პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა შვილის სიკვდილმა ქალი ჭკუიდან" - ვინ იყო მშენებლობაზე გარდაცვლილი 26 წლის ბიჭი
"არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა შვილის სიკვდილმა ქალი ჭკუიდან"  - ვინ იყო მშენებლობაზე გარდაცვლილი 26 წლის ბიჭი

9 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა მუშა ემსხვერ­პლა. 26 წლის ბიჭი კორ­პუ­სის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"ჩვე­ნი მუშა იყო. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე შიდა სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და. აი­ვან­ზე გა­ვი­და და იქე­დან გა­და­ვარ­და. ზო­გა­დად, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ერთ-ერ­თმა მუ­შამ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 26 წლის ჯარ­ჯი ჯან­ჯა­ლაშ­ვი­ლია. მას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამა­ვე მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­რა­ჯად მუ­შა­ობ­და გარ­დაც­ვლი­ლის მა­მაც.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მძი­მე სუ­რა­თის მოწ­მე გახ­დნენ. ერთ-ერთი ნინო თარ­ხნიშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც ნა­ნა­ხის შემ­დეგ "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"მუ­შის სიკ­ვდი­ლი, დე­დას რომ და­ა­ვი­წყდა

- ზა­ხარ, კაცო, რატო მიკ­ვნე­სის გული ასე უც­ნა­უ­რად, ჰა? POLICE LINE DO NOT CROSS. ზის ყვი­თელ ლენ­ტებ­ში გახ­ლარ­თუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ ღრი­ა­ლებ­და, მუხ­ლებ­ზე ხე­ლებს იშენ­და, თმას იგ­ლეჯ­და. ახლა კი ზის და ცალყბა ღი­მი­ლით, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ეკი­თხე­ბა ზა­ხა­რას, - კაცო, გული რა­ტომ მიკ­ვნე­სის, ასე უც­ნა­უ­რად, ჰა?..

ზა­ხა­რა ქა­ლის მე­ზო­ბე­ლია. ქალი მუ­შის დედა, ცოტა ხნის წინ რომ გად­მო­ვარ­და მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან და მოკ­ვდა. ზა­ხა­რაც აქ მუ­შა­ობს. მშე­ნებ­ლო­ბის და­რა­ჯია. კუ­ბოკ­რუ­ლი პე­რან­გის სა­ყე­ლო ნემ­სის წვერ­ზე აქვს აგე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ ნემსსა და ძაფს სას­წა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნა ხომ არ შე­უძ­ლია, არა?

ზა­ხა­რამ კი იცის, რა­ტომ უკვნე­სის ქალს გული, იქ იყო ბიჭი რომ გად­მო­ვარ­და, მაგ­რამ

ზა­ხა­რას არ აქვს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, რა­ტომ უკვნე­სის ქალს გული.

ზის ქალი სკამ­ზე, ად­გას თავ­ზე თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ზა­ხა­რა და ვერ ხვდე­ბა, რა და­ე­მარ­თა მუ­შის დე­დას, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ თმას რომ იგ­ლეჯ­და და ახლა აღარც სა­ხე­ლი ახ­სოვს, აღარც გვა­რი, ვერც იმას ხვდე­ბა ეს ყვი­თე­ლი ლენ­ტი რა­ტომ აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი და სა­ერ­თოდ, სამ­სა­ხუ­რი­დან ურე­კა­ვენ და გა­საქ­ცე­ვია...

- ზა­ხარ, ტე­ლე­ფო­ნი მი­რე­კავს, სამ­სა­ხუ­რი­დან არი­ან, მიდი, უთხა­რი, ცოტა შე­აგ­ვი­ან­დე­ბა, მარა აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვაო.

- ზა­ხარ და აქ რა­ტომ ვზი­ვარ?

- ზა­ხარ, ჩემი სახ­ლი აქეთ არის თუ იქით?

- ზა­ხარ, მოდი კაცო, მო­ი­ხე­დე, რას უნდა გავ­ყვე სამ­სა­ხუ­რამ­დე?..

DO NOT CROSS

ლურჯ პო­ლი­ე­თი­ლენ­ში გახ­ვე­ულ მუ­შას მტვრი­ა­ნი ჯინ­სე­ბის ტო­ტე­ბი და კე­დე­ბი მო­უ­ჩანს.

დე­და­მისს კი, ოც ნა­ბი­ჯში რომ ზის, და­ა­ვი­წყდა მისი სიკ­ვდი­ლი. აი ასე, ადგა და და­ა­ვი­წყდა. ერთ წამ­ში. და გა­და­წყვი­ტა, რომ სამ­სა­ხურ­ში აგ­ვი­ან­დე­ბა...

არ ყო­ფი­ლა ად­ვი­ლი იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ შე­შა­ლა ჭკუ­ი­დან შვი­ლის სიკ­ვდილ­მა ქალი...

მერე დავ­ბრუნ­დით სამ­სა­ხურ­ში. კაი კად­რე­ბი მო­ვი­ტა­ნეთ. ოპე­რა­ტორ­მა კარ­გად იმუ­შა­ვა. ხმებ­საც არა­უ­შავს. მივ­ჭერ-მოვ­ჭე­რით, ტიტ­რე­ბი და­ვა­დეთ, რომ 9 თე­ბერ­ვალს, მშე­ნე­ბა­რე სახ­ლის მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან, გად­მო­ვარ­და 25 წლის მუშა და და­ი­ღუ­პა. დარ­ჩა ცოლი და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 2017-ში მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე 43 მუშა მოკ­ვდა. 2018 - ში, ეს უკვე მე­ო­რეა. რომ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნო­ნი და რომ მის მი­ღე­ბას პარ­ლა­მენ­ტი აჭი­ა­ნუ­რებს...

...

აი, ესაა ჩემი საქ­მე. ხან­და­ხან მოვ­ყვე სიკ­ვდი­ლებ­ზე მშრა­ლი ციფ­რე­ბით. და არა­ფე­რი ვთქვა დე­და­ზე, შვი­ლის სიკ­ვდი­ლი რომ და­ა­ვი­წყდა.

პ.ს ჟურ­ნა­ლის­ტებს ხო გვჩ­ვე­ვია წინ­და­უ­კან სირ­ბი­ლი, გა­ი­წი-გა­მა­ტა­რე, ყა­ყა­ნი... დღეს კი იდგა ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, ჩუ­მად და თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი" - წერს თარ­ხნიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა შვილის სიკვდილმა ქალი ჭკუიდან" - ვინ იყო მშენებლობაზე გარდაცვლილი 26 წლის ბიჭი

"არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა შვილის სიკვდილმა ქალი ჭკუიდან"  - ვინ იყო მშენებლობაზე გარდაცვლილი 26 წლის ბიჭი

9 თებერვალს, თბილისში მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მუშა ემსხვერპლა. 26 წლის ბიჭი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

"ჩვენი მუშა იყო. მშენებლობაზე შიდა სამუშაოებს ასრულებდა. აივანზე გავიდა და იქედან გადავარდა. ზოგადად, უსაფრთხოების ზომები დაცულია", - განაცხადა უბედური შემთხვევის შემდეგ ერთ-ერთმა მუშამ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილია. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ცნობილია, ამავე მშენებლობაზე დარაჯად მუშაობდა გარდაცვლილის მამაც.

ჟურნალისტები, რომლებიც უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, მძიმე სურათის მოწმე გახდნენ. ერთ-ერთი ნინო თარხნიშვილი იყო, რომელმაც ნანახის შემდეგ "ფეისბუქზე" ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

"მუშის სიკვდილი, დედას რომ დაავიწყდა

- ზახარ, კაცო, რატო მიკვნესის გული ასე უცნაურად, ჰა? POLICE LINE DO NOT CROSS. ზის ყვითელ ლენტებში გახლართული ქალი, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი საათის წინ ღრიალებდა, მუხლებზე ხელებს იშენდა, თმას იგლეჯდა. ახლა კი ზის და ცალყბა ღიმილით, გაკვირვებული ეკითხება ზახარას, - კაცო, გული რატომ მიკვნესის, ასე უცნაურად, ჰა?..

ზახარა ქალის მეზობელია. ქალი მუშის დედა, ცოტა ხნის წინ რომ გადმოვარდა მეხუთე სართულიდან და მოკვდა. ზახარაც აქ მუშაობს. მშენებლობის დარაჯია. კუბოკრული პერანგის საყელო ნემსის წვერზე აქვს აგებული, მაგრამ ამ ნემსსა და ძაფს სასწაულების ჩადენა ხომ არ შეუძლია, არა?

ზახარამ კი იცის, რატომ უკვნესის ქალს გული, იქ იყო ბიჭი რომ გადმოვარდა, მაგრამ

ზახარას არ აქვს კითხვაზე პასუხი, რატომ უკვნესის ქალს გული.

ზის ქალი სკამზე, ადგას თავზე თავზარდაცემული ზახარა და ვერ ხვდება, რა დაემართა მუშის დედას, ნახევარი საათის წინ თმას რომ იგლეჯდა და ახლა აღარც სახელი ახსოვს, აღარც გვარი, ვერც იმას ხვდება ეს ყვითელი ლენტი რატომ აქვს შემოხვეული და საერთოდ, სამსახურიდან ურეკავენ და გასაქცევია...

- ზახარ, ტელეფონი მირეკავს, სამსახურიდან არიან, მიდი, უთხარი, ცოტა შეაგვიანდება, მარა აუცილებლად მოვაო.

- ზახარ და აქ რატომ ვზივარ?

- ზახარ, ჩემი სახლი აქეთ არის თუ იქით?

- ზახარ, მოდი კაცო, მოიხედე, რას უნდა გავყვე სამსახურამდე?..

DO NOT CROSS

ლურჯ პოლიეთილენში გახვეულ მუშას მტვრიანი ჯინსების ტოტები და კედები მოუჩანს.

დედამისს კი, ოც ნაბიჯში რომ ზის, დაავიწყდა მისი სიკვდილი. აი ასე, ადგა და დაავიწყდა. ერთ წამში. და გადაწყვიტა, რომ სამსახურში აგვიანდება...

არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა ჭკუიდან შვილის სიკვდილმა ქალი...

მერე დავბრუნდით სამსახურში. კაი კადრები მოვიტანეთ. ოპერატორმა კარგად იმუშავა. ხმებსაც არაუშავს. მივჭერ-მოვჭერით, ტიტრები დავადეთ, რომ 9 თებერვალს, მშენებარე სახლის მეხუთე სართულიდან, გადმოვარდა 25 წლის მუშა და დაიღუპა. დარჩა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. სტატისტიკის მიხედვით, 2017-ში მშენებლობებზე 43 მუშა მოკვდა. 2018 - ში, ეს უკვე მეორეა. რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კანონი და რომ მის მიღებას პარლამენტი აჭიანურებს...

...

აი, ესაა ჩემი საქმე. ხანდახან მოვყვე სიკვდილებზე მშრალი ციფრებით. და არაფერი ვთქვა დედაზე, შვილის სიკვდილი რომ დაავიწყდა.

პ.ს ჟურნალისტებს ხო გვჩვევია წინდაუკან სირბილი, გაიწი-გამატარე, ყაყანი... დღეს კი იდგა ყველა გაოგნებული, ჩუმად და თავზარდაცემული" - წერს თარხნიშვილი.

საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა

აბასთუმანში, ტყეში ხანძარია

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი