თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, დღეს მდინარე ძევრულაში გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცის დაკარგვის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე წერდა და ძებნაში დახმარებას ითხოვდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.