მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი დეტალები სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ
ახალი დეტალები სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ

ნა­ძა­ლა­დე­ვის მე-12 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მე­დეა გურ­გე­ნი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ მო­ზარ­დებს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად ნა­ცე­მია ერთი მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც კერ­ძო სკო­ლა "ლამ­პარ­ში" სწავ­ლობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გურ­გე­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­შა­ვე­ბუ­ლი მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლეა.

"ჩვენ სკო­ლა­ში და­შა­ვე­ბუ­ლი არ გვყავს. და­შა­ვე­ბუ­ლია კერ­ძო სკო­ლა "ლამ­პა­რის" მოს­წავ­ლე. ახლა ვერ­კვე­ვი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ვერ გე­ტყვით, იყო თუ არა ჩემი სკო­ლის მოს­წავ­ლე იქ. ბავ­შვებ­ზე, რომ­ლებ­ზეც ეჭვი აქვთ, ისი­ნი მე-6, მე-7 გაკ­ვე­თი­ლებ­ზე იყ­ვნენ. მე ვიცი, რომ ჩემი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­ცინ­დენ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბი­თაც ვერ გე­ტყვით. და­შა­ვე­ბუ­ლია მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე. სკო­ლა ვინც და­ტო­ვა და იქ იდგა, იმ ბავ­შვებ­ზეა სა­უ­ბა­რი ჩვე­ნი სკო­ლი­დან და გვთხო­ვენ მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ესე­ნი არი­ან მე-8 და მე-9 კლა­სე­ლე­ბი. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი ჩვენ­მა მან­და­ტურ­მა გა­მო­ი­ძა­ხა, რად­გან ის ბავ­შვი ძა­ლი­ან ცუდ, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნახა. მოს­წავ­ლეს გო­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი არ ჰქო­ნია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ადეკ­ვა­ტუ­რი იყო, მაგ­რამ ბავ­შვი არ იყო სა­სი­ა­მოვ­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ეს ვიცი მან­და­ტუ­რი­სა და პე­და­გო­გის­გან, თვი­თონ ბავ­შვი არ მი­ნა­ხავს. ამი­ტო­მაც გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო და გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. მას ჰკი­თხეს ვინ სცე­მა, თუმ­ცა, არ ასა­ხე­ლებს", - გა­ნა­ცხა­და გურ­გე­ნი­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო: "ამო­მიყ­ვა­ნეს ეს ბავ­შვი ნა­ცე­მი" - ნა­ძა­ლა­დე­ვის მე-12 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

მოს­წავ­ლე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი, რა დრო­საც ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. გა­მო­ძი­ე­ბა სსსკ-ს 126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ახალი დეტალები სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ

ახალი დეტალები სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ

ნაძალადევის მე-12 საშუალო სკოლის დირექტორი მედეა გურგენიძე ადასტურებს, რომ მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად ნაცემია ერთი მოსწავლე, რომელიც კერძო სკოლა "ლამპარში" სწავლობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გურგენიძემ განუცხადა, დაშავებული მე-10 კლასის მოსწავლეა.

"ჩვენ სკოლაში დაშავებული არ გვყავს. დაშავებულია კერძო სკოლა "ლამპარის" მოსწავლე. ახლა ვერკვევი სიტუაციაში. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ჩემი სკოლის მოსწავლე იქ. ბავშვებზე, რომლებზეც ეჭვი აქვთ, ისინი მე-6, მე-7 გაკვეთილებზე იყვნენ. მე ვიცი, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები ინცინდენტში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ დაზუსტებითაც ვერ გეტყვით. დაშავებულია მე-10 კლასის მოსწავლე. სკოლა ვინც დატოვა და იქ იდგა, იმ ბავშვებზეა საუბარი ჩვენი სკოლიდან და გვთხოვენ მათ შესახებ ინფორმაციას. ესენი არიან მე-8 და მე-9 კლასელები. სასწრაფო დახმარების სამსახური ჩვენმა მანდატურმა გამოიძახა, რადგან ის ბავშვი ძალიან ცუდ, არასასიამოვნო მდგომარეობაში ნახა. მოსწავლეს გონება დაკარგული არ ჰქონია, ჩვეულებრივად ადეკვატური იყო, მაგრამ ბავშვი არ იყო სასიამოვნო მდგომარეობაში. ეს ვიცი მანდატურისა და პედაგოგისგან, თვითონ ბავშვი არ მინახავს. ამიტომაც გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს კლინიკაში. მას ჰკითხეს ვინ სცემა, თუმცა, არ ასახელებს", - განაცხადა გურგენიძემ.

ნახეთ ვიდეო: "ამომიყვანეს ეს ბავშვი ნაცემი" - ნაძალადევის მე-12 საშუალო სკოლის დირექტორი

მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება დაწყებულია. როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში. გამოძიება სსსკ-ს 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ