გამოძიების პირველადი ვერსიით, პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, მათ იცნობდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენსა და დოდო გუგეშაშვილის ოჯახს ნაცნობობა აკავშირებდა", - აღნიშნეს შსს-ში.
დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს ცოტა ხნის წინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი შვილი გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილს კი, რომელიც გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.