პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე დაც­ვის მხა­რემ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა,- ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა ახა­ლი დას­კვნა, შე­საძ­ლოა, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წა­რად­გი­ნონ, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვით გა­ნახ­ლდე­ბა.

ად­ვო­კატ ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­უ­ბა­რია სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის დას­კვნის­გან გან­სხვავ­დე­ბა.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 1 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად 2 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, 2 დე­კემ­ბერსვე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვა და ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძებ­ნა გა­მო­ცხად­და კი­დევ ერთ არას­რულ­წლო­ვან­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ძებ­ნა­ში მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი, გ.ჯ. პო­ლი­ცი­ას 4 დე­კემ­ბერს ჩა­ბარ­და.

გარ­და ამი­სა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 5 პი­რიც მის­ცა, რო­მელ­თა შო­რის ორი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი და შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი პი­რე­ბი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ სამი და­ა­კა­ვეს, ვი­ნა­ი­დან 5 პი­რი­დან ორზე არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი ვრცელ­დე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სამ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ერთს - გი­რაო, ხოლო ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი გა­და­ე­ცა მშობ­ლის - დე­დის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე, სა­სა­მარ­თლო­ში უკვე და­ი­კი­თხნენ მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დე­ბის მშობ­ლე­ბი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი მიიღო, რომელიც პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნისგან რადიკალურად განსხვავდება,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატებმა ახალი დასკვნა, შესაძლოა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინონ, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საუბარია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც სახელმწიფო ბრალდების დასკვნისგან განსხვავდება.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოში უკვე დაიკითხნენ მოკლული მოზარდების მშობლები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ