ვალენტინობის დღის აღნიშვნა ჯერ კიდევ V საუკუნეში დაიწყეს რომში, როგორც წმ. ვალენტინის ხსენების დღე, რომელიც, ლეგენდის თანახმად რომის იმპერატორისგან მალულად აქორწინებდა წყვილებს, რადგან იმპერატორმა ქორწინება აკრძალა.
დღეს ვალენტინობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და სრულიად არის დაცლილი რაიმე რელიგიური დატვირთვისგან. 14 თებერვალმა სიყვარულის დღის მნიშვნელობა შეიძინა და ამ დღეს წყვილები ცდილობენ ერთმანეთს განსაკუთრებული დღე აჩუქონ.
საქართველოშიც აქტუალურია ვალენტინობა და შესაბამისად, მოთხოვნა ამ დღესთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ ღონისძიებებზე ძალიან მაღალია. ზოგი აქტიური გართობით აღნიშნავს ამ თარიღს, წყვილების უმეტესობა კი მშვიდ, რომანტიულ გარემოს ანიჭებს უპირატესობას.
სწორედ რომანტიულ და ძალიან საინტერესო საღამოს სთავაზობს წიგნის კაფე "პიატო" თავის ერთგულ მომხმარებელს მის 4 ფილიალში.
თბილისში, ჭავჭავაძის #7-ში მდებარე "პიატოში" თქვენ გელოდებათ ბენდი და ცოცხალი მუსიკა, სპეციალური მენიუ 2 პერსონაზე, გათამაშება და საინტერესო პრიზები.
არანაკლებ სასიამოვნო საღამო იგეგმება კანდელაკის #7-ში მდებარე "პიატოში", სადაც როიალი და საქსაფონი დაუკრავს. ასევე შეგეძლებათ აირჩიოთ სპეციალურად 14 თებერვლისთვის შექმნილი მენიუ 2 პერსონაზე ან შეარჩიოთ სასურველი კერძები სტანდარტული მენიუდან, მიიღოთ საჩუქრები.
გარდა თბილისისა "პიატო" თელავსა და ბათუმშიც უმზადებს სიურპრიზებს მომხმარებელს. ორივე ქალაქში, ისევე როგორც თბილისში მოქმედებს სპეციალური მენიუ ორ პერსონაზე, იქნება გათამაშება და საჩუქრები. რაც შეეხება მუსიკას, თელავში დაუკრავს მოწვეული ბენდი "მუსიკის ქალაქი", ხოლო ბათუმში საღამოს საქსაფონი გააფორმებს. თელავში წიგნის კაფე "პიატოს" შეგიძლიათ ეწვიოთ ბახტრიონისა და სააკაძის კვეთაზე "ბიბლუსი გალერეაში", ხოლო ბათუმში ასევე ბიბლუსი გალერეაში მემედ აბაშიძის #52-ში.
ოთხივე ლოკაციაზე ვალენტინობისთვის დაგეგმილი საღამო 20:00სთ-ზე დაიწყება.