პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 წლის გოგონას ახლობლები, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია, ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ
18 წლის გოგონას ახლობლები, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია, ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ

ხმა­უ­რია ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში. პა­ცი­ენტ ხა­ტია თვა­უ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მისი მე­გობ­რე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ო­ბა­ში შეს­ვლას მო­ი­თხოვ­დნენ, რისი უფ­ლე­ბაც მათ კერ­ძო დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა არ მის­ცა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი კლი­ნი­კა­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­იჭრ­ნენ. შე­დე­გად, კლი­ნი­კის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა თა­ვის არე­ში მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

ახ­ლობ­ლე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ, 18 წლის გო­გო­ნას მკურ­ნა­ლი ექი­მის ნახ­ვას და სა­ჯა­როდ პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას იმის შე­სა­ხებ თუ რა და­ე­მარ­თა 5 თვის წინ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­გილ­ზე სა­ჭი­რო გახ­და რამ­დე­ნი­მე სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის გა­მო­ძა­ხე­ბა, რომ­ლებ­მაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი შე­ნო­ბი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

ხი­ლეთ ვი­დეო: "შე­ამ­ტვრი­ეთ ყვე­ლა­ფე­რი, შე­დით" - კად­რე­ბი უკო­მენ­ტა­როდ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, სა­დაც ცხვი­რის ოპერ­ცი­ი­სას კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი ძა­ლით შე­იჭრ­ნენ

კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ამ დრომ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია.

კლი­ნი­კის შე­სას­ვლელ­თან ამ დრომ­დე იმ­ყო­ფე­ბი­ან ხა­ტია თვა­უ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი. ად­გილ­ზე კვლავ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კის შე­სას­ვლელს აკონ­ტრო­ლე­ბენ.

ხა­ტია თვა­ურს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია 7 სექ­ტემ­ბერს პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა ზა­ქა­რია ოდიშ­ვილ­მა გა­უ­კე­თა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გო­გო­ნას გული გა­უ­ჩერ­და და მას შემ­დეგ კო­მა­შია.

ნა­ხეთ ვი­დეო: "შე­ამ­ტვრი­ეთ ყვე­ლა­ფე­რი და შე­დით" - ცხვი­რის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, კო­მა­ში მყო­ფი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­იჭრ­ნენ

18 წლის გოგონას ახლობლები, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია, ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ

18 წლის გოგონას ახლობლები, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია, ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ

ხმაურია ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაციენტ ხატია თვაურის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები საავადმყოფოს შეობაში შესვლას მოითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ კერძო დაცვის სამსახურმა არ მისცა. მოგვიანებით ისინი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ. შედეგად, კლინიკის დაცვის თანამშრომელმა თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო.

ახლობლები მოითხოვდნენ, 18 წლის გოგონას მკურნალი ექიმის ნახვას და საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას იმის შესახებ თუ რა დაემართა 5 თვის წინ გოგონას, რომელიც ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილზე საჭირო გახდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი დაზარალებული პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობიდან გაიყვანეს.

ხილეთ ვიდეო: "შეამტვრიეთ ყველაფერი, შედით" - კადრები უკომენტაროდ საავადმყოფოდან, სადაც ცხვირის ოპერციისას კომაში ჩავარდნილი გოგონას ახლობლები ძალით შეიჭრნენ

კლინიკის ხელმძღვანელობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კლინიკის შესასვლელთან ამ დრომდე იმყოფებიან ხატია თვაურის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაკლასელები. ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც კლინიკის შესასვლელს აკონტროლებენ.

ხატია თვაურს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 7 სექტემბერს პლასტიკურმა ქირურგმა ზაქარია ოდიშვილმა გაუკეთა. ოპერაციის შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და მას შემდეგ კომაშია.

ნახეთ ვიდეო: "შეამტვრიეთ ყველაფერი და შედით" - ცხვირის ოპერაციის შემდეგ, კომაში მყოფი გოგონას ახლობლები საავადმყოფოში შეიჭრნენ