ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ტაივანში ავთერშოკები გრძელდება. მაშველები ცდილობენ, ათობით დაკარგული ადამიანი შენობების ნანგრევებში მოძებნონ.
CNN-ის ინფორმაციით, სულ მცირე 9 ადამიანი გარდაიცვალა და 267 დაშავდა სამშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. დანგრეულია შენობები, ხიდები, დაზიანდა გზები. ხელისუფლების ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები ზარალი რკინიგზას მიადგა, ქალაქ ჰუალინის მიმართულებით გადაიდო ფრენები.
ჰუალინში მცხოვრები მელინდა იუ, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე ცხოვრობდა, ამბობს, რომ მისი 50-ე დაბადების დღეს ზეიმობდა, როდესაც სახლი ძლიერად შეზანზარდა. იგრძნო, როგორ ჩაიშალა იატაკი და როდესაც მტვერი გაიფანტა, აღმოაჩინა, რომ პირველ სართულზე იყო.
"ვიღაცამ გარედან დამიძახა "მომეცი ხელი!" და ნანგრევებიდან გამათრია," - ამბობს მელინდა.
ხალხის ნანგრევებიდან გამოყვანას 600 სამხედრო პირი და 750 მეხანძრე ცდილობს.