დაბა ტაბახმელაში ნაპოვნი 31 წლის თემურ სულაშვილის ცხედარი მშობლიურ სოფელ ჩალაუბანში გადაასვნეს. მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცმეთაური იყო. მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ოჯახი ექსპერტიზის დასკვნამდე მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ სულაშვილს სამსახურში არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია და მათთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მეტიც, სულაშვილი ავღანეთში წასვლას გეგმვადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.