ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ათობით ადამიანს ისევ ეძებენ, 40-ზე მეტი, სავარაუდოდ, ქალაქ ჰუალინის მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებშია ჩარჩენილი.
6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანში სამშაბათს, გვიან საღამოს მოხდა. შედეგად სულ მცირე 7 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავდა 258. სტიქიამ დააზიანა ხიდები და გზები.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანდა, რომ დანგრეული შენობებიდან კვამლი დღეს დილითაც ამოდიოდა, ქუჩებში მეხანძრეები პატრულირებენ.
ქალაქ ჰუალინში 76 ადამიანს ეძებენ. დანგრეული სასტუმრო "მარშალიდან" მაშველებმა ცოტა ხნის წინ ორი თანამშრომელი გამოიყვანეს.