კიმ იო-ჯონგი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და უკვე სამხრეთ კორეაში იმყოფება. ის კიმების საგვარეულოს პირველი წევრია, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩავიდა 1950-1953 წლების ომის შემდეგ.
კიმ იო-ჯონგი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დაესწრება. BBC წერს, რომ მას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ძმასთან.
სამხრეთ კორეულმა მედიამ მას "ჩრდილოკორეელი ივანკა" შეარქვა. პროპაგანდისა და აგიტაციის დეპარტამენტში იო-ჯონგს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, ხშირად ხედავენ ძმასთან ერთად ოფიციალურ ღონისძიებებზე.
სავარაუდოდ, კიმი 30 წლისაა, ძმაზე 4 წლით უმცროსი.
სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიწყო.