მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი რამ 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება" - გაიცანით ბათუმელი ოჯახი, სადაც 4 ტყუპი იზრდება
"ასეთი რამ 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება" - გაიცანით ბათუმელი ოჯახი, სადაც 4 ტყუპი იზრდება

4 ტყუ­პის და­ბა­დე­ბა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა. ექი­მე­ბის თქმით, ასე­თი რამ და­ახ­ლო­ე­ბით 700 ათას შემ­თხვე­ვა­ში ერთხელ ხდე­ბა. რად­გან ასეა, გა­მო­დის, ბა­თუმ­ში, დიმა კო­ღუ­აშ­ვი­ლი­სა და ნონა ვარ­შა­ნი­ძის ოჯა­ხი შვი­და­სი­ა­თასს შო­რის ის ერთი და გა­მორ­ჩე­უ­ლია, რო­მელ­შიც 4 ტყუ­პი იზ­რდე­ბა - 2 ბიჭი და 2 გოგო. ბავ­შვე­ბის დედა თა­ვა­დაც ტყუ­პის­ცა­ლია. ტყუ­პებს - ან­დრი­ას, დი­მიტ­რის, ბარ­ბა­რე­სა და მა­ი­ას კი­დევ უფ­რო­სი და - ნინი და უმ­ცრო­სი ძმა - ალექ­სან­დრე ჰყავთ. ექსვშვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ამ­ბობს, რომ ეს არ­სე­ბე­ბი მისი და მე­უღ­ლის ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რეა. სა­დაც კი დავ­დი­ვართ ამ ბავ­შვებ­თან ერ­თად, ყველ­გან თბი­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი და სი­კე­თით სავ­სე მზე­რა დაგ­ვყვე­ბა. სრუ­ლად უც­ნო­ბე­ბი გვა­ჩე­რე­ბენ და გა­მოგ­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან. "თქვენ გა­ი­ზარ­დე­თო" - სიყ­ვა­რუ­ლით მო­ა­ძა­ხე­ბენ ხოლ­მე მო­ხუ­ცე­ბი. ესე­ნი ბავ­შვე­ბი კი არა, პო­ზი­ტი­ვის მარ­ცვლე­ბი არი­ან.

ნონა ვარ­შა­ნი­ძე:

- ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­ვი­გე რომ ტყუ­პე­ბის დედა უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, რომ ოთხის ერ­თდრო­უ­ლად. ორ­სუ­ლო­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­კე­ის­რო კვე­თით ვიმ­შო­ბი­ა­რე. ბი­ჭე­ბი უფრო დიდი წო­ნი­სა­ნი და­ი­ბად­ნენ: ერთი 2,200 კგ, მე­ო­რე 2 კგ, გო­გო­ნე­ბი 1,900 კი­ლო­ე­ბი. სა­ხე­ლე­ბი ორს მე შე­ვურ­ჩიე, ორ­საც - მე­უღ­ლემ. პირ­ველ თვე­ში ბუ­ნებ­რი­ვად ვკვე­ბავ­დი, მერე გა­და­ვე­დი კომ­ბი­ნი­რე­ბულ კვე­ბა­ზე. სიძ­ნე­ლეს ის წარ­მო­ად­გენ­და მხო­ლოდ, რომ ოთხი­ვეს ერ­თად უნ­დე­ბო­დათ კვე­ბაც, და­ძი­ნე­ბაც... ამ ბავ­შვე­ბის ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნის დღი­დან ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის ლექ­სი­კონ­ში არ არ­სე­ბობს: ავად ვარ, არ შე­მიძ­ლია... ჩვენ ყო­ველ­თის კარ­გად და შე­მა­თე­ბით ვართ, რომ ამ ოთხს მივ­ხე­დოთ, და­მა­ტე­ბით მე­ხუ­თეს და მე­ექ­ვსეს.

უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე სტუ­დენ­ტია. ტყუ­პე­ბი 5 წლი­სა­ნი არი­ან, ალექ­სან­დრე 3-ის. ეს ნა­ბო­ლა­რა მე­ხუ­თე ტყუ­პის­ცალს უდ­რის, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფერ­ში ტყუ­პებს ბა­ძავს და არაფ­რით არ უნდა შე­იმ­ჩნი­ოს მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი 2 წელი, არც ფი­ზი­კუ­რად და არც საქ­ცი­ე­ლით. გა­მოს­დის თუ ვერ გა­მოს­დის, სჭირ­დე­ბა თუ არ სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს იძა­ხის, აკე­თებს, ისე რო­გორც ტყუ­პე­ბი. ალექ­სან­დრე­ში, ორი­ვე ძმა, დიმა და ან­დრი­აა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ცოტა ეშ­მა­კო­ბაც აქვს, ცოტა სი­დინ­ჯეც და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია.

- ვი­ზუ­ა­ლუ­რად ტყუ­პე­ბი ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს?

- რომ შე­ხე­დავ მიხ­ვდე­ბი, რომ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ტყუ­პე­ბი­ვით არ გვა­ნან. მე და ჩემს დას ვერ გვარ­ჩევ­დნენ ერ­თმა­ნე­თის­გან. რო­გო­რაა იცით, ქალ-ვაჟი წყვილ-წყვი­ლად ჰგავს ერ­თმა­ნეთს. ერთ წყვილს ღია ფე­რის თმე­ბი და თვა­ლე­ბი აქვს, მე­ო­რეს - მუქი. ქე­რე­ბი უფრო დინ­ჯე­ბი არი­ან, შავგვრე­მა­ნე­ბი - სხარ­ტე­ბი. ოთხი­ვე ერ­თად კი თა­მა­შობს, მაგ­რამ წყვი­ლე­ბად როცა ნა­წილ­დე­ბი­ან, ან­დრია და ბარ­ბა­რე ყო­ველ­თვის ერთ გუნდში არი­ან, დი­მიტ­რი და მაია - მე­ო­რე­ში. ოთხი­ვეს რომ და­ვაწ­ვენ და­სა­ძი­ნებ­ლად, დი­ლით იქით ან­დრია და ბარ­ბა­რე მხვდე­ბი­ან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი, აქეთ - დი­მიტ­რი და მაია.

- უფ­რო­სი შვი­ლი გა­გი­გებთ, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი 5-ნი რო­გორ ინა­წი­ლე­ბენ მშობ­ლებს?

- საქ­მეც მა­გა­შია, რომ ვერ ინა­წი­ლე­ბენ, ვერ გვი­ყო­ფენ. ყვე­ლას თა­ვი­სი წილი ყუ­რა­დღე­ბა უნ­დათ. მე და დი­მამ ეს კარ­გად ვი­ცით და ვცდი­ლობთ სრულ­ყო­ფი­ლად იგ­რძნონ ბავ­შვებ­მა თავი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ სით­ბო და დრო თი­თო­ე­ულს თა­ნაბ­რად გა­ვუ­ნა­წი­ლოთ. პა­ტა­რე­ბიც რომ იყ­ვნენ, მახ­სოვს 4 დღე ზე­დი­ზედ ვი­ა­რეთ ზო­ო­პარკში. ერთ დღეს 1 ტყუ­პის­ცა­ლი გვყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი, მე­ო­რე დღეს - მე­ო­რე და ასე ... ვერ წა­მო­იდ­გენთ ამით ბავ­შვე­ბი რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ.

- ერ­თნა­ი­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი თუ აქვთ?

- დე­მეტ­რეს ენე­ბის მი­მართ აქვს ინ­ტე­რე­სი. და­უჯ­დე­ბა მა­მა­მისს და ეკი­თხე­ბა ხოლ­მე: ეს რუ­სუ­ლად რო­გორ არის? ინ­გლი­სუ­რად? მერე იმე­ო­რებს. არა­ჩე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოთ­ქმა აქვს. ან­დრია უფრო ჭამს სი­ტყვებს. ძი­ლის წინ ვცდი­ლობთ, რომ ლოც­ვა ხუ­თი­ვეს რიგ­რი­გო­ბით წა­ვა­კი­თხოთ. დი­მიტ­რი ისე გარ­კვე­ვით, გა­მოთ­ქმით კი­თხუ­ლობს, დიქ­ტო­რი გე­გო­ნე­ბა. ან­დრია მო­მენ­ტებ­ში სი­ტყვებს ყლა­პავს, ჩქა­რობს. სა­მა­გი­ე­როდ, ან­დრი­ას დაშ­ლი­ლი რა­ღა­ცე­ბის აწყო­ბა მოს­წონს, სი­მეტ­რი­უ­ლად ალა­გებს ლე­გო­ებს და შე­უძ­ლია ნა­ფიქ­რის ფი­გუ­რე­ბით გა­მო­სახ­ვა, მშე­ნებ­ლო­ბა მოს­წონს. გო­გო­ე­ბი­დან მა­ი­კოს ლექ­სე­ბის გა­მოთ­ქმით წა­კი­თხვა ეხერ­ხე­ბა, ცეკ­ვაც, სიმ­ღე­რაც - უფრო არ­ტის­ტუ­ლია. ბა­რე­ბა­რეს ვერ მო­ტა­ყუ­ებ, ხომ არის რომ ხან­და­ხან რა­ღაც არ გინ­და გა­ა­გე­ბი­ნო და მე­უღ­ლეს ან თვა­ლით ანიშ­ნებ, ან... ვერ გა­მო­ა­პა­რებ ვე­რა­ფერს ისე­თი სხარ­ტი გო­ნე­ბა და თვა­ლი აქვს.

- ამ ოთხე­ულ­ში ლი­დე­რი რო­მე­ლია?

- ტვი­ნით, აზ­როვ­ნე­ბით, სის­ხარ­ტით ლი­დე­რი ბარ­ბა­რეა. და-ძმე­ბი­დან ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს გა­ა­კა­თე­ბი­ნებს, ისე რომ თვი­თონ არ იმოძ­რა­ვებს.

ან­რია ოთხი­ვე­ზე მზრუნ­ვე­ლია. მა­ღა­ზი­ა­ში რომ შე­იყ­ვან, მარ­ტო თა­ვის­თვის არას­დროს გა­ყი­დი­ნებს რა­მეს, ოთხი­ვეს­თვის ითხოვს. პირ­ვე­ლად ბაგა-ბაღ­ში რომ შე­ვიყ­ვა­ნე, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ პე­და­გო­გე­ბი, ჭა­მის დრო რომ მო­სუ­ლა, მა­გი­დას­თან მი­უ­ზი­დია სკა­მე­ბი, და­უს­ვამს და-ძმე­ბი და ძი­ძის­თვის უთ­ქვამს: ამათ აჭა­მეთ და მეც შევ­ჭა­მო.

თავ-თა­ვი­ან­თი ფე­რე­ბი აქვთ არ­ჩე­უ­ლი და სა­ჩუ­ქარს ამ ფე­რებ­ში ვუ­ფუ­თავთ, ასე ად­ვი­ლად ხვდე­ბი­ან რო­მე­ლი რომ­ლი­საა. ეტყო­ბა თოვ­ლის ბა­ბუ­ა­მაც იცის ეს ამ­ბა­ვი და ამ პრინ­ცი­ით ასა­ჩუქ­რებს.

- დამ­ხმა­რე­ე­ბი თუ გყავთ?

- ხან მშობ­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან, ხან უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ჩემი ტყუ­პის­ცა­ლი, ახლა მა­გა­ლი­თად, 2 ძიძა გვყავს. კარ­გია, როცა ბავ­შვს დედა ზრდის, მაგ­რამ ჩემს შემ­თვხე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რად არ გა­მო­დის, თუ ვინ­მე არ და­ვიხ­მა­რე. და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც თუ გავ­დი­ვართ ქა­ლა­ქი­დან - ყო­ველ­თვის დამ­ხმა­რე­ებ­თან ერ­თად.

- ფიქ­რობ­დით რო­დეს­მე, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა იქ­ნე­ბო­დით?

- 3 შვილ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კი ოც­ნე­ბე­ბი გა­ვა­ორ­მა­გე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ასეთი რამ 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება" - გაიცანით ბათუმელი ოჯახი, სადაც 4 ტყუპი იზრდება

"ასეთი რამ 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება" - გაიცანით ბათუმელი ოჯახი, სადაც 4 ტყუპი იზრდება

4 ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ექიმების თქმით, ასეთი რამ დაახლოებით 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება. რადგან ასეა, გამოდის, ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახი შვიდასიათასს შორის ის ერთი და გამორჩეულია, რომელშიც 4 ტყუპი იზრდება - 2 ბიჭი და 2 გოგო. ბავშვების დედა თავადაც ტყუპისცალია. ტყუპებს - ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას კიდევ უფროსი და - ნინი და უმცროსი ძმა - ალექსანდრე ჰყავთ. ექსვშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ეს არსებები მისი და მეუღლის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. სადაც კი დავდივართ ამ ბავშვებთან ერთად, ყველგან თბილი, ღიმილიანი და სიკეთით სავსე მზერა დაგვყვება. სრულად უცნობები გვაჩერებენ და გამოგველაპარაკებიან. "თქვენ გაიზარდეთო" - სიყვარულით მოაძახებენ ხოლმე მოხუცები. ესენი ბავშვები კი არა, პოზიტივის მარცვლები არიან.

ნონა ვარშანიძე:

- ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ტყუპების დედა უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ არ მეგონა, რომ ოთხის ერთდროულად. ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ბიჭები უფრო დიდი წონისანი დაიბადნენ: ერთი 2,200 კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,900 კილოები. სახელები ორს მე შევურჩიე, ორსაც - მეუღლემ. პირველ თვეში ბუნებრივად ვკვებავდი, მერე გადავედი კომბინირებულ კვებაზე. სიძნელეს ის წარმოადგენდა მხოლოდ, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდათ კვებაც, დაძინებაც... ამ ბავშვების ამქვეყნად მოვლენის დღიდან ჩემი და ჩემი მეუღლის ლექსიკონში არ არსებობს: ავად ვარ, არ შემიძლია... ჩვენ ყოველთის კარგად და შემათებით ვართ, რომ ამ ოთხს მივხედოთ, დამატებით მეხუთეს და მეექვსეს.

უფროსი ქალიშვილი უკვე სტუდენტია. ტყუპები 5 წლისანი არიან, ალექსანდრე 3-ის. ეს ნაბოლარა მეხუთე ტყუპისცალს უდრის, იმიტომ რომ ყველაფერში ტყუპებს ბაძავს და არაფრით არ უნდა შეიმჩნიოს მათ შორის არსებული 2 წელი, არც ფიზიკურად და არც საქციელით. გამოსდის თუ ვერ გამოსდის, სჭირდება თუ არ სჭირდება, ყველაფერს იძახის, აკეთებს, ისე როგორც ტყუპები. ალექსანდრეში, ორივე ძმა, დიმა და ანდრიაა გაერთიანებული, ცოტა ეშმაკობაც აქვს, ცოტა სიდინჯეც და ძალიან საყვარელია.

- ვიზუალურად ტყუპები ჰგვანან ერთმანეთს?

- რომ შეხედავ მიხვდები, რომ დედმამიშვილები არიან, მაგრამ ტყუპებივით არ გვანან. მე და ჩემს დას ვერ გვარჩევდნენ ერთმანეთისგან. როგორაა იცით, ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად ჰგავს ერთმანეთს. ერთ წყვილს ღია ფერის თმები და თვალები აქვს, მეორეს - მუქი. ქერები უფრო დინჯები არიან, შავგვრემანები - სხარტები. ოთხივე ერთად კი თამაშობს, მაგრამ წყვილებად როცა ნაწილდებიან, ანდრია და ბარბარე ყოველთვის ერთ გუნდში არიან, დიმიტრი და მაია - მეორეში. ოთხივეს რომ დავაწვენ დასაძინებლად, დილით იქით ანდრია და ბარბარე მხვდებიან ჩახუტებული, აქეთ - დიმიტრი და მაია.

- უფროსი შვილი გაგიგებთ, მაგრამ დანარჩენი 5-ნი როგორ ინაწილებენ მშობლებს?

- საქმეც მაგაშია, რომ ვერ ინაწილებენ, ვერ გვიყოფენ. ყველას თავისი წილი ყურადღება უნდათ. მე და დიმამ ეს კარგად ვიცით და ვცდილობთ სრულყოფილად იგრძნონ ბავშვებმა თავი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სითბო და დრო თითოეულს თანაბრად გავუნაწილოთ. პატარებიც რომ იყვნენ, მახსოვს 4 დღე ზედიზედ ვიარეთ ზოოპარკში. ერთ დღეს 1 ტყუპისცალი გვყავდა წაყვანილი, მეორე დღეს - მეორე და ასე ... ვერ წამოიდგენთ ამით ბავშვები როგორი ბედნიერები იყვნენ.

- ერთნაირი უნარ-ჩვევები თუ აქვთ?

- დემეტრეს ენების მიმართ აქვს ინტერესი. დაუჯდება მამამისს და ეკითხება ხოლმე: ეს რუსულად როგორ არის? ინგლისურად? მერე იმეორებს. არაჩეულებრივი გამოთქმა აქვს. ანდრია უფრო ჭამს სიტყვებს. ძილის წინ ვცდილობთ, რომ ლოცვა ხუთივეს რიგრიგობით წავაკითხოთ. დიმიტრი ისე გარკვევით, გამოთქმით კითხულობს, დიქტორი გეგონება. ანდრია მომენტებში სიტყვებს ყლაპავს, ჩქარობს. სამაგიეროდ, ანდრიას დაშლილი რაღაცების აწყობა მოსწონს, სიმეტრიულად ალაგებს ლეგოებს და შეუძლია ნაფიქრის ფიგურებით გამოსახვა, მშენებლობა მოსწონს. გოგოებიდან მაიკოს ლექსების გამოთქმით წაკითხვა ეხერხება, ცეკვაც, სიმღერაც - უფრო არტისტულია. ბარებარეს ვერ მოტაყუებ, ხომ არის რომ ხანდახან რაღაც არ გინდა გააგებინო და მეუღლეს ან თვალით ანიშნებ, ან... ვერ გამოაპარებ ვერაფერს ისეთი სხარტი გონება და თვალი აქვს.

- ამ ოთხეულში ლიდერი რომელია?

- ტვინით, აზროვნებით, სისხარტით ლიდერი ბარბარეა. და-ძმებიდან ყველას ყველაფერს გააკათებინებს, ისე რომ თვითონ არ იმოძრავებს.

ანრია ოთხივეზე მზრუნველია. მაღაზიაში რომ შეიყვან, მარტო თავისთვის არასდროს გაყიდინებს რამეს, ოთხივესთვის ითხოვს. პირველად ბაგა-ბაღში რომ შევიყვანე, გაოცებულები იყვნენ პედაგოგები, ჭამის დრო რომ მოსულა, მაგიდასთან მიუზიდია სკამები, დაუსვამს და-ძმები და ძიძისთვის უთქვამს: ამათ აჭამეთ და მეც შევჭამო.

თავ-თავიანთი ფერები აქვთ არჩეული და საჩუქარს ამ ფერებში ვუფუთავთ, ასე ადვილად ხვდებიან რომელი რომლისაა. ეტყობა თოვლის ბაბუამაც იცის ეს ამბავი და ამ პრინციით ასაჩუქრებს.

- დამხმარეები თუ გყავთ?

- ხან მშობლები გვეხმარებიან, ხან უფროსი ქალიშვილი, ჩემი ტყუპისცალი, ახლა მაგალითად, 2 ძიძა გვყავს. კარგია, როცა ბავშვს დედა ზრდის, მაგრამ ჩემს შემთვხევაში ფიზიკურად არ გამოდის, თუ ვინმე არ დავიხმარე. დასასვენებლადაც თუ გავდივართ ქალაქიდან - ყოველთვის დამხმარეებთან ერთად.

- ფიქრობდით როდესმე, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით?

- 3 შვილზე ვოცნებობდი, რეალურ ცხოვრებაში კი ოცნებები გავაორმაგე.

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"