პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება გოგონა, რომელმაც გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო - საქმის აქამდე უცნობი დეტალი
რას ჰყვება გოგონა, რომელმაც გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო - საქმის აქამდე უცნობი დეტალი

ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მელ­მაც დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ოჯახ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­და­ი­ღო პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს.

რო­გორც მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ამ­ჟა­მად პრო­კუ­რა­ტუ­რა­შია. რაც შე­ე­ხე­ბა კად­რე­ბის ში­ნა­არსს, გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ ამა­ზე ვერ ისა­უბ­რებს, რად­გან გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე აქვს ხელი მო­წე­რი­ლი.

"პირ­ვე­ლი მე ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც 112-ში და­რე­კა და სას­წრა­ფო-სა­მე­დცი­ნო დახ­მა­რე­ბა და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ვი­წყე გა­და­ღე­ბა, სა­ნამ ქალ­ბა­ტო­ნი დოდო გა­იყ­ვა­ნეს იქამ­დე ვი­ღებ­დი. ფი­ზი­კუ­რად, სა­დაც შე­მეძ­ლო შეს­ვლა, პატ­რუ­ლის მოს­ვლამ­დე, იქ გა­და­ვი­ღე ყვე­ლა­ფე­რი. 15 წუ­თი­ა­ნი მა­სა­ლა მაქვს, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დავ­ტო­ვე. ჩემს მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის ში­ნა­არს ვერ გად­მოვ­ცემ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ გა­და­ვი­ღე ეს კად­რე­ბი, პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ პრო­ფე­სი­ით მეც ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. მე­ო­რე, გა­და­ღე­ბა­ში იმან შე­მი­წყო ხელი, რომ დენი არ იყო, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე ყვე­ლას ფა­ნა­რი ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი. მე ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის დროს ფა­ნა­რი მქონ­და ჩარ­თუ­ლი, თუ ვი­დე­ო­კა­მე­რა, ეს არ ფიქ­სირ­დე­ბო­და" - ამ­ბობს გო­გო­ნა.

ნა­ხეთ ვი­დეო: დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის საქ­მის მოწ­მის კო­მენ­ტა­რი, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­და­ი­ღო

დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ოჯახ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თავ­დას­ხმა გუ­შინ გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის შვი­ლი ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლი. დოდო გუ­გე­შაშ­ვილს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამ დრო­ის­თვის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე რჩე­ბა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­სა და მის შვილს მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს - საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი

"ნამ­დვი­ლად ვი­ცით, რომ დო­დომ იცის, ვინ არის მკვლე­ლი და მისი ვი­ნა­ო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ა­საც უთხრა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ჰყვება გოგონა, რომელმაც გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო - საქმის აქამდე უცნობი დეტალი

რას ჰყვება გოგონა, რომელმაც გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო - საქმის აქამდე უცნობი დეტალი

ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ადგილზე არსებული სიტუაცია გადაიღო პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, მის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები ამჟამად პროკურატურაშია. რაც შეეხება კადრების შინაარსს, გოგონა ამბობს, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი.

"პირველი მე ვიყავი, რომელმაც 112-ში დარეკა და  სასწრაფო-სამედცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე გადაღება, სანამ ქალბატონი დოდო გაიყვანეს იქამდე ვიღებდი. ფიზიკურად, სადაც შემეძლო შესვლა, პატრულის მოსვლამდე, იქ გადავიღე ყველაფერი. 15 წუთიანი მასალა მაქვს, რომელიც პროკურატურაში დავტოვე. ჩემს მიერ გადაღებული კადრების შინაარს ვერ გადმოვცემ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადავიღე ეს კადრები, პირველ რიგში გეტყვით, რომ პროფესიით მეც ჟურნალისტი ვარ. მეორე, გადაღებაში იმან შემიწყო ხელი, რომ დენი არ იყო, მობილურ ტელეფონზე ყველას ფანარი ჰქონდა ჩართული. მე ვიდეოგადაღების დროს ფანარი მქონდა ჩართული, თუ ვიდეოკამერა, ეს არ ფიქსირდებოდა" - ამბობს გოგონა.

ნახეთ ვიდეო: დოდო გუგეშაშვილის საქმის მოწმის კომენტარი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა გუშინ განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ: დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს - საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ნამდვილად ვიცით, რომ დოდომ იცის, ვინ არის მკვლელი და მისი ვინაობა, სავარაუდოდ, პოლიციასაც უთხრა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ