პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის მე­ხუ­თე დღე და­ი­წყე­ბა 08:56-ზე, მთვა­რე ლომ­შია – ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი ხართ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ. უნდა და­იც­ვათ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი. და­ას­რუ­ლეთ რაც და­ი­წყეთ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა – ავე­ჯის გა­და­წყო­ბი­დან ბიზ­ნე­სის კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვლამ­დე. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის წარ­მარ­თვა. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, კარ­გია ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბადაგონის" დამფუძვნებელი კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლაზე კომენტარს აკეთებს
"ბადაგონის" დამფუძვნებელი კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლაზე კომენტარს აკეთებს

კომ­პა­ნია "ბა­და­გო­ნის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, ბიზ­ნეს­მენ და­ვით ბეჟუ­აშ­ვილს სურს.

გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ამ და ად­ვო­კატ­მა ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ, "ბა­და­გონ­ში" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის შეს­ვლის სა­კი­თხზე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს.

რო­გორც "ბა­და­გო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, 11 წლის შემ­დეგ კვლავ მოხ­და ის ფაქ­ტი, რო­მელ­მაც ყვე­ლა აღაშ­ფო­თა. მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნი­ის სა­თა­ვო ოფის­სა და ორი­ვე ქარ­ხა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ მოხ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სის პა­რა­ლი­ზე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა, რომ მათ აქვთ უფ­ლე­ბა, ჩა­ა­ტა­რონ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

"მათ გან­გვი­მარ­ტეს, რომ არის გარ­კვე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ჩვენ ამ საქ­მის აღ­ძვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით", - გა­ნა­ცხა­და სა­ლა­ყა­ი­ამ.

სა­ლა­ყა­ი­ას თქმით, დღეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იყო სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს რო­დე­საც "ბა­და­გო­ნი" გახ­და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­სპორ­ტში 250 კომ­პა­ნი­ას შო­რის ლი­დე­რი, "ბა­და­გო­ნი" გახ­და გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მათ და­ი­წყეს ბრძო­ლა კომ­პა­ნი­ის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად.

გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ამ რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ამ პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

"ეს გახ­ლავთ და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბულ პარ­ლა­მენ­ტა­რად თუ ბიზ­ნეს­მე­ნად ით­ვლე­ბა. ამ ადა­მი­ან­მა 2006 წლი­დან და­ი­წყო მოქ­მე­დე­ბე­ბი "ბა­და­გო­ნის" ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბა. ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს 2006 წლის მოვ­ლე­ნე­ბი, თუ რა გა­და­ვი­ტა­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ლა­ყა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნი­ა­ზე 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კი­დევ ერთი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და.

"2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩვენ­თან შე­მო­ვი­და ასე­ვე სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცია. პა­რა­ლე­ლუ­რად, შექ­მნეს ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი ვი­თომ კომ­პა­ნია და იყო პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბა, რომ ჩვენ გარ­კვე­უ­ლი წილი უნდა დაგ­ვეთ­მო. მთელ ამ პრო­ცესს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ჩემი შე­ფა­სე­ბით, და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი და ასე­ვე სა­ვა­რა­უ­დოდ, კახა და­მე­ნია, რო­მე­ლიც იყო ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და მა­შინ რე­ა­ლუ­რად ჩვენ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა მა­შინ­დელ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, რაც ქვე­ყა­ნა­ში მოხ­და, მათ ვერ მო­ას­წრეს კომ­პა­ნი­ის მით­ვი­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ლა­ყა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წელი გა­ვი­და, კომ­პა­ნი­ამ ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი გა­და­ი­ტა­ნა. ამ­ჟა­მად კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 600 ადა­მი­ა­ნი და მისი წარ­მა­დო­ბა გა­სამ­მა­გე­ბუ­ლია.

"დღეს, რო­დე­საც "ბა­და­გო­ნი" აღ­მავ­ლო­ბის გზა­ზეა, ჩემი ვა­რა­უ­დით, ბა­ტო­ნი ბეჟუ­აშ­ვი­ლი უკავ­შირ­დე­ბა თაღ­ლი­თო­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნილს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს ვლა­დი­მერ ჯან­ჯღა­ვას და მას და­ა­წე­რი­ნეს გან­ცხა­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ის, რომ ამ ადა­მი­ანს არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია კომ­პა­ნია "ბა­და­გონ­თან", - გა­ნა­ცხა­და სა­ლა­ყა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, 2014 წელს უცხო­უ­რი კომ­პა­ნია "გრა­კო­რო ტრე­დინ­გის­გან", რო­მე­ლიც "ბა­და­გო­ნის" 60%-იან წილს ფლობ­და, გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ამ იყი­და ეს წილი, თუმ­ცა ის აცხა­დებს, რომ ვლა­დი­მერ ჯან­ჯა­ღა­ვას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი "გრა­კო­რო

ტრე­დინგთან" იუ­რი­დი­უ­ლად არ დას­ტურ­დე­ბა.

გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მან წილი ყო­ველ­გვა­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დაც­ვით შე­ი­ძი­ნა. ამას­თა, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამის შემ­დეგ მას­სა და ჯან­ჯღა­ვას ჰქონ­და ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ის მო­ძებ­ნა და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­მა, და­ა­წე­რი­ნა აბ­სურ­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ თით­ქოს ეს წილი არას­წო­რად იქნა ჩემ­ზე კომ­პა­ნია "გრა­კო­როს­გან" გად­მო­ფორ­მე­ბუ­ლი. ამ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი წე­რი­ლი, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი არც კომ­პა­ნი­ა­ში, არც ჩემ­თან არ არის მო­სუ­ლი, რომ ვინ­მეს რა­ი­მე პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სა­ლა­ყა­ი­ამ.

მან მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხში პი­რა­დად ჩა­ერ­თოს.

სა­ლა­ყა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის და კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე იბ­რძო­ლე­ბენ და კომ­პა­ნი­ას არა­ვის და­უთ­მო­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღეს "ბა­და­გონ­ში" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი შე­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბადაგონის" დამფუძვნებელი კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლაზე კომენტარს აკეთებს

"ბადაგონის" დამფუძვნებელი კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლაზე კომენტარს აკეთებს

კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, კომპანიის ხელში ჩაგდება სავარაუდოდ, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს სურს.

გიორგი სალაყაიამ და ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ცოტა ხნის წინ, "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც "ბადაგონის" დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ განაცხადა, 11 წლის შემდეგ კვლავ მოხდა ის ფაქტი, რომელმაც ყველა აღაშფოთა. მისივე თქმით, კომპანიის სათავო ოფისსა და ორივე ქარხანაში იმყოფებიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მიერ მოხდა საწარმოო პროცესის პარალიზება. მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წარმოადგინეს სასამართლოს განჩინება, რომ მათ აქვთ უფლება, ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედება.

"მათ განგვიმარტეს, რომ არის გარკვეული პიროვნების განცხადება და ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ამ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ ვიყავით", - განაცხადა სალაყაიამ.

სალაყაიას თქმით, დღეს განვითარებული მოვლენები იყო სრული მოულოდნელობა, თუმცა კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, დღეს როდესაც "ბადაგონი" გახდა ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ლიდერი, "ბადაგონი" გახდა გარკვეული პირებისთვის საინტერესო და მათ დაიწყეს ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად.

გიორგი სალაყაიამ რამდენიმე პირი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ.

"ეს გახლავთ დავით ბეჟუაშვილი, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება. ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები "ბადაგონის" ხელში ჩასაგდება. ყველას კარგად ახსოვს 2006 წლის მოვლენები, თუ რა გადავიტანეთ", - განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, კომპანიაზე 2012 წლის არჩევნებამდე კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა.

"2012 წლის თებერვალში ჩვენთან შემოვიდა ასევე საგადასახადო ინსპექცია. პარალელურად, შექმნეს ჩვენი კონკურენტი ვითომ კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, რომ ჩვენ გარკვეული წილი უნდა დაგვეთმო. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა, ჩემი შეფასებით, დავით ბეჟუაშვილი და ასევე სავარაუდოდ, კახა დამენია, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მაშინ რეალურად ჩვენ გადაგვარჩინა მაშინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, რაც ქვეყანაში მოხდა, მათ ვერ მოასწრეს კომპანიის მითვისება", - განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, კომპანიამ ურთულესი პერიოდი გადაიტანა. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 600 ადამიანი და მისი წარმადობა გასამმაგებულია.

"დღეს, როდესაც "ბადაგონი" აღმავლობის გზაზეა, ჩემი ვარაუდით, ბატონი ბეჟუაშვილი უკავშირდება თაღლითობისთვის საერთაშორისო ძებნილს, რუსეთის მოქალაქეს ვლადიმერ ჯანჯღავას და მას დააწერინეს განცხადება. ყველაზე მთავარია ის, რომ ამ ადამიანს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია კომპანია "ბადაგონთან", - განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, 2014 წელს უცხოური კომპანია "გრაკორო ტრედინგისგან", რომელიც "ბადაგონის" 60%-იან წილს ფლობდა, გიორგი სალაყაიამ იყიდა ეს წილი, თუმცა ის აცხადებს, რომ ვლადიმერ ჯანჯაღავას ურთიერთობები "გრაკორო

ტრედინგთან" იურიდიულად არ დასტურდება.

გიორგი სალაყაიას განცხადებით, მან წილი ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით შეიძინა. ამასთა, როგორც მან აღნიშნა, ამის შემდეგ მასსა და ჯანჯღავას ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა.

"სავარაუდოდ, ის მოძებნა დავით ბეჟუაშვილმა, დააწერინა აბსურდული განცხადება, რომ თითქოს ეს წილი არასწორად იქნა ჩემზე კომპანია "გრაკოროსგან" გადმოფორმებული. ამ 3 წლის განმავლობაში არც ერთი წერილი, სატელეფონო ზარი არც კომპანიაში, არც ჩემთან არ არის მოსული, რომ ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდეს", - განაცხადა სალაყაიამ.

მან მიმართა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ აღნიშნულ საკითხში პირადად ჩაერთოს.

სალაყაიას განცხადებით, ის და კომპანიის თანამშრომლები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ და კომპანიას არავის დაუთმობენ.

როგორც ცნობილია, დღეს "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ