პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება - გააკეთებენ თუ არა რომელიმეში შეკიდულ ჭერს
10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება - გააკეთებენ თუ არა რომელიმეში შეკიდულ ჭერს

"თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის" ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის ლე­ვან მეხ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წელს 10 მეტ­რო­სად­გუ­რის რე­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა.

მეხ­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მეტ­რო "ვარ­კე­თილ­ში" გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი, ალ­ბათ, გამ­კაცრ­დე­ბა.

"გა­სულ პა­რას­კევს მივ­მარ­თეთ კომ­პა­ნი­ებს და სამ­ხა­რე­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­როს, რომ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ მეტ­რო­სად­გუ­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ექ­სპერ­ტი­ზა მდგრა­დო­ბა­ზე და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დე­გე­ბი არ გვაქვს. კვი­რის ბო­ლომ­დე ვე­ლო­დე­ბით პა­სუ­ხებს. თუ იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი დას­კვნა, სა­მუ­შა­ო­ებს გა­ნა­ახ­ლე­ბენ. თუ ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოვ­ლინ­და, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა საპ­რო­ექ­ტო და სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებს და­ე­კის­რე­ბათ. კონ­კრე­ტულ ვა­დას, რო­დის იქ­ნე­ბა დას­კვნე­ბი, ვერ გე­ტყვით. ექ­სპერ­ტე­ბი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მეხ­რიშ­ვილ­მა.

რო­გორც მეხ­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, მეტ­რო "ვარ­კე­თი­ლის" მსგავ­სი შე­კი­დუ­ლი ჭერი არც ერთ მეტ­რო­სად­გურ­ში არ კეთ­დე­ბა.

"ძველ სა­კი­დებ­ზე, რო­გორც ეს "ვარ­კე­თი­ლის" შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, შე­კი­დუ­ლი ჭერი არც ერთ მეტ­რო­სად­გურ­ში არ კეთ­დე­ბა. მა­ში­ნაც, რო­დე­საც მეტ­რო "ვარ­კე­თილს" ვა­კე­თებ­დით, შე­მოწ­მდა, რამ­დე­ნად მყა­რი იყო ის ან­კე­რე­ბი ახა­ლი ჭე­რის­თვის. მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს დას­კვნა, რომ ის ვარ­გი­სია ხან­გრძლი­ვი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის. ამი­ტომ კომ­პა­ნი­ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­აგ­რძე­ლა. დას­კვნა მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ, ინ­ჟი­ნერ-კონ­სტრუქ­ტო­რის­გან. შე­მოწ­მე­ბა გა­კეთ­და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით და ამით დავ­კმა­ყო­ფილ­დით, რომ ეს სა­კი­დე­ბი მყა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დგომ შე­მოწ­მე­ბას, ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, ვინ შე­ა­მოწ­მა შემ­დგომ ეს სა­მუ­შაო და იყო თუ არა ეს შპს "ყვა­რელ­რემმ­შე­ნის" მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია", - გა­ნა­ცხა­და მეხ­რიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი, ალ­ბათ, გამ­კაცრ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის: "სამ­გო­რის", "გუ­რა­მიშ­ვი­ლის" და "ავ­ლაბ­რის" სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და წელს ასე­ვე იგეგ­მე­ბა 10 მეტ­რო­სად­გუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ეს მეტ­რო­სად­გუ­რე­ბია: "სად­გუ­რის მო­ე­და­ნი 1", "სად­გუ­რის მო­ე­და­ნი 2", "სად­გუ­რის მო­ე­და­ნი 3", "ნა­ძა­ლა­დე­ვი", "ისა­ნი", "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი", "წე­რე­თე­ლი", "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი", "რუს­თა­ვე­ლი", "სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი".

"უახ­ლო­ეს ხან­ში და­ვი­წყებთ პრო­ცე­დუ­რებს. გა­მო­ცხად­დე­ბა საპ­რო­ექ­ტო გა­ნა­ცხა­დე­ბის კონ­კურ­სი და შემ­დგომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის­თვის გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი", - და­ძი­ნა მეხ­რიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება - გააკეთებენ თუ არა რომელიმეში შეკიდულ ჭერს

10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება - გააკეთებენ თუ არა რომელიმეში შეკიდულ ჭერს

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ტექნიკური დირექტორის ლევან მეხრიშვილის ინფორმაციით, 2018 წელს 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება.

მეხრიშვილი აცხადებს, რომ მეტრო "ვარკეთილში" განვითარებული მოვლენების შემდეგ, სამუშაოების ჩაბარების პროცესი, ალბათ, გამკაცრდება.

"გასულ პარასკევს მივმართეთ კომპანიებს და სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ დაჩქარებული წესით შეემოწმებინათ მეტროსადგურებში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ექსპერტიზა მდგრადობაზე და უსაფრთხოებაზე. ჯერჯერობით შედეგები არ გვაქვს. კვირის ბოლომდე ველოდებით პასუხებს. თუ იქნება დადებითი დასკვნა, სამუშაოებს განაახლებენ. თუ ხარვეზები გამოვლინდა, პასუხისმგებლობა საპროექტო და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს დაეკისრებათ. კონკრეტულ ვადას, როდის იქნება დასკვნები, ვერ გეტყვით. ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ", - განაცხადა მეხრიშვილმა.

როგორც მეხრიშვილი ამბობს, მეტრო "ვარკეთილის" მსგავსი შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება.

"ძველ საკიდებზე, როგორც ეს "ვარკეთილის" შემთხვევაში მოხდა, შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება. მაშინაც, როდესაც მეტრო "ვარკეთილს" ვაკეთებდით, შემოწმდა, რამდენად მყარი იყო ის ანკერები ახალი ჭერისთვის. მიღებული გვაქვს დასკვნა, რომ ის ვარგისია ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ამიტომ კომპანიამ სამუშაოები გააგრძელა. დასკვნა მიღებული გვაქვს მეცნიერებათა დოქტორ, ინჟინერ-კონსტრუქტორისგან. შემოწმება გაკეთდა ჩვენი თანამშრომლების თანდასწრებით და ამით დავკმაყოფილდით, რომ ეს საკიდები მყარია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ შემოწმებას, ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ შეამოწმა შემდგომ ეს სამუშაო და იყო თუ არა ეს შპს "ყვარელრემმშენის" მიერ დაქირავებული კომპანია", - განაცხადა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ სამუშაოების ჩაბარების პროცესი, ალბათ, გამკაცრდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტროსადგურების: "სამგორის", "გურამიშვილის" და "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები და წელს ასევე იგეგმება 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ეს მეტროსადგურებია: "სადგურის მოედანი 1", "სადგურის მოედანი 2", "სადგურის მოედანი 3", "ნაძალადევი", "ისანი", "თავისუფლების მოედანი", "წერეთელი", "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", "სამედიცინო უნივერსიტეტი".

"უახლოეს ხანში დავიწყებთ პროცედურებს. გამოცხადდება საპროექტო განაცხადების კონკურსი და შემდგომ რეაბილიტაციის პროცესისთვის გარკვეული სამუშაოები", - დაძინა მეხრიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ