მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი სასკოლო ოლიმპიადა "სვიფტი" საქართველოს 9 ქალაქში იწყება
ახალი სასკოლო ოლიმპიადა "სვიფტი" საქართველოს 9 ქალაქში იწყება

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, მე-2-დან მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს, მათ შო­რის პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყოფ და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ არას­რულ­წლოვ­ნებს, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ახალ, ინო­ვა­ცი­ურ ოლიმ­პი­ა­და­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზა­ცია "სვიფ­ტი" 9 ქა­ლაქ­ში გა­მარ­თავს.

ახა­ლი სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­და, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მათ­თვის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ში, ასე­ვე მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

"დღემ­დე, არ­ცერთ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში ასე­თი ოლიმ­პი­ა­და არ ჩა­უ­ტა­რე­ბია. ჩვენ მისი ორ­გა­ნი­ზე­ბა დღეს მო­ზარ­დებ­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­წუ­ხა­რო ტენ­დენ­ცი­ის გამო გა­დავ­წყვი­ტეთ, რათა ბავ­შვებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი რო­ლის, ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და სხვა სა­კი­თხე­ბის ცოდ­ნა გა­ვაღ­რმა­ვოთ," - გან­მარ­ტა სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

ახა­ლი სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია

მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის­თვი­საც, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი ტეს­ტი­რე­ბას ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე არ­სე­ბულ საგ­ნებ­ში გა­ივ­ლი­ან, რაც მათ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

ოლიმ­პი­ა­და ორი ტუ­რის სა­ხით ჩა­ტარ­დე­ბა. პირ­ველ უფა­სო ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და­რე­გის­ტრი­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს უკვე შე­უძ­ლი­ათ, მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სუ­ლებს შო­რის კი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ჩუქ­რად სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში სა­ზა­ფხუ­ლო შე­მეც­ნე­ბით ბა­ნაკ­ში დას­ვე­ნე­ბას მი­ი­ღე­ბენ, რაც მათ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში, და­მა­ტე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ახა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. "სვიფ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ირაკ­ლი ვე­ფხვა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს იმ ფაქტს, რომ თი­თო­ე­ულ სა­გან­სა და სა­ფე­ხურ­ზე ოლიმ­პი­ა­დას 5-5 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბა.

"მა­გა­ლი­თად, მე­ო­რე კლას­ში კონ­კრე­ტულ სა­გან­ში 5 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გვე­ყო­ლე­ბა, მომ­დევ­ნო კლა­სებ­შიც შე­სა­ბა­მი­სად ასე მოხ­დე­ბა, მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში გვე­ყო­ლე­ბა 20 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი მე-9-მე-12 კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბა, ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბულს კი დიპ­ლო­მე­ბი გა­და­ე­ცე­მათ და სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში ერ­თად და­ის­ვე­ნე­ბენ", - დას­ძენს ირაკ­ლი ვე­ფხვა­ძე.

"სვიფ­ტი" არამ­ხო­ლოდ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე, არა­მედ მათ პე­და­გო­გებ­ზეც ზრუ­ნავს. კერ­ძოდ, მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, ამით თა­ვი­ანთ მას­წავ­ლებ­ლებს ერ­თგვარ სა­ჩუ­ქარს გა­უ­კე­თე­ბენ. კერ­ძოდ, ბავ­შვე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში პე­და­გო­გე­ბის წვლი­ლის და­სა­ფა­სებ­ლად და მათი მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად "სვიფტ­მა" სპე­ცი­ა­ლურ ბა­ნა­კებს გა­უ­წია ორ­გა­ნი­ზე­ბა, სა­დაც მათ თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბის ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

"ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ვფიქ­რობთ, რომ მოს­წავ­ლე­თა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პე­და­გო­გის როლი, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­თა აღ­ზრდის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე­ში "სვიფ­ტი" მათი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა," - გან­მარ­ტავს ირაკ­ლი ვე­ფხვა­ძე.

ოლიმ­პი­ა­დის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, "სვიფ­ტი" ყვე­ლა ბავ­შვზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს და ცოდ­ნის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას მის­ცეს, სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყოფ არას­რულ­წლოვ­ნებს სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დის პრო­ექ­ტი გა­აც­ნო. ირაკ­ლი ვე­ფხვა­ძის თქმით, პრე­ზენ­ტა­ცი­ას არას­რუ­წლო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­გან შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია მოყ­ვა. და­ინ­ტე­რე­სე­ბა საკ­მა­ოდ დი­დია და აპი­რე­ბენ, ოლიმ­პი­ა­და­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ, - "ჩვენ მათ გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან "წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში" ერ­თად, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბი გა­და­ვე­ცით და მათ­გან დიდი ინ­ტე­რე­სი მი­ვი­ღეთ, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა," - აღ­ნიშ­ნავს "სვიფ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

ოლიმ­პი­ა­და ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, რად­გან ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის დროს ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის შექ­მნი­ლი ფას­დაკ­ლე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ.

"სვიფ­ტი" პირ­ველ ოლიმ­პი­ა­დას თბი­ლის­ში, თე­ლავ­ში, რუს­თავ­ში, მარ­ნე­ულ­ში, ხა­შურ­ში, ქუ­თა­ის­ში, სამ­ტრე­დი­ა­ში, ბა­თუმ­სა და ზუგ­დიდ­ში დე­დის დღეს, 3 მარტს გა­მარ­თავს, შე­სა­ბა­მი­სად, დე­დებს, რომ­ლე­ბიც შვი­ლებს მხარ­და­სა­ჭე­რად გაჰ­ყვე­ბი­ან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი სურპრი­ზი ელო­დე­ბათ.

ირაკ­ლი ვე­ფხვა­ძის თქმით, სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­ებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი რომ იყოს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად რე­გის­ტრა­ცი­აც ძა­ლი­ან გა­მარ­ტივ­და. კერ­ძოდ, მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" "ოლიმ­პი­ა­და სვიფტს" და­უ­კავ­შირ­დეს ან Swift.com.ge-ზე გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ახალი სასკოლო ოლიმპიადა "სვიფტი" საქართველოს 9 ქალაქში იწყება

ახალი სასკოლო ოლიმპიადა "სვიფტი" საქართველოს 9 ქალაქში იწყება

საქართველოში პირველად, მე-2-დან მე-12 კლასის მოსწავლეებს, მათ შორის პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ და სოციალურად დაუცველ არასრულწლოვნებს, საშუალება ექნებათ ახალ, ინოვაციურ ოლიმპიადაში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც ორგანიზაცია "სვიფტი" 9 ქალაქში გამართავს.

ახალი სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც მოსწავლეების მხარდაჭერას, განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება, ქართულ და ინგლისურ ენებში, ასევე მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში ჩატარდება.

"დღემდე, არცერთ კერძო ორგანიზაციას სამოქალაქო განათლებაში ასეთი ოლიმპიადა არ ჩაუტარებია. ჩვენ მისი ორგანიზება დღეს მოზარდებში არსებული სამწუხარო ტენდენციის გამო გადავწყვიტეთ, რათა ბავშვებში მოქალაქეობრივი როლის, ტოლერანტობისა და სხვა საკითხების ცოდნა გავაღრმავოთ," - განმარტა სასკოლო ოლიმპიადის დამფუძნებელმა.

ახალი სასკოლო ოლიმპიადა ასევე მნიშვნელოვანია

მოსწავლეების სამომავლო გეგმებისთვისაც, რადგან მოსწავლეები ტესტირებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებულ საგნებში გაივლიან, რაც მათ მიღებული ცოდნის გადამოწმების საშუალებას მისცემს.

ოლიმპიადა ორი ტურის სახით ჩატარდება. პირველ უფასო ტურში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირება მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ, მეორე ტურში გადასულებს შორის კი გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც საჩუქრად საქართველოს რომელიმე რეგიონში საზაფხულო შემეცნებით ბანაკში დასვენებას მიიღებენ, რაც მათ სოციალიზაციაში, დამატებითი უნარების განვითარებასა და ახალი ინტერესების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. "სვიფტის" დამფუძნებელი, ირაკლი ვეფხვაძე განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ თითოეულ საგანსა და საფეხურზე ოლიმპიადას 5-5 გამარჯვებული ეყოლება.

"მაგალითად, მეორე კლასში კონკრეტულ საგანში 5 გამარჯვებული გვეყოლება, მომდევნო კლასებშიც შესაბამისად ასე მოხდება, მხოლოდ სამოქალაქო განათლებაში გვეყოლება 20 გამარჯვებული, რადგან აღნიშნული საგანი მე-9-მე-12 კლასებში ისწავლება, ყველა გამარჯვებულს კი დიპლომები გადაეცემათ და საზაფხულო ბანაკში ერთად დაისვენებენ", - დასძენს ირაკლი ვეფხვაძე.

"სვიფტი" არამხოლოდ სკოლის მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე, არამედ მათ პედაგოგებზეც ზრუნავს. კერძოდ, მოსწავლეები, რომლებიც გაიმარჯვებენ, ამით თავიანთ მასწავლებლებს ერთგვარ საჩუქარს გაუკეთებენ. კერძოდ, ბავშვების წარმატებაში პედაგოგების წვლილის დასაფასებლად და მათი მოტივაციის ასამაღლებლად "სვიფტმა" სპეციალურ ბანაკებს გაუწია ორგანიზება, სადაც მათ თავიანთი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებისა და დამატებითი შემეცნებითი აქტივობების განხორციელების საშუალება ექნებათ.

"ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვფიქრობთ, რომ მოსწავლეთა განვითარებისა და წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია პედაგოგის როლი, ამიტომ მოსწავლეთა აღზრდის საპასუხისმგებლო საქმეში "სვიფტი" მათი აქტიური მხარდამჭერი ყოველთვის იქნება," - განმარტავს ირაკლი ვეფხვაძე.

ოლიმპიადის დამფუძნებლები ცდილობენ, "სვიფტი" ყველა ბავშვზე ორიენტირებული იყოს და ცოდნის გამოვლენის საშუალება ყველას მისცეს, სწორედ ამიტომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარებით, ორგანიზაციამ პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს სასკოლო ოლიმპიადის პროექტი გააცნო. ირაკლი ვეფხვაძის თქმით, პრეზენტაციას არასრუწლოვანი მსჯავრდებულებისგან შესაბამისი რეაქცია მოყვა. დაინტერესება საკმაოდ დიდია და აპირებენ, ოლიმპიადაში აქტიურად ჩაერთონ, - "ჩვენ მათ გამომცემლობასთან "წიგნები ბათუმში" ერთად, მხატვრული ლიტერატურა და სპეციალურად მათთვის დამზადებული მაისურები გადავეცით და მათგან დიდი ინტერესი მივიღეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა," - აღნიშნავს "სვიფტის" დამფუძნებელი.

ოლიმპიადა ასევე ხელმისაწვდომი იქნება სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, რადგან ფინალური ტურის საფასურის გადახდის დროს ისინი სპეციალურად მათთვის შექმნილი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

"სვიფტი" პირველ ოლიმპიადას თბილისში, თელავში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ქუთაისში, სამტრედიაში, ბათუმსა და ზუგდიდში დედის დღეს, 3 მარტს გამართავს, შესაბამისად, დედებს, რომლებიც შვილებს მხარდასაჭერად გაჰყვებიან, ორგანიზაციისგან სპეციალური სურპრიზი ელოდებათ.

ირაკლი ვეფხვაძის თქმით, სასკოლო ოლიმპიადის მიმდინარეობის პროცესი მოსწავლეებზე მაქსიმალურად მორგებული რომ იყოს, მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაც ძალიან გამარტივდა. კერძოდ, მოსწავლეს შეუძლია, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "ოლიმპიადა სვიფტს" დაუკავშირდეს ან Swift.com.ge-ზე გაიაროს რეგისტრაცია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ