პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეკო ცდილობს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს" - ცნობილი მორაგბე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია
"მეკო ცდილობს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს" - ცნობილი მორაგბე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

"მეკო ცდი­ლობს, საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გეს" - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­სის" ეთერ­ში მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ნუკ­რი კვი­ნი­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"მე­რაბ კი­რი­კაშ­ვი­ლი ის პი­როვ­ნე­ბა არ არის, რო­მე­ლიც რა­ი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს. მას სა­ერ­თოდ არ უნ­დო­და ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნა. მე მის­მა მე­გობ­რებ­მა მთხო­ვეს, რომ საქ­მე­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. ის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ად­ვო­კა­ტის ყო­ლის. თვი­თონ და­ი­ნა­ხა რაც მოხ­და ავა­რი­ის დღეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ რა მოხ­და ის გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­დე­ბო­და" - ამ­ბობს კვი­ნი­კა­ძე.

ად­ვო­კა­ტი ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი პა­პას­კი­რის დე­დის მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ პოსტსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ნანა თო­დუა მომ­ხდა­რის გამო მო­რაგ­ბის დას­ჯას ითხოვ­და.

"არ მიკ­ვირს ეს ემო­ცია, ვი­ზი­ა­რებ ამ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. ცუდი ფაქ­ტი მოხ­და, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი მშობ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა, მაგ­რამ თუ მე­კოს ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა, მხო­ლოდ იმის გამო, რომ ეს ფაქ­ტი მოხ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, მეკო და­ი­სა­ჯოს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­რა­ბის კონ­ტაქტს ამ ოჯახ­თან, მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი პა­პას­კი­რის მა­მას არა­ერ­თხელ შეხ­ვდა... სამ­ძი­მარ­ზეც იყო. მე­კოც გა­ნიც­დის მომ­ხდარ ფაქტს. ავ­ტო­კა­ტასრტო­ფის დროს მისი მე­უღ­ლეც გარ­და­იც­ვა­ლა, მა­საც დარ­ჩა ოთხი შვი­ლი. ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და და ცდი­ლობს, რომ იმ ოჯახს შე­რი­გე­ბო­და, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა..." - გა­ნა­ცხა­და კვი­ნი­კა­ძემ.

ნა­ხეთ ვიდე: "კვი­რი­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და მო­ცუ­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა გა­ეს­წო­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო" - ნუკ­რი კვი­ნი­კა­ძე

2016 წლის ზა­ფხულ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მეს ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო იხი­ლავს. პრო­ცე­სი ხვალ, 15:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი და მას მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლიც და­ეს­წრე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ზე, რო­მელ­საც 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მძი­მე ავა­რი­ის დროს ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, გი­ორ­გი პა­პას­კი­რი და ნუცა კა­ლან­და­რია, ასე­ვე მათი მე­გო­ბა­რი ანი ჩხა­ი­ძე გარ­და­იც­ვალ­ნენ. მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად მძი­მედ და­შავ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის დროს სა­ჭეს­თან ქარ­თვე­ლი "ბორ­ჯღა­ლო­სა­ნი" მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი იჯდა, რო­მელ­საც 4 შვი­ლი დარ­ჩა აღ­საზ­რდე­ლი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მო­რაგ­ბე­ე­ბის ავა­რი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლის დედა მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის დას­ჯას ითხოვს - "მე მის­თვის ცოლი არ მო­მიკ­ლავს, მან შვი­ლე­ბი მო­მიკ­ლა!"

"მეკო ცდილობს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს" - ცნობილი მორაგბე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

"მეკო ცდილობს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს" - ცნობილი მორაგბე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

"მეკო ცდილობს, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ განაცხადა.

"მერაბ კირიკაშვილი ის პიროვნება არ არის, რომელიც რაიმე მდგომარეობას გამოიყენებს. მას საერთოდ არ უნდოდა ადვოკატის აყვანა. მე მისმა მეგობრებმა მთხოვეს, რომ საქმეში ჩავრთულიყავი. ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ადვოკატის ყოლის. თვითონ დაინახა რაც მოხდა ავარიის დღეს და დარწმუნებული იყო, რომ რა მოხდა ის გამოძიებით დადგინდებოდა" - ამბობს კვინიკაძე.

ადვოკატი ავარიის დროს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედის მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებულ პოსტსაც გამოეხმაურა, სადაც ნანა თოდუა მომხდარის გამო მორაგბის დასჯას ითხოვდა.

"არ მიკვირს ეს ემოცია, ვიზიარებ ამ ოჯახის მწუხარებას. ცუდი ფაქტი მოხდა, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლების გარეშე დარჩა, მაგრამ თუ მეკოს ბრალეულობა არ იკვეთება, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ფაქტი მოხდა, აუცილებელი არ არის, მეკო დაისაჯოს. რაც შეეხება მერაბის კონტაქტს ამ ოჯახთან, მერაბ კვირიკაშვილი პაპასკირის მამას არაერთხელ შეხვდა... სამძიმარზეც იყო. მეკოც განიცდის მომხდარ ფაქტს. ავტოკატასრტოფის დროს მისი მეუღლეც გარდაიცვალა, მასაც დარჩა ოთხი შვილი. ის ყველანაირად ცდილობდა და ცდილობს, რომ იმ ოჯახს შერიგებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა..." - განაცხადა კვინიკაძემ.

ნახეთ ვიდე: "კვირიკაშვილი ცდილობდა მოცურებული მანქანა გაესწორებინა, მაგრამ ვერ შეძლო" - ნუკრი კვინიკაძე

2016 წლის ზაფხულში მომხდარი ავარიის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს. პროცესი ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული და მას მერაბ კვირიკაშვილიც დაესწრება.

ცნობისთვის, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს საჭესთან ქართველი "ბორჯღალოსანი" მერაბ კვირიკაშვილი იჯდა, რომელსაც 4 შვილი დარჩა აღსაზრდელი.

ასევე წაიკითხეთ: მორაგბეების ავარიაში გარდაცვლილის დედა მეკო კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს - "მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან შვილები მომიკლა!"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ