Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი : რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე
მიხეილ სააკაშვილი : რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე

ამო­ვი­და ყელ­ში უკვე გირ­გვლი­ან­ზე ლა­პა­რა­კი, თავ­ზე გემ­ხო­ბათ ქვე­ყა­ნა და თქვენ აგ­რძე­ლებთ, რო­გორც პა­ტე­ფო­ნე­ბი გირ­გვლი­ან­ზე ლა­პა­რაკს, რაღა დროს გირ­გვლი­ა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო და­გე­ღუ­პათ უკვე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, იყო თუ არა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა, სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გირ­გვლი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი იყო ტრა­გე­დია, მაგ­რამ აღარ აპი­რებს ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს.

"გე­ყოთ თქვენც და ყვე­ლა­საც. ამო­ვი­და ყელ­ში უკვე გირ­გვლი­ან­ზე ლა­პა­რა­კი, თავ­ზე გემ­ხო­ბათ ქვე­ყა­ნა და თქვენ აგ­რძე­ლებთ, რო­გორც პა­ტე­ფო­ნე­ბი გირ­გვლი­ან­ზე ლა­პა­რაკს, რაღა დროს გირ­გვლი­ა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო და­გე­ღუ­პათ უკვე, ყვე­ლა მე­ცო­დე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ახლა მე­ცო­დე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო", -გა­ნა­ცხა­და ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ის იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ პირ­ვე­ლად მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

"მე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, პირ­ვე­ლად ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამ მას­შტა­ბით ალ­ბათ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად შევ­ქმე­ნით ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ამა­ზე ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ამას, რო­გორც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დროს მოყ­ვა ის, რომ ვი­ღაც მოკ­ლეს, ვი­ღაც არას­წო­რად და­სა­ჯეს .. კი, მერე? და­ვით აღ­მა­შე­ნებლს აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ეწო­და რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, მა­ნამ­დე წა­შა­ლეს ის­ტო­რი­ი­დან მისი მახ­სოვ­რო­ბა, ზედ­მე­ტად მკაც­რი იყოო. მე არც მას­შტა­ბე­ბით ვედ­რე­ბი და არც სიმ­კაც­რით მი­თუ­მე­ტეს, მაგ­რამ არ­სე­ბობს დიდი რა­ღაც და ეს დიდი რა­ღაც არ უნდა არ უნდა დაგ­ვი­ბინ­დოს წვრილ­მან­მა ინ­ტრი­გებ­მა. მე არ ვამ­ბობ, რომ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი არის ინ­ტრი­გა, მე ვი­ძა­ხი რაც ამას მოყ­ვა, მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია, ეს უკვე ინ­ტრი­გაა. უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა, ტრა­გე­დია ხდე­ბა, ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რი რე­აქ­ცია არ იყო, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან ცუდი რე­აქ­ცი­აც იყო, მაგ­რამ მთა­ვარ პა­უ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ - ჩვენ შევ­ქმე­ნით ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო",- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიხეილ სააკაშვილი : რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე

მიხეილ სააკაშვილი : რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე

ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "განსხვავებულ აქცენტებში" ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა გირგვლიანის საქმეში ბრალდებულების შეწყალება პოლიტიკური შეცდომა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ აპირებს ამ თემაზე ლაპარაკს.

"გეყოთ თქვენც და ყველასაც. ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე, ყველა მეცოდება, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მეცოდება ქართული სახელმწიფო", -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის იღებს პასუხისმგებლობას, რომ პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში შექმნეს ქართული სახელმწიფო.

"მე, მიხეილ სააკაშვილმა, პირველად ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად მრავალი საუკუნის განმავლობაში და ამ მასშტაბით ალბათ დავით აღმაშენებლის შემდეგ, პირველად შევქმენით ქართული სახელმწიფო. ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ამას, როგორც დავით აღმაშენებლის დროს მოყვა ის, რომ ვიღაც მოკლეს, ვიღაც არასწორად დასაჯეს .. კი, მერე? დავით აღმაშენებლს აღმაშენებელი ეწოდა რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მანამდე წაშალეს ისტორიიდან მისი მახსოვრობა, ზედმეტად მკაცრი იყოო. მე არც მასშტაბებით ვედრები და არც სიმკაცრით მითუმეტეს, მაგრამ არსებობს დიდი რაღაც და ეს დიდი რაღაც არ უნდა არ უნდა დაგვიბინდოს წვრილმანმა ინტრიგებმა. მე არ ვამბობ, რომ ადამიანის სიკვდილი არის ინტრიგა, მე ვიძახი რაც ამას მოყვა, მთელი პოლიტიკური მანიპულაცია, ეს უკვე ინტრიგაა. უბედურება ხდება, ტრაგედია ხდება, ყოველთვის იდეალური რეაქცია არ იყო, ზოგჯერ ძალიან ცუდი რეაქციაც იყო, მაგრამ მთავარ პაუხისმგებლობას ვიღებთ - ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო",- განაცხადა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."