პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია
საქართველოში 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის 67 342 მას­წავ­ლებ­ლი­დან უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის მხო­ლოდ 9 პე­და­გო­გია.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სსიპ "მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან" გა­მო­თხოვ­ნი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხად აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე 9 მას­წავ­ლებ­ლი­დან, რო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც უმაღ­ლეს კა­ტე­გო­რი­ად ფას­დე­ბა, 2 კერ­ძო სკო­ლა­ში, 7 კი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ას­წავ­ლის.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ კა­ტე­გო­რი­ებს, გან­სა­ზღვრუ­ლია ჯამ­ში 4 კა­ტე­გო­რია, სა­ი­და­ნაც მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის - ე.წ. წამ­ყვა­ნის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლია 231 (სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ას­წავ­ლის - 153, კერ­ძო სკო­ლებ­ში - 78), მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ის - ე.წ. უფ­რო­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლია 17 179 (სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში - 16914, კერ­ძო სკო­ლებ­ში- 265), ხოლო მე­ო­თხე კა­ტე­გო­რია - ე.წ. პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლი, რაც ყვე­ლა­ზე და­ბალ სა­ფე­ხუ­რად ით­ვლე­ბა, 44 611 პე­და­გოგს მო­ი­ცავს (სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში- 40582, კერ­ძო სკო­ლებ­ში- 4029).

ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 67 342 მას­წავ­ლებ­ლი­დან სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში 59 093, ხოლო კერ­ძო ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში - 8249 მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზო­გი­ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს რო­გორც სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ასე­ვე კერ­ძო სკო­ლა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბას, "მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა" "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მხო­ლოდ და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. მათი ცნო­ბით, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლის და­ნა­მა­ტი სრუ­ლი დატ­ვირ­თვის შემ­თხვე­ვა­ში არა­ნაკ­ლებ 320 ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, წამ­ყვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პე­და­გო­გის და­ნა­მა­ტი სრუ­ლი დატ­ვირ­თვის შემ­თხვე­ვა­ში არა­ნაკ­ლებ 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით, (2018 წლი­დან 01 თე­ბერ­ვლი­დან), ხოლო მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლის და­ნა­მა­ტი სრუ­ლი დატ­ვირ­თვის შემ­თხვე­ვა­ში შე­ად­გენს არა­ნაკ­ლებ 1000 ლარს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოში 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია

საქართველოში 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია

საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სსიპ "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან" გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მენტორის სტატუსის მქონე 9 მასწავლებლიდან, რომელთა კვალიფიკაციაც უმაღლეს კატეგორიად ფასდება, 2 კერძო სკოლაში, 7 კი საჯარო სკოლაში ასწავლის.

რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, განსაზღვრულია ჯამში 4 კატეგორია, საიდანაც მეორე კატეგორიის - ე.წ. წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლია 231 (საჯარო სკოლებში ასწავლის - 153, კერძო სკოლებში - 78), მესამე კატეგორიის - ე.წ. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელია 17 179 (საჯარო სკოლებში - 16914, კერძო სკოლებში- 265), ხოლო მეოთხე კატეგორია - ე.წ. პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლი, რაც ყველაზე დაბალ საფეხურად ითვლება, 44 611 პედაგოგს მოიცავს (საჯარო სკოლებში- 40582, კერძო სკოლებში- 4029).

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 67 342 მასწავლებლიდან საჯარო სკოლებში 59 093, ხოლო კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 8249 მასწავლებელი მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მუშაობს როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში.

რაც შეეხება მასწავლებელთა ანაზღაურებას, "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა" "ინტერპრესნიუსს" მხოლოდ დანამატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათი ცნობით, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში არანაკლებ 320 ლარის ოდენობით განისაზღვრება, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში არანაკლებ 700 ლარის ოდენობით, (2018 წლიდან 01 თებერვლიდან), ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს არანაკლებ 1000 ლარს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი