სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Falcon Heavy-ის წარმატებული სტარტი - ანუ ახალი ფურცელი კოსმონავტიკის ისტორიაში
Falcon Heavy-ის წარმატებული სტარტი - ანუ ახალი ფურცელი კოსმონავტიკის ისტორიაში

6 თე­ბერ­ვალს, Facebook-ის და Youtube-ის Live-არ­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, პლა­ნე­ტის ყუ­რა­დღე­ბა აშშ-ში, ფლო­რი­დის შტატ­ში მდე­ბა­რე კა­ნა­ვე­რა­ლის კონ­ცხის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი - კე­ნე­დის სა­ხე­ლო­ბის კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრი­დან ილონ მას­კის მო­რი­გი რა­კე­ტის სტარ­ტის მო­ლო­დინ­ში. ერთი შე­ხედ­ვით კოს­მოს­ში რა­კე­ტის გაშ­ვე­ბა­ში ახა­ლი არა­ფე­რია. ყო­ველ­წლი­უ­რად პი­ლო­ტი­რე­ბა­დი და უპი­ლო­ტო სტარ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში ორ­ბი­ტა­ზე 2-3 ათე­უ­ლამ­დე რა­კე­ტას უშ­ვე­ბენ. თუმ­ცა გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო.

ამ­ბი­ცი­უ­რი და არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბით ცნო­ბილ ილონ მასკს, კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი აქვს. 2002 წელს და­არ­სე­ბულ კომ­პა­ნია SpaceX-ზე, სა­დაც მხო­ლოდ 5 000 კაცი მუ­შა­ობს, გა­სულ წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კოს­მო­სუ­რი სტარ­ტე­ბის 24%-ი მო­დის. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით მას­კი რუ­სეთს გა­უ­ტოლ­და.

6 თე­ბერ­ვალს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სტარ­ტი უახ­ლე­სი Falcon Heavy-სთვის პირ­ვე­ლი იყო. ძლი­ე­რი ქა­რის გამო რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­დე­ბუ­ლი გაშ­ვე­ბა, წარ­მა­ტე­ბით შეს­რულ­და. ცაში აჭ­რილ­მა 70 მ-ის სიგ­რის რა­კე­ტამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, ინ­ჟი­ნე­რე­ბის, კონ­სტრუქ­ტო­რე­ბის და თა­ვად ილონ მას­კის იმე­დი სრუ­ლე­ბით გა­ა­მარ­თლა.

დღემ­დე კომ­პა­ნია მხო­ლოდ მძი­მე - Falcon 9-ს ტი­პის რა­კე­ტებს უშ­ვებ­და, რო­მელ­საც და­ბალ საყ­რდენ ორ­ბი­ტა­ზე 22,8 ტონა ტვირ­თი გა­ყავ­და. ახა­ლი Falcon Heavy-ის შემ­თხვე­ვა­ში ეს ციფ­რი - 63,8 ტო­ნაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას მას­კი მარ­სის ათ­ვი­სე­ბის ამ­ბი­ცი­ურ პროგ­რა­მა­ში აპი­რებს.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა გათ­ვლით, წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე Falcon Heavy-ი 17 ტონა ტვირ­თის წა­ღე­ბას შეძ­ლებს.

ზემ­ძი­მე კლა­სის Falcon Heavy-ზე SpaceX-ის გუნ­დი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შაბ­და. კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად ის სა­ბა­ზო Falcon 9-ს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­ზეც გვერ­დე­ბი­დან ამა­ვე Falcon 9-ის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბია და­მაგ­რე­ბუ­ლი. ის­ტო­რი­უ­ლად ზემ­ძი­მე კლა­სის რა­კე­ტებს მხო­ლოდ აშშ და სსრკ ფლობ­და.

ცივი ომის დროს, მთვა­რის და­პყრო­ბის პირ­ვე­ლო­ბის ჟი­ნით შე­პყრო­ბი­ლი მოს­კო­ვი და ვა­შინგტო­ნი, კოს­მო­ნავ­ტი­კას დიდ ყუ­რა­დღე­ბას და ფი­ნან­სებს უთ­მობ­დნენ. ზემ­ძი­მე კლა­სის პირ­ვე­ლი რა­კე­ტა ამე­რი­კუ­ლი Saturn V-ი გახ­და, რო­მელ­მაც პროგ­რა­მა Apollo-ს ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კელ ას­ტრო­ნავ­ტებს მთვა­რე­ზე გად­მოს­ხმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. 110,6 მ-იანი 3 სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი გი­გან­ტის სას­ტარ­ტო წონა 3 000 ტო­ნას აღ­წევ­და.

სსრკ-ში მთვა­რის და შემ­დგომ მარ­სის და­პყრო­ბის­თვის Н-1 ტი­პის ზემ­ძი­მე რა­კე­ტა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ამე­რი­კულ­ზე ის მხო­ლოდ 5 მ-ით და­ბა­ლი იყო, სა­ნაც­ვლოდ 5 სა­ფე­ხუ­რი და 30 სას­ტარ­ტო ძრა­ვა ჰქონ­და. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, სწო­რედ ამ 30 ძრა­ვას ერ­თდრო­ულ ამუ­შა­ვე­ბა­ში მდო­მა­რე­ობ­და (საბ­ჭო­თა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მასკმა ამ სა­კითხს თავი წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა - Falcon Heavy-ი სტარ­ტის­თვის 27 ძრა­ვას ერ­თდრო­უ­ლი ამოქ­მე­დე­ბა იყო სა­ჭი­რო). Н-1-ის ოთხი­ვე საც­დე­ლი სტარ­ტი რა­კე­ტე­ბის აფეთ­ქე­ბით დას­რულ­და. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამე­რი­კუ­ლი Saturn V-ის ცა­მე­ტი­ვე გაშ­ვე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. თუმ­ცა მე­ტის­მე­ტად დიდ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ პრო­ექტს წერ­ტი­ლი და­უს­ვა.

სა­სარ­გებ­ლო დატ­ვირ­თვის სა­ხით Falcon Heavy-იმ ორ­ბი­ტა­ზე ილონ მას­კის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი - Tesla Roadster-ი გა­იყ­ვა­ნა. თა­ვად მას­კის გან­ცხა­დე­ბით, მას ახა­ლი­სებს იდეა, რომ ოდეს­ღაც მის ავ­ტო­მო­ბილს შე­იძ­ლე­ბა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­მა მი­აგ­ნონ.

ჰე­ლი­ო­ცენ­ტრულ ორ­ბი­ტა­ზე მოხ­ვედ­რი­ლი წი­თე­ლი Tesla Roadster-ი, რო­მელ­შიც მა­ნე­კე­ნი-ას­ტრო­ნავ­ტი Starman-ი ზის, დიდ ელიფსზე იმოძ­რა­ვებს და მო­ნაც­ვლე­ო­ბით წი­თელ პლა­ნე­ტას და მზეს შე­მო­უვ­ლის. სტარ­ტი­სას აუ­დიო სის­ტე­მა დე­ვიდ ბო­უ­ის ცნო­ბილ სიმ­ღე­რას - Life on Mars? უკ­რავ­და.

დღე­ის­თვის არ­სე­ბულ და პერ­სპექ­ტი­ულ რა­კე­ტებ­თან შე­და­რე­ბით, მას­კის Falcon-ების უპი­რა­ტე­სო­ბა ნა­წი­ლობ­რივ მრა­ვალ­ჯე­რად კონ­სტრუქ­ცი­ა­შია. საწ­ვა­ვის მა­რა­გის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი უკან, დე­და­მი­წა­ზე ბრუნ­დე­ბა. Falcon Heavy-ის შემ­თხვე­ვა­ში, გვერ­დი­თი ბლო­კე­ბი მი­წა­ზე ერ­თდრო­უ­ლად და პრაქ­ტი­კუ­ლად სინ­ქრო­ნუ­ლად და­ეშ­ვნენ. მე­სა­მე ბლოკს კი არ გა­უ­მარ­თლა. გეგ­მით ის ზღვა­ში მოდ­რე­ი­ფე პლატ­ფორ­მა­ზე უნდა დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ბლო­კი დაშ­ვე­ბის წერ­ტი­ლი­დან 100 მ-ის მო­შო­რე­ბით ზღვა­ში ჩა­ვარ­და და და­იმ­ტვრა.

ნა­ხევ­რად მრა­ვალ­ჯე­რა­დი კონ­სტრუქ­ცი­ის წყა­ლო­ბით, სე­რი­უ­ლი Falcon Heavy-ის გაშ­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 90-120 მლნ დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. შე­და­რე­ბის­თვის, ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი ტვირ­თამ­წე­ო­ბის რა­კე­ტის - ამე­რი­კუ­ლი Delta IV Heavy-ს სტარ­ტი 164-400 მლნ დო­ლა­რი ღირს. თა­ნაც მისი ტვირ­თამ­წე­ო­ბა მხო­ლოდ 29 ტო­ნაა.

2018 წელს Falcon Heavy-ის ორი სტარ­ტია და­გეგ­მი­ლი. პირ­ვე­ლი - Arabsat 6A სა­უ­დის არა­ბე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მე­ო­რე - Space Test Program 2-ი აშშ-ს თავ­დაც­ვის უწყე­ბის დაკ­ვე­თით.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

ლუხუმი
0

:თუ კი გაიხსნა უფლის ბაგენი,

და დაფარული გამჟღავნდა მისი,

ჭეშმარიტებას თუ მივაგენით,

ჩვენ გავფრინდებით არუნდა ფიცი,

მაგრამ ეგ არის საჭირბოროტო,

სად მიგვიყვანენ უცნობი გზები?

რადგან არ ვიცით, რით გავფრინდებით

 ანგელოზის თუ ეშმაკის ფრთებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

Falcon Heavy-ის წარმატებული სტარტი - ანუ ახალი ფურცელი კოსმონავტიკის ისტორიაში

Falcon Heavy-ის წარმატებული სტარტი - ანუ ახალი ფურცელი კოსმონავტიკის ისტორიაში

6 თებერვალს, Facebook-ის და Youtube-ის Live-არხების საშუალებით, პლანეტის ყურადღება აშშ-ში, ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხისკენ იყო მიმართული - კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ილონ მასკის მორიგი რაკეტის სტარტის მოლოდინში. ერთი შეხედვით კოსმოსში რაკეტის გაშვებაში ახალი არაფერია. ყოველწლიურად პილოტირებადი და უპილოტო სტარტების ფარგლებში ორბიტაზე 2-3 ათეულამდე რაკეტას უშვებენ. თუმცა გუშინდელი შემთხვევა სრულიად განსხვავებული იყო.

ამბიციური და არაორდინალური იდეებით ცნობილ ილონ მასკს, კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებით, შორს მიმავალი გეგმები აქვს. 2002 წელს დაარსებულ კომპანია SpaceX-ზე, სადაც მხოლოდ 5 000 კაცი მუშაობს, გასულ წელს განხორციელებული კოსმოსური სტარტების 24%-ი მოდის. ამ მაჩვენებლით მასკი რუსეთს გაუტოლდა.

6 თებერვალს განხორციელებული სტარტი უახლესი Falcon Heavy-სთვის პირველი იყო. ძლიერი ქარის გამო რამდენჯერმე გადადებული გაშვება, წარმატებით შესრულდა. ცაში აჭრილმა 70 მ-ის სიგრის რაკეტამ სპეციალისტების, ინჟინერების, კონსტრუქტორების და თავად ილონ მასკის იმედი სრულებით გაამართლა.

დღემდე კომპანია მხოლოდ მძიმე - Falcon 9-ს ტიპის რაკეტებს უშვებდა, რომელსაც დაბალ საყრდენ ორბიტაზე 22,8 ტონა ტვირთი გაყავდა. ახალი Falcon Heavy-ის შემთხვევაში ეს ციფრი - 63,8 ტონაა. აღნიშნული რაკეტის გამოყენებას მასკი მარსის ათვისების ამბიციურ პროგრამაში აპირებს.

სპეციალისტთა გათვლით, წითელ პლანეტაზე Falcon Heavy-ი 17 ტონა ტვირთის წაღებას შეძლებს.

ზემძიმე კლასის Falcon Heavy-ზე SpaceX-ის გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაბდა. კონსტრუქციულად ის საბაზო Falcon 9-ს წარმოადგენს, რომელზეც გვერდებიდან ამავე Falcon 9-ის პირველი საფეხურებია დამაგრებული. ისტორიულად ზემძიმე კლასის რაკეტებს მხოლოდ აშშ და სსრკ ფლობდა.

ცივი ომის დროს, მთვარის დაპყრობის პირველობის ჟინით შეპყრობილი მოსკოვი და ვაშინგტონი, კოსმონავტიკას დიდ ყურადღებას და ფინანსებს უთმობდნენ. ზემძიმე კლასის პირველი რაკეტა ამერიკული Saturn V-ი გახდა, რომელმაც პროგრამა Apollo-ს ფარგლებში, ამერიკელ ასტრონავტებს მთვარეზე გადმოსხმის შესაძლებლობა მისცა. 110,6 მ-იანი 3 საფეხურიანი გიგანტის სასტარტო წონა 3 000 ტონას აღწევდა.

სსრკ-ში მთვარის და შემდგომ მარსის დაპყრობისთვის Н-1 ტიპის ზემძიმე რაკეტაზე მუშაობდნენ. ამერიკულზე ის მხოლოდ 5 მ-ით დაბალი იყო, სანაცვლოდ 5 საფეხური და 30 სასტარტო ძრავა ჰქონდა. მთავარი პრობლემა, სწორედ ამ 30 ძრავას ერთდროულ ამუშავებაში მდომარეობდა (საბჭოთა სპეციალისტებისგან განსხვავებით, მასკმა ამ საკითხს თავი წარმატებით გაართვა - Falcon Heavy-ი სტარტისთვის 27 ძრავას ერთდროული ამოქმედება იყო საჭირო). Н-1-ის ოთხივე საცდელი სტარტი რაკეტების აფეთქებით დასრულდა. მისგან განსხვავებით, ამერიკული Saturn V-ის ცამეტივე გაშვება წარმატებული იყო. თუმცა მეტისმეტად დიდმა ღირებულებამ პროექტს წერტილი დაუსვა.

სასარგებლო დატვირთვის სახით Falcon Heavy-იმ ორბიტაზე ილონ მასკის კუთვნილი ავტომობილი - Tesla Roadster-ი გაიყვანა. თავად მასკის განცხადებით, მას ახალისებს იდეა, რომ ოდესღაც მის ავტომობილს შეიძლება უცხოპლანეტელებმა მიაგნონ.

ჰელიოცენტრულ ორბიტაზე მოხვედრილი წითელი Tesla Roadster-ი, რომელშიც მანეკენი-ასტრონავტი Starman-ი ზის, დიდ ელიფსზე იმოძრავებს და მონაცვლეობით წითელ პლანეტას და მზეს შემოუვლის. სტარტისას აუდიო სისტემა დევიდ ბოუის ცნობილ სიმღერას - Life on Mars? უკრავდა.

დღეისთვის არსებულ და პერსპექტიულ რაკეტებთან შედარებით, მასკის Falcon-ების უპირატესობა ნაწილობრივ მრავალჯერად კონსტრუქციაშია. საწვავის მარაგის ამოწურვის შემდეგ, პირველი საფეხური უკან, დედამიწაზე ბრუნდება. Falcon Heavy-ის შემთხვევაში, გვერდითი ბლოკები მიწაზე ერთდროულად და პრაქტიკულად სინქრონულად დაეშვნენ. მესამე ბლოკს კი არ გაუმართლა. გეგმით ის ზღვაში მოდრეიფე პლატფორმაზე უნდა დაშვებულიყო. თუმცა ამ ეტაპისთვის დაუდგენელი მიზეზების გამო, ბლოკი დაშვების წერტილიდან 100 მ-ის მოშორებით ზღვაში ჩავარდა და დაიმტვრა.

ნახევრად მრავალჯერადი კონსტრუქციის წყალობით, სერიული Falcon Heavy-ის გაშვების ღირებულება 90-120 მლნ დოლარი იქნება. შედარებისთვის, ამჟამად არსებული ყველაზე დიდი ტვირთამწეობის რაკეტის - ამერიკული Delta IV Heavy-ს სტარტი 164-400 მლნ დოლარი ღირს. თანაც მისი ტვირთამწეობა მხოლოდ 29 ტონაა.

2018 წელს Falcon Heavy-ის ორი სტარტია დაგეგმილი. პირველი - Arabsat 6A საუდის არაბეთის ინტერესებში განხორციელდება, მეორე - Space Test Program 2-ი აშშ-ს თავდაცვის უწყების დაკვეთით.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ნიუ-იორკში გასულ 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი დაიღუპა

თავის ქალაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ, ლაპარაკი საჭირო აღარ იქნება - ილონ მასკის ახალი პროექტი, რომელიც 5 წელიწადში ენებს "გამოუსადეგარს გახდის"

საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია