პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ახალი რეგულაციები წესდება მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში
რა ახალი რეგულაციები წესდება მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში

მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მის პრო­ცეს­ში თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის თქმით, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა, ვი­საც მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა სურს, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მი­სი დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა და შე­ა­თან­ხმოს მე­რი­ას­თან.

"იცით, რომ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ინ­სტი­ტუ­ცი­ურ რე­ფორ­მას, რო­მე­ლიც უნდა გამ­ყარ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბით. ჩვენ ინი­ცი­რე­ბა გა­ვუ­კე­თეთ რამ­დე­ნი­მე კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე ნორ­მა­ტი­ულ აქტს, რომ­ლი­თაც არ­სე­ბი­თად იც­ვლე­ბა მიდ­გო­მა ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი პრო­ცე­სის მი­მართ.

ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მის პრო­ცეს­ში. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ეს სამ­სა­ხუ­რე­ბი უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. ტრან­სპორ­ტის თვალ­საზ­რი­სით თა­ვი­დან­ვე მოხ­დე­ბა, გათ­ვლა თუ რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის აშე­ნე­ბა, რომ ტრან­სპორ­ტის თვალ­საზ­რი­სით შემ­დეგ იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნათ და ზო­გა­დად, ქა­ლაქ­ში კო­ლაფ­სი არ გა­მო­იწ­ვი­ოს. მოხ­დე­ბა ნა­კა­დე­ბის მარ­თვა, დათ­ვლა და ამის შე­დე­გად იქ­ნე­ბა სამ­შე­ნებ­ლო მე­ბარ­თვე­ბი გა­ცე­მუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის პრო­ცეს­ში - კა­ლა­ძის გან­ცხა­დებ

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა, ვი­საც მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა სურს, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მი­სი დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა და შე­ა­თან­ხმოს მე­რი­ას­თან. ასე­ვე მშე­ნე­ბელს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რომ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ, დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტის და­ფაც გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, რომ ყვე­ლას ჰქონ­დეს წვდო­მა პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ. ეს ეხე­ბა არამ­ხო­ლოდ კერ­ძო სექ­ტორს, არა­მედ მე­რი­ა­საც. არ­სე­ბუ­ლი პარ­კე­ბი და სკვე­რე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი და ყვე­ლა მშნებ­ლო­ბის დროს ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მო­წე­რი­გე­ბას და გამ­წვა­ნე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია 50 ჯი­შის ხე, რომ­ლი­თაც თბი­ლი­სი უნდა გამ­წვან­დეს. მი­სი­ვე თქმით, ხე­ე­ბი შერ­ჩე­უ­ლია თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და კლი­მა­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

"დღეს პირ­ვე­ლად ვამ­ტკი­ცებთ აქტს, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 50-ზე მეტი ჯი­შის ხე და რომ­ლი­თაც მოხ­დე­ბა თბი­ლი­სის სა­მო­მავ­ლო გამ­წვა­ნე­ბა. ეს ხე­ე­ბი შერ­ჩე­უ­ლია თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და კლი­მა­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და მისი შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ფარ­თო სპექტრი, მათ შო­რის არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრან­სპორ­ტს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გვაქვს ცვლი­ლე­ბე­ბი - ადრე თუ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა ისე გა­ი­ცე­მო­და, რომ არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ტრან­სპორ­ტის ნა­კა­დე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რი ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე ჩა­ერ­თვე­ბა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა მის მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნა.

ეს არის მწვა­ნე და ეკო­ლო­გი­უ­რად მდგრა­დი ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და ჩვენ მალე უკვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე წარ­ვად­გენთ ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტს, რა­ზეც მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან", - გა­ნა­ცხდა კა­ლა­ძემ.

რა ახალი რეგულაციები წესდება მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში

რა ახალი რეგულაციები წესდება მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში

მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან.

"იცით, რომ ვახორციელებთ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც უნდა გამყარდეს შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებებით. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ რამდენიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლითაც არსებითად იცვლება მიდგომა ქალაქგეგმარებითი პროცესის მიმართ.

ამ ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში. პირველივე დღიდან ეს სამსახურები უნდა იყოს ჩართული, რომ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე მოხდება, გათვლა თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით შემდეგ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო მებართვები გაცემული.

იხილეთ ვიდეო: ახალი ვალდებულება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში - კალაძის განცხადებ

ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან. ასევე მშენებელს ვალდებულება ექნება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესახებ, დენდროლოგიური პროექტის დაფაც გამოაქვეყნოს, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა პროექტის შესახებ. ეს ეხება არამხოლოდ კერძო სექტორს, არამედ მერიასაც. არსებული პარკები და სკვერები არ არის საკმარისი და ყველა მშნებლობის დროს ყურადღება დაეთმობა მიმდებარე ტერიტორიის მოწერიგებას და გამწვანებას", - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, დამტკიცებულია 50 ჯიშის ხე, რომლითაც თბილისი უნდა გამწვანდეს. მისივე თქმით, ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით.

"დღეს პირველად ვამტკიცებთ აქტს, რომლითაც განისაზღვრება 50-ზე მეტი ჯიშის ხე და რომლითაც მოხდება თბილისის სამომავლო გამწვანება. ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით და მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სპეციალისტების ფართო სპექტრი, მათ შორის არასამთავრობო სექტორი.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები - ადრე თუ მშენებლობის ნებართვა ისე გაიცემოდა, რომ არ იყო გათვალისწინებული ტრანსპორტის ნაკადები, ამ შემთხვევაში ტრანსპორტის სამსახური ადრეულ ეტაპზევე ჩაერთვება განაშენიანების რეგულირების გეგმისა და მშენებლობის ნებართვისთვის სავალდებულო იქნება მის მიერ გაცემული დასკვნა.

ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ჩვენ მალე უკვე საკანონმდებლო დონეზე წარვადგენთ ცვლილებათა პაკეტს, რაზეც მუშაობა დაწყებულია საქართველოს პარლამენტთან", - განაცხდა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."