლო ერთ-ერთი დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებულმა უთხრა, ვერ მოვლენო და ამას მოჰყვა დაჭრაც.

დანა მხოლოდ ბრალდებულს ჰქონდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოზარდი მოძალადეს დანას ართმევდა და ამ დროს მსუბუქად დაიზიანა ხელის მტევანი, სხვები კი დაშავდნენ. ერთი მეგობარი სწორედ მან წაიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ამ ფაქტს შსს გამოეხმაურა. როგორც მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, ორი უწყება ამ მიმართულებით მუშაობს და სხდომაზე იმსჯელებენ, როგორ მოაგვარონ არასრულწლოვნების პრობლემები."

"დღეს შსს-ს საპატრულო პოლიცია უფრო აქტიურად აკონტროლებს სკოლების­ ირგვლივ ტერიტორიას და მინდა დაგარწმუნოთ, მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომლებიც მაინც ხდება, ამას შედეგი მოჰყვა". განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ