მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?
"ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?

თბი­ლის­ში, დიღ­მის მა­სივ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში თავს და­ესხნენ აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რანს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნიკ დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­სა და მის შვილს. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს გუ­გე­შაშ­ვი­ლის ვაჟი, თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი კი დაჭ­რი­ლია. "დოდო თა­ვი­სი ფე­ხით ჩა­მო­ვი­და მე-13-დან მე-11 სარ­თუ­ლამ­დე და იქ წა­იქ­ცა, სის­ხლი სდი­ო­და, თან ყვი­რო­და, მიშ­ვე­ლეთ, შვი­ლი მო­მიკ­ლე­სო. მა­შინ­ვე სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხეთ", - მო­უყ­ვა ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ყო­ველ­თა­ოდ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც ორ­გა­ნი­ზა­ცია "მხედ­რი­ო­ნი" გა­მო­ვი­და ას­პა­რეზ­ზე. ეს იყო დრო, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა იმ­პე­რი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და, თუმ­ცა იმ­ჟა­მად ჯერ არა­ვინ იცო­და, რომ მის ნან­გრე­ვებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი მსხვერ­პლით მოხ­ვდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო, რომ­ლი­და­ნაც თა­ვის დახ­სნას ათწლე­უ­ლე­ბი დას­ჭირ­დე­ბო­და.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მხედ­რი­ო­ნი" 1989 წელს ჯაბა იო­სე­ლი­ან­მა და­ა­ფუძნა. მისი შექ­მნის მთა­ვარ მიზ­ნად ეთ­ნო­კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა და­სა­ხელ­და. იმ­ხა­ნად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი იყო ბორ­ჩა­ლოს ავ­ტო­ნო­მი­ა­ზე ლა­პა­რა­კი, რაც სა­ბო­ლო­ოდ მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და, თუმ­ცა...

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი წევ­რე­ბი იყ­ვნენ: დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი, გიგა არ­ვე­ლა­ძე, ზაზა ვე­ფხვა­ძე, გია სვა­ნა­ძე და სხვა­ნი. "მხედ­რი­ო­ნი"უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ცი­ა­ში, რომ­ლე­ბიც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბო­და. ორ­გა­ნი­ზა­ცია აგ­რეთ­ვე იყო 1991 წელს პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მო­წყო­ბი­ლი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ­ხა­ნად ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მას დღემ­დე მი­იჩ­ნე­ვენ ამ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად.

ორ­გა­ნი­ზა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად პატ­რი­ო­ტუ­ლი მიზ­ნე­ბით შე­იქ­მნა და დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად დე­მოკ­რა­ტი­ულ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. "მხედ­რი­ო­ნი" რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1991-1992 წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­ში; 1992-1993 წლებ­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­თა საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის ჩახ­შო­ბა­სა და აფხა­ზე­თის ომში.

სწო­რედ ამ დრო­ის­თვის გახ­და ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის სა­ხე­ლიც, რო­მელ­საც ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ ჯაბა იოს­ლი­ა­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლა­დაც.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის საკ­მა­ოდ კარ­გი მებ­რძო­ლი გახ­ლდათ, საბ­რძო­ლო მეტ­სა­ხე­ლით, "მაგ­ნო­ლია". ის თა­ვის რაზმთან ერ­თად იბ­რძო­და წინა ხაზ­ზე გაგ­რა­შიც, ოჩამ­ჩი­რე­შიც, სო­ხუმ­შიც...

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია.

ის ნა­წი­ლის­თვის ქვეყ­ნის მტე­რია, რო­მელ­მაც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შემ­დეგ კი მის მომ­ხრე­ებს სდევ­ნი­და, ზო­გის­თვის კი გმი­რია, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას ბევ­რი რამ შეს­წი­რა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ,"მხედ­რი­ო­ნელ­თა" დიდი ნა­წი­ლი შე­ე­წი­რა აფხა­ზე­თის ომს, ნა­წი­ლი კი იმ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში სუ­ფევ­და, ისი­ნი ხში­რად ურ­თი­ერ­თან­გა­რიშს­წო­რე­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბოდ­ნენ. იმ მე­ო­მარ­თა­გან, ვინც გა­დარ­ჩა, უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის შექ­მნი­ლი ზღაპ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც არა­კა­ცებ­მა გა­მო­ი­გო­ნეს, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რო­ბენ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?

"ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?

თბილისში, დიღმის მასივში საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს გუგეშაშვილის ვაჟი, თავად ქალბატონი კი დაჭრილია. "დოდო თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-13-დან მე-11 სართულამდე და იქ წაიქცა, სისხლი სდიოდა, თან ყვიროდა, მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მაშინვე სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ", - მოუყვა ერთ-ერთი მეზობელი "ინტერპრესნიუსს".

დოდო გუგეშაშვილის სახელი საყოველთაოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორგანიზაცია "მხედრიონი" გამოვიდა ასპარეზზე. ეს იყო დრო, როდესაც ქვეყანა იმპერიისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა, თუმცა იმჟამად ჯერ არავინ იცოდა, რომ მის ნანგრევებში ყველაზე დიდი მსხვერპლით მოხვდებოდა საქართველო, რომლიდანაც თავის დახსნას ათწლეულები დასჭირდებოდა.

საზოგადოებრივ-სამხედრო ორგანიზაცია "მხედრიონი" 1989 წელს ჯაბა იოსელიანმა დააფუძნა. მისი შექმნის მთავარ მიზნად ეთნოკონფლიქტების დარეგულირება დასახელდა. იმხანად გააქტიურებული იყო ბორჩალოს ავტონომიაზე ლაპარაკი, რაც საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა...

ორგანიზაციის საყოველთაოდ ცნობილი წევრები იყვნენ: დოდო გუგეშაშვილი, გიგა არველაძე, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე და სხვანი. "მხედრიონი"უშუალოდ მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში, რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდებოდა. ორგანიზაცია აგრეთვე იყო 1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების მონაწილე. მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ჯაბა იოსელიანი ციხეში იმყოფებოდა, მას დღემდე მიიჩნევენ ამ გადატრიალების ერთ-ერთ ორგანიზატორად.

ორგანიზაცია თავდაპირველად პატრიოტული მიზნებით შეიქმნა და დეკლარირებულად დემოკრატიულ მიზნებს ემსახურებოდა. "მხედრიონი" როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა 1991-1992 წლების მოვლენებში; 1992-1993 წლებში ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობასა და აფხაზეთის ომში.

სწორედ ამ დროისთვის გახდა ყველასთვის ცნობილი დოდო გუგეშაშვილის სახელიც, რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ ჯაბა იოსლიანის მარჯვენა ხელადაც.

როგორც ამბობენ, ის საკმაოდ კარგი მებრძოლი გახლდათ, საბრძოლო მეტსახელით, "მაგნოლია". ის თავის რაზმთან ერთად იბრძოდა წინა ხაზზე გაგრაშიც, ოჩამჩირეშიც, სოხუმშიც...

ჩვენს საზოგადოებაში მისი საქმიანობის შეფასება წინააღმდეგობრივია.

ის ნაწილისთვის ქვეყნის მტერია, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი მის მომხრეებს სდევნიდა, ზოგისთვის კი გმირია, რომელმაც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას ბევრი რამ შესწირა.

მოგეხსენებათ,"მხედრიონელთა" დიდი ნაწილი შეეწირა აფხაზეთის ომს, ნაწილი კი იმ განუკითხაობას, რაც ქვეყანაში სუფევდა, ისინი ხშირად ურთიერთანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებოდნენ. იმ მეომართაგან, ვინც გადარჩა, უმეტესობა მიიჩნევს, რომ დოდო გუგეშაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართული დისკრედიტაციისთვის შექმნილი ზღაპრებია, რომლებიც არაკაცებმა გამოიგონეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ...  განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ