პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დანაშაული აღიარეს
 გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დანაშაული აღიარეს

გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა მწვრთნე­ლებ­მა და მსა­ჯებ­მა, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ერ­თის გარ­და უდა­ვოდ გა­ხა­დეს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დაც­ვის მხა­რე სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას­თან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე და სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, მათ შო­რის ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე აღარ იდა­ვებს. ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ სო­ხუ­მის მწვრთნე­ლის, ვაჟა კვა­რა­ცხე­ლი­ას, ამა­ვე კლუ­ბის თა­ნამ­ფლო­ბე­ლის, თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი­სა და მსაჯ ზაზა მა­ჩა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­და­ვოდ გა­ხა­დეს, ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბაა.

კერ­ძოდ, დაც­ვის მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კოდ­ქ­სის 203-ე მუხ­ლით უნდა დაკ­ვა­ლი­ფიცრ­დეს, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის ან/და კო­მერ­ცი­ულ-სა­ნა­ხა­ო­ბი­თი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოს­ყიდ­ვას გუ­ლის­ხმობს. ამ­ჟა­მად კვა­რა­ცხე­ლი­ას, და­თი­კაშ­ვილს, მა­ჩა­ლა­ძეს და ძმებ ბე­რიშ­ვი­ლებს ბრა­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის მუხ­ლით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ძმებ ბე­რიშ­ვი­ლებს, მათ წარ­დგე­ნილ ბრალ­ში ისევ სრუ­ლად სცნეს დამ­ნა­შა­ვედ თავი და პრო­კუ­რა­ტუ­რის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდა­ვოდ გა­ხა­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დანაშაული აღიარეს

 გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დანაშაული აღიარეს

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულმა მწვრთნელებმა და მსაჯებმა, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ერთის გარდა უდავოდ გახადეს. ამ გადაწყვეტილებით დაცვის მხარე სახელმწიფო ბრალდებასთან დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და სხვადასხვა გარემოებებზე, მათ შორის ფარულ ჩანაწერებზე აღარ იდავებს. ერთადერთი მტკიცებულება, რაც საკალათბურთო კლუბ სოხუმის მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას, ამავე კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილისა და მსაჯ ზაზა მაჩალაძის ადვოკატებმა სადავოდ გახადეს, ბრალის დადგენილებაა.

კერძოდ, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის კოდქსის 203-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცრდეს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების ან/და კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს. ამჟამად კვარაცხელიას, დათიკაშვილს, მაჩალაძეს და ძმებ ბერიშვილებს ბრალი კომერციული მოსყიდვის მუხლით აქვთ წარდგენილი.

რაც შეეხება ძმებ ბერიშვილებს, მათ წარდგენილ ბრალში ისევ სრულად სცნეს დამნაშავედ თავი და პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ