პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთში რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა მცირდება - "თანდათან ხვდებით, რომ სომხეთი მისი მძევალია"
სომხეთში რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა მცირდება - "თანდათან ხვდებით, რომ სომხეთი მისი მძევალია"

სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში თან­და­თან შემ­ცირ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც რუ­სეთს ქვეყ­ნის მთა­ვარ მე­გობ­რად მი­იჩ­ნევს. ამის დას­ტუ­რია CRRC-ის (კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრი) კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სეთს სულ უფრო ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის სო­მე­ხი მი­იჩ­ნევს მე­გობ­რად...

თუმ­ცა, ჯერ კი­დევ არი­ან ისე­თე­ბი, ვინც ფიქ­რობს, რომ რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, სომ­ხე­თი თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის აგ­რე­სი­ის სა­მიზ­ნე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის თქმით, ამ პო­ზი­ცი­ას უფრო მე­ტად უფ­რო­სი თა­ო­ბა იზი­ა­რებს...

ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ყა­რა­ბა­ხის მი­მართ რუ­სე­თის "მა­ნევ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა" იყოს. სომ­ხე­ბის გუ­ლის­წყრო­მა რუ­სე­თის მხრი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის მი­ყი­დულ­მა ია­რაღ­მა გა­მო­იწ­ვია, რა­საც ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც ემა­ტე­ბა...

სო­მე­ხი ანა­ლი­ტი­კო­სის რუ­ბენ მეჰ­რა­ბი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, სი­ნამ­დვი­ლე­ში რუ­სე­თი სომ­ხე­თის მთა­ვა­რი მტე­რია, რო­მე­ლიც მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნებ­და და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

"გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში, ყა­რა­ბა­ღის პრო­ცე­სე­ბის დროს, ეს ძა­ლი­ან კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ სო­მეხ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ანა­ლი­ზის უნა­რი აქვს... რუ­სე­თი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობს, რბი­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ მას­ზე ვი­ყოთ მიბ­მუ­ლი. შებ­რძან­დით ად­გლობ­რივ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სავ­სეა რუ­სუ­ლი ნა­გა­ვით, რო­მელ­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­ვად რუ­სე­ბი არ ყი­დუ­ლო­ბენ... ჩვენ თან­და­თან ვხვდე­ბით, რომ რუ­სე­თი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი არ არის და აგ­რეთ­ვე იმა­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ სომ­ხე­თი მისი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა კი არა - მძე­ვა­ლია. ამ გა­მოც­დის ყვე­ლა­ზე კარ­გი შემ­ფა­სე­ბე­ლი აპ­რი­ლის ომი იყო, რა დრო­საც ჩვე­ნი "ამ­ხა­ნა­გე­ბი", რა­ტომ­ღაც აღარ ჩან­დნენ," - აცხა­დებს მეჰ­რა­ბი­ა­ნი.

სო­მე­ხი ბლო­გე­რის ბაღ­და­სა­რი­ა­ნის თქმით, სომ­ხეთ­ში სა­ში­ში სინ­დრო­მი ყა­ლიბ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა თან­და­თან იც­ლე­ბა.

"ყვე­ლა­ნი და­ვი­ღა­ლეთ იმა­ზე სა­უბ­რით, თუ რო­გორ იც­ლე­ბა სომ­ხე­თი... ბევ­რმა გა­ას­წრო ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბას და წა­ვი­და, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი კი, წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბა... ბოლო 20 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ის ნა­კა­დი კი არ სრულ­დე­ბა, ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. 

ჩვენ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნად იქცა, რომ დე­დე­ბი შვი­ლე­ბის გაზ­რდა­სა და აღ­ზრდას სკა­ი­პით ახერ­ხე­ბენ, ან ვერ ახერ­ხე­ბენ და ერთი სული აქვთ, რო­დის გახ­დე­ბი­ან შვი­ლე­ბი სრულ­წლო­ვა­ნი, რომ ისი­ნიც თან წა­იყ­ვა­ნონ. წა­ვიდ­ნენ უკან­მო­უ­ხე­და­ვად, თვით­გა­დარ­ჩე­ნის­კენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვამ­შვი­დებს, რომ ჯერ კი­დევ 3 მი­ლი­ო­ნი დავ­რჩით, თუმ­ცა, სხვა ინ­ფორ­მა­ცია აქვს ოპო­ზი­ცი­ას... რე­ა­ლუ­რად კი, ორი­ვე ტყუ­ის, რად­გან სომ­ხეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლოა.

ემიგ­რა­ცი­ის მა­ტე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბია, თუმ­ცა, კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მენ­ტი. სომ­ხეთს ახლა რე­ა­ლუ­რი მე­გო­ბა­რი არ ჰყავს და ახლა უნდა გა­და­წყვი­ტოს, სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს და სა­ი­მე­დო მე­გობ­რებს იყო­ლი­ებს თუ უკან დაბ­რუნ­დე­ბა..." - წერს სო­მე­ხი ბლო­გე­რი.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის თქმით, ხალ­ხს ჯერ კი­დევ ეი­მე­დე­ბა რუ­სე­თი, თუმ­ცა იმა­საც ამ­ჩნევს, რომ ამ სა­ხელ­მწი­ფო­დან ვრცელ­დე­ბა და იმარ­თე­ბა კო­რუფ­ცია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ყვე­ლა სის­ტე­მა­შია და­ბუ­დე­ბუ­ლი, ამ პი­რო­ბებ­ში კი ქვე­ყა­ნა ვე­რას­დროს გან­ვი­თარ­დე­ბა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სომხეთში რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა მცირდება - "თანდათან ხვდებით, რომ სომხეთი მისი მძევალია"

სომხეთში რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა მცირდება - "თანდათან ხვდებით, რომ სომხეთი მისი მძევალია"

სომხეთის მოსახლეობაში თანდათან შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რუსეთს ქვეყნის მთავარ მეგობრად მიიჩნევს. ამის დასტურია CRRC-ის (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი) კვლევა, რომლის მიხედვითაც, რუსეთს სულ უფრო ნაკლები რაოდენობის სომეხი მიიჩნევს მეგობრად...

თუმცა, ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, სომხეთი თურქეთისა და ირანის აგრესიის სამიზნე აღმოჩნდება. ადგილობრივი მედიის თქმით, ამ პოზიციას უფრო მეტად უფროსი თაობა იზიარებს...    

ადგილობრივი ექსპერტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყარაბახის მიმართ რუსეთის "მანევრული დამოკიდებულება" იყოს. სომხების გულისწყრომა რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის მიყიდულმა იარაღმა გამოიწვია, რასაც ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიც ემატება...

სომეხი ანალიტიკოსის რუბენ მეჰრაბიანის მოსაზრებით, სინამდვილეში რუსეთი სომხეთის მთავარი მტერია, რომელიც მას წლების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო ინტერესებისთვის იყენებდა და განვითარების საშუალებას არ აძლევდა.

"გასული წლის აპრილში, ყარაბაღის პროცესების დროს, ეს ძალიან კარგად დავინახეთ და მადლობა ღმერთს, რომ სომეხ საზოგადოებას ანალიზის უნარი აქვს... რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რბილი ძალის გამოყენებით, რომ მასზე ვიყოთ მიბმული. შებრძანდით ადგლობრივ სუპერმარკეტებში, სავსეა რუსული ნაგავით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თავად რუსები არ ყიდულობენ... ჩვენ თანდათან ვხვდებით, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის და აგრეთვე იმასაც ვაცნობიერებთ, რომ სომხეთი მისი მეგობარი ქვეყანა კი არა - მძევალია. ამ გამოცდის ყველაზე კარგი შემფასებელი აპრილის ომი იყო, რა დროსაც ჩვენი "ამხანაგები", რატომღაც აღარ ჩანდნენ," - აცხადებს მეჰრაბიანი.

სომეხი ბლოგერის ბაღდასარიანის თქმით, სომხეთში საშიში სინდრომი ყალიბდება, ქვეყანა თანდათან იცლება.

"ყველანი დავიღალეთ იმაზე საუბრით, თუ როგორ იცლება სომხეთი... ბევრმა გაასწრო ამ მძიმე ვითარებას და წავიდა, თითქმის დარწმუნებული ვარ, არც არასდროს დაბრუნდება, ძალიან ბევრი კი, წასასვლელად ემზადება... ბოლო 20 წელია ემიგრაციის ნაკადი კი არ სრულდება, ყოველწლიურად იზრდება. 

ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენად იქცა, რომ დედები შვილების გაზრდასა და აღზრდას სკაიპით ახერხებენ, ან ვერ ახერხებენ და ერთი სული აქვთ, როდის გახდებიან შვილები სრულწლოვანი, რომ ისინიც თან წაიყვანონ. წავიდნენ უკანმოუხედავად, თვითგადარჩენისკენ. ხელისუფლება გვამშვიდებს, რომ ჯერ კიდევ 3 მილიონი დავრჩით, თუმცა, სხვა ინფორმაცია აქვს ოპოზიციას... რეალურად კი, ორივე ტყუის, რადგან სომხეთში დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობა სტრატეგიული საიდუმლოა.

ემიგრაციის მატების ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია, თუმცა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფო უსაფრთხოების მომენტი. სომხეთს ახლა რეალური მეგობარი არ ჰყავს და ახლა უნდა გადაწყვიტოს, სწორ არჩევანს გააკეთებს და საიმედო მეგობრებს იყოლიებს თუ უკან დაბრუნდება..." - წერს სომეხი ბლოგერი.

სომხური მედიის თქმით, ხალხს ჯერ კიდევ ეიმედება რუსეთი, თუმცა იმასაც ამჩნევს, რომ ამ სახელმწიფოდან ვრცელდება და იმართება კორუფცია, რომელიც ქვეყნის ყველა სისტემაშია დაბუდებული, ამ პირობებში კი ქვეყანა ვერასდროს განვითარდება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"