პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის მენეჯერი ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა
კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის მენეჯერი ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "კლი­ნი­კუ­რი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის" ტექ­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი დიდი ოდე­ნო­ბით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, მის­სა­ვე სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ფსი­ქოტ­რო­პულ სა­შუ­ა­ლე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად ყიდ­და.

"დღეს, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "კლი­ნი­კუ­რი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის" ტექ­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი დიდი ოდე­ნო­ბით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, მის­სა­ვე სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ფსი­ქოტ­რო­პულ სა­შუ­ა­ლე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად ყიდ­და. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლის მიერ გა­ყი­დუ­ლი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა პრე­გა­ბა­ლი­ნის შემ­ცვე­ლი პრე­პა­რატ "ლი­რი­კა"-ს 60 აბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. მისი სა­მუ­შაო ოთა­ხის ჩხრე­კი­სას კი ამო­ღე­ბუ­ლია ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა პრე­გა­ბა­ლი­ნის შემ­ცვე­ლი 15 კაფ­სუ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 261-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი­დან ხუთი თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 5 პირი მათ შო­რის 1 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვეს. ჭე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამო­ღე­ბუ­ლია: 44 შეკ­ვრა ჰე­რო­ი­ნის შემ­ცვე­ლი ნარ­კო­ტი­კი, 125 აბი "სუ­ბოქ­სი­ნი" და ჰე­რო­ი­ნის შემ­ცვე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის მენეჯერი ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა

კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის მენეჯერი ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა

სამართალდამცველებმა "კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

"დღეს, რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა "კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ "ლირიკა"-ს 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი მათ შორის 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ჭელიძის განცხადებით, ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი "სუბოქსინი" და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ