პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინს სჯერა, რომ თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც - ტედ პო
პუტინს სჯერა, რომ  თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც - ტედ პო

სა­ქარ­თვე­ლო იყო და არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტია რე­გი­ონ­ში და პუ­ტინს სწამს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­მარ­ცხებს, მო­ე­რე­ვა და­ნარ­ჩენ ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­საც, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ს კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რემ, ტედ პომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ მი­ღე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ლა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, სი­ტყვით გა­მოს­ვლა კონ­გრეს­მენ­მა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის მად­ლო­ბის გა­დახ­დით და­ი­წყო. ტედ პომ გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში უზარ­მა­ზარ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლე­ბენ და შე­უ­ფა­სე­ბელ დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ თა­ნა­მებ­რძო­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რემ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს აკავ­ში­რებს. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს რთუ­ლი სა­მე­ზობ­ლო აქვს. ტედ პოს გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტინს ჯერ კი­დევ აქვს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი და სწო­რედ ამი­ტომ, ამ მიზ­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას და­ეს­ხა თავს.

"სა­ქარ­თვე­ლოს რთუ­ლი სა­მე­ზობ­ლო აქვს. მი­მო­ი­ხე­დავ და და­ი­ნა­ხავ რუ­სულ დათვს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად არ არის მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი. ციმ­ბი­რელ პლე­ბე­ის, სწო­რედ ასე ვუ­წო­დებ პუ­ტინს, ჯერ კი­დევ აქვს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ არ­ჩია, რომ ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რი­ლი­ყო. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო იყო და არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა რე­გი­ონ­ში და პუ­ტინს სწამს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­მარ­ცხებს, მო­ე­რე­ვა და­ნარ­ჩენ ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­საც. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, ის თავს და­ეს­ხა ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ უკ­რა­ი­ნას და შე­ე­ცა­და თა­ვი­სი გავ­ლე­ნის გა­ფარ­თო­ე­ბას. სწო­რედ ამი­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მტკი­ცედ იდ­გეს სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის და მოლ­დო­ვას გვერ­დით, რათა ამ ქვეყ­ნებ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და რომ ისი­ნი რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ზრახ­ვე­ბის მა­რი­ო­ნე­ტე­ბი არ არი­ან", - გა­ნა­ცხა­და კონ­გრეს­მენ­მა.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ტედ პომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი გა­იხ­სე­ნა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი უკა­ნო­ნოდ აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. მისი გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ ესაა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც არ შე­იც­ვლე­ბა.

"მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს, რუ­სე­თის მიერ შე­მოჭ­რი­დან და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ. ვნა­ხე რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი. რუ­სებს ჯერ კი­დევ არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ თქვე­ნი ქვე­ყა­ნა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კა ასე­თია, რომ რუ­სეთს უკა­ნო­ნოდ აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ეს პო­ლი­ტი­კა არ შე­იც­ვლე­ბა, რად­გან ეს სი­მარ­თლეა. რუ­სე­ბი ასე­ვე უკა­ნო­ნოდ ახ­დე­ნენ უკ­რა­ი­ნის ოკუ­პა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და კონ­გრეს­მენ­მა.

აშშ-ს კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რემ დე­მოკ­რა­ტი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "დე­მოკ­რა­ტია ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობს".

"გვინ­და, ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­გეხ­მა­როთ. დე­მოკ­რა­ტია რთუ­ლი საქ­მეა. ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, რომ დე­მოკ­რა­ტია არ მუ­შა­ობს, მაგ­რამ ეს ასე არ არის, რად­გან დე­მოკ­რა­ტია აჩ­ვე­ნებს, რომ ის ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობს. რო­დე­საც ხალ­ხს შე­უძ­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა და სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მის­ვლა და რო­დე­საც გყავთ სპი­კე­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ყვე­ლას შე­ეძ­ლოს ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ეს აჩ­ვე­ნებს, რომ დე­მოკ­რა­ტია მუ­შა­ობს. ვა­მა­ყობ, რომ კონ­გრეს­მენ ჯერი კო­ნო­ლის­თან ერ­თად, ვარ მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე. ჩვენ, ასე­ვე, ვართ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის წევ­რე­ბი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლომ გა­სულ წელს უმას­პინ­ძლა. ვფიქ­რობ, რომ ეს ბევ­რს მე­ტყვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და და­სავ­ლე­თის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე",- გა­ნა­ცხა­და ტედ პომ.

მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც ვა­შინგტონ­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­ი­მარ­თა, აშშ-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტას­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­გრე­სის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რემ, დე­ვიდ პრა­ის­მა უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბას კონ­გრე­სი­სა და სე­ნა­ტის წევ­რე­ბი, ასე­ვე, ექ­სპერ­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

პუტინს სჯერა, რომ თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც - ტედ პო

პუტინს სჯერა, რომ  თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც - ტედ პო

საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლა კონგრესმენმა ქართველი ჯარისკაცებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. ტედ პომ განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ და შეუფასებელ დახმარებას უწევენ თანამებრძოლებს.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს. მისივე შეფასებით, საქართველოს რთული სამეზობლო აქვს. ტედ პოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაბრუნების სურვილი და სწორედ ამიტომ, ამ მიზნის შესასრულებლად, პირველად საქართველოს, როგორც რეგიონში ყველაზე ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანას დაესხა თავს.

"საქართველოს რთული სამეზობლო აქვს. მიმოიხედავ და დაინახავ რუსულ დათვს, რომელიც ნამდვილად არ არის მეგობრულად განწყობილი. ციმბირელ პლებეის, სწორედ ასე ვუწოდებ პუტინს, ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დაბრუნების სურვილი. სწორედ ამიტომ არჩია, რომ ჯერ საქართველოში შემოჭრილიყო. რადგან საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის თავს დაესხა ჯერ საქართველოს, შემდეგ უკრაინას და შეეცადა თავისი გავლენის გაფართოებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ იდგეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გვერდით, რათა ამ ქვეყნებმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ და რომ ისინი რუსული იმპერიალისტური ზრახვების მარიონეტები არ არიან", - განაცხადა კონგრესმენმა.

სიტყვით გამოსვლისას ტედ პომ 2008 წელს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ აქვს ოკუპირებული. მისი განცხადებით, სწორედ ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც არ შეიცვლება.

"მე ვიმყოფებოდი საქართველოში 2008 წელს, რუსეთის მიერ შემოჭრიდან და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ერთი კვირის შემდეგ. ვნახე რუსული ტანკები. რუსებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ თქვენი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ასეთია, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან ეს სიმართლეა. რუსები ასევე უკანონოდ ახდენენ უკრაინის ოკუპაციას", - განაცხადა კონგრესმენმა.

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "დემოკრატია ნამდვილად მუშაობს".

"გვინდა, ჩვენი დემოკრატიების გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ. დემოკრატია რთული საქმეა. ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დემოკრატია არ მუშაობს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან დემოკრატია აჩვენებს, რომ ის ნამდვილად მუშაობს. როდესაც ხალხს შეუძლია განსხვავებული აზრების გახმოვანება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა და როდესაც გყავთ სპიკერი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ეს აჩვენებს, რომ დემოკრატია მუშაობს. ვამაყობ, რომ კონგრესმენ ჯერი კონოლისთან ერთად, ვარ მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე. ჩვენ, ასევე, ვართ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომელსაც საქართველომ გასულ წელს უმასპინძლა. ვფიქრობ, რომ ეს ბევრს მეტყველებს საქართველოსა და დასავლეთის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზე",- განაცხადა ტედ პომ.

მიღებას, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად გაიმართა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."