ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, 225 კი დაშავდა, ინფორმაციას CNN ავრცელებს. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა.
ამ დრომდე ვერ პოულობენ 145 ადამიანს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჰუალინის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ბიძგი იგრძნეს დედაქალაქ ტაიპეიშიც.
ჰუალიენში მდებარე სასტუმრო "მარშალი" ერთ-ერთი იყო, რომელიც მიწისძვრის დროს დაინგრა. დაშავებულთა უმეტესობა მიწისძვრის დროს სწორედ "მარშალში" იმყოფებოდა. მათგან სულ მცირე 50 - იაპონელი ტურისტია.
მიწისძვრის შედეგად დაინგრა და დაზიანდა ხიდები.
ტაივანის პრეზიდენტის თქმით, სამაშველო ოპერაციები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს და არ დასრულდება, სანამ ყველა ადამიანს არ იპოვიან.