სოციალურ ქსელებში ტაივანში დღეს მომხდარი მიწისძვრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება. ტაივანში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სასტუმრო დაინგრა.
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, შენობის ნანგრევებში 29 ადამიანია მოყოლილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, გზის საფარსა და ტროტუარებზე კი ღრმა ბზარები შეინიშნება.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ადგილზე 100-მდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა.
6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:50 საათზე ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.