პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ზარა ჰოუმის პირველი მაღაზია გაიხსნა
საქართველოში ზარა ჰოუმის პირველი მაღაზია გაიხსნა

ინ­დი­ტექს ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი სახ­ლის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი­სა და დე­კო­რის ბრენდმა "ზარა ჰო­უმ­მა" სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია გახ­სნა. ახა­ლი მა­ღა­ზია თბი­ლი­სი მო­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე, 450 კვად­რა­ტულ მეტრზე მეტ ფარ­თობ­ზე გან­თავ­სდა. მა­ღა­ზი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სახ­ლის ნივ­თე­ბი­სა და დე­კო­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კო­ლექ­ცია, მათ შო­რის ზარა ჰოუმ ქიდსი ბავ­შვე­ბის­თვის.

3 თე­ბერ­ვალს მა­ღა­ზი­ის გახ­სნის ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი იყო ჟურ­ნალ Hello-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ნინო იო­სე­ლი­ა­ნი.

მთელს მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დს, ინო­ვა­ცი­უ­რი დი­ზა­ი­ნი­თა და ინ­ტე­რი­ე­რის ელე­გან­ტუ­რი კონ­ცეფ­ცი­ით, უკვე თბი­ლი­სი მო­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე იხი­ლავს მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"ზარა ჰო­უ­მის თბი­ლი­სი მოლ­ში გახ­სნით ჩვენ სახ­ლის მო­დუ­რი დე­კო­რი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ტოპ-ბრენ­დი შე­მოგ­ვყავს ქა­ლა­ქის რჩე­ულ სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ში, რი­თაც სა­ყიდ­ლე­ბის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო ხდე­ბა მო­ლის სტუმ­რე­ბის­თვის. ჩვენ ძა­ლი­ან ბევრ მომ­ხმა­რე­ბელს ვე­ლით თბი­ლი­სი მოლ­ში, რომ­ლებ­საც სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ პირ­ვე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნონ და შე­ი­ძი­ნონ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ექ­სკლუ­ზი­უ­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი ჩვენს ახალ­გახ­სნილ მა­ღა­ზი­ა­ში" – აცხა­დებს დოქ­ტო­რი ია­სინ სი­ბა­რი, ზარა-სა და ინ­დი­ტექს ჯგუ­ფის სა­უ­დის არა­ბე­თის, ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - კომ­პა­ნია Alokair Fashion Retail.

ზარა ჰო­უ­მი არის ინ­დი­ტექს ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი სახ­ლის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი­სა და დე­კო­რის ბრენ­დი, რომ­ლის კო­ლექ­ცი­ე­ბიც ასა­ხავს მო­დის უახ­ლეს ტენ­დენ­ცი­ებს და მო­ი­ცავს: თეთ­რე­ულს, მა­გი­დი­სა და აბა­ზა­ნის­თვის სა­ჭი­რო ტექ­სტილს, ავეჯს, ჭურ­ჭელს და სახ­ლის გა­სა­ფორ­მებ­ლად სა­ჭი­რო სხვა დე­კო­რა­ტი­ულ ნივ­თებს, ისე­ვე რო­გორც სახ­ლის სა­მოსს, აბა­ზა­ნის ნივ­თებ­სა და სხე­უ­ლის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს.

რო­გორც ზარა ჰო­უ­მის ყვე­ლა მა­ღა­ზია მსოფ­ლი­ო­ში, თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­აც ყო­ველ­წლი­უ­რად წარ­მო­ად­გენს უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბით შთა­გო­ნე­ბულ 2 კო­ლექ­ცი­ას. მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბა მოხ­დე­ბა კვი­რა­ში ორ­ჯერ.

2003 წელს პირ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნის შემ­დეგ ზარა ჰო­უ­მი სწრა­ფად გა­ი­ზარ­და და ამ­ჟა­მად 5 კონ­ტი­ნენ­ტის 70-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს 500-ზე მეტი მა­ღა­ზი­ით. 5000-ზე მეტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ზრუ­ნავს, რომ მო­დი­სა და დე­კო­რის უახ­ლე­სი სე­ზო­ნუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის იყოს ასა­ხუ­ლი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გა­ნახ­ლე­ბად კო­ლექ­ცი­ებ­ში. დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დი ქმნის უნი­კა­ლურ კო­ლექ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბა მომ­ხმა­რებ­ლებს შექ­მნან თბი­ლი და მო­დუ­რი ატ­მოს­ფე­რო სახ­ლში.

ზარა ჰო­უ­მი ეკუთ­ვნის ინ­დი­ტექს ჯგუფს, მსოფ­ლი­ო­ში უდი­დეს მო­დის სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ჯგუფს, რო­მე­ლიც 9 ბრენ­დს მო­ი­ცავს ზარა ჰო­უ­მი-ის გარ­და ჯგუფ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Lefties და Uterqüe.

ზარა ჰო­უმს ოპე­რი­რე­ბას უწევს რი­თე­ილ გრუპ ჯორ­ჯია Alokair Fashion Retail, ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ად­გენს 35-ზე მეტ მო­დის ბრენ­დს და მარ­თავს 50-მდე მა­ღა­ზი­ას 2012 წლი­დან.

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

საქართველოში ზარა ჰოუმის პირველი მაღაზია გაიხსნა

საქართველოში ზარა ჰოუმის პირველი მაღაზია გაიხსნა

ინდიტექს ჯგუფში შემავალი სახლისთვის საჭირო ნივთებისა და დეკორის ბრენდმა "ზარა ჰოუმმა" საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა. ახალი მაღაზია თბილისი მოლის პირველ სართულზე, 450 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე განთავსდა. მაღაზიაში წარმოდგენილია სახლის ნივთებისა და დეკორის მრავალფეროვანი კოლექცია, მათ შორის ზარა ჰოუმ ქიდსი ბავშვებისთვის.

3 თებერვალს მაღაზიის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ მედიის წარმომადგენლები. ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო ჟურნალ Hello-ს მთავარი რედაქტორი ნინო იოსელიანი.

მთელს მსოფლიოში პოპულარული ბრენდს, ინოვაციური დიზაინითა და ინტერიერის ელეგანტური კონცეფციით, უკვე თბილისი მოლის პირველ სართულზე იხილავს მომხმარებელი.

"ზარა ჰოუმის თბილისი მოლში გახსნით ჩვენ სახლის მოდური დეკორისა და აქსესუარების ტოპ-ბრენდი შემოგვყავს ქალაქის რჩეულ სავაჭრო სივრცეში, რითაც საყიდლების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება მოლის სტუმრებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრ მომხმარებელს ველით თბილისი მოლში, რომლებსაც საშუალება ექნებათ პირველებმა აღმოაჩინონ და შეიძინონ მრავალფეროვანი ექსკლუზიური კოლექციები ჩვენს ახალგახსნილ მაღაზიაში" – აცხადებს დოქტორი იასინ სიბარი, ზარა-სა და ინდიტექს ჯგუფის საუდის არაბეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის გენერალური დირექტორი - კომპანია Alokair Fashion Retail.

ზარა ჰოუმი არის ინდიტექს ჯგუფში შემავალი სახლისთვის საჭირო ნივთებისა და დეკორის ბრენდი, რომლის კოლექციებიც ასახავს მოდის უახლეს ტენდენციებს და მოიცავს: თეთრეულს, მაგიდისა და აბაზანისთვის საჭირო ტექსტილს, ავეჯს, ჭურჭელს და სახლის გასაფორმებლად საჭირო სხვა დეკორატიულ ნივთებს, ისევე როგორც სახლის სამოსს, აბაზანის ნივთებსა და სხეულის მოვლის საშუალებებს.

როგორც ზარა ჰოუმის ყველა მაღაზია მსოფლიოში, თბილისის მაღაზიაც ყოველწლიურად წარმოადგენს უახლესი ტენდენციებით შთაგონებულ 2 კოლექციას. მაღაზიაში პროდუქციის განახლება მოხდება კვირაში ორჯერ.

2003 წელს პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ ზარა ჰოუმი სწრაფად გაიზარდა და ამჟამად 5 კონტინენტის 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს 500-ზე მეტი მაღაზიით. 5000-ზე მეტი პროფესიონალი ზრუნავს, რომ მოდისა და დეკორის უახლესი სეზონური ტენდენციები ყოველთვის იყოს ასახული ყოველკვირეულად განახლებად კოლექციებში. დიზაინერების საერთაშორისო გუნდი ქმნის უნიკალურ კოლექციებს, რომლებიც ეხმარება მომხმარებლებს შექმნან თბილი და მოდური ატმოსფერო სახლში.

ზარა ჰოუმი ეკუთვნის ინდიტექს ჯგუფს, მსოფლიოში უდიდეს მოდის საცალო ვაჭრობის ჯგუფს, რომელიც 9 ბრენდს მოიცავს ზარა ჰოუმი-ის გარდა ჯგუფში წარმოდგენილია Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Lefties და Uterqüe.

ზარა ჰოუმს ოპერირებას უწევს რითეილ გრუპ ჯორჯია Alokair Fashion Retail, ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს 35-ზე მეტ მოდის ბრენდს და მართავს 50-მდე მაღაზიას 2012 წლიდან.

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი