პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ ელიზბარაშვილი - საკუთარ კორპუსთან ერთი საათით შესასვლელად 3 ლარს, ყოველ მომდევნო საათზე კი ლარს გვთხოვენ
 თამაზ ელიზბარაშვილი - საკუთარ კორპუსთან ერთი საათით შესასვლელად 3 ლარს, ყოველ მომდევნო საათზე კი ლარს გვთხოვენ

ბიზ­ნეს­მენ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან, ყაზ­ბე­გის #24-ში უც­ნობ­მა პი­რებ­მა შლაგ­ბა­უ­მი და­ა­ყე­ნეს და ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს თან­ხას სძა­ლა­ვენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ელიზ­ბა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კორ­პუ­სის შე­სას­ვლე­ლი ტე­რი­ტო­რია მათი სა­კუთ­რე­ბაა და მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან ავ­ტო­მან­ქა­ნით შე­სას­ვლე­ლად თან­ხა უნდა გა­და­ი­ხა­დოს. მი­სი­ვე თქმით, კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთი სა­ა­თით შეს­ვლა 3 ლარი ღირს, ხოლო ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო სა­ა­თის სა­ფა­სუ­რი ერთი ლა­რია.

ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის მათ მო­თხოვ­ნას არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რის შემ­დე­გაც მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის სარ­კე­ე­ბი გა­ტე­ხეს და კა­რე­ბე­ბი და­უ­ზი­ა­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ბიზ­ნეს­მენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 10-მდე მა­მა­კა­ცი იკ­რი­ბე­ბა და ხში­რად მუ­ქა­რის ფონ­ზე, კორ­პუს­ში შეს­ვლის ან კორ­პუ­სი­დან გა­მოს­ვლის მსურ­ველს თან­ხას სძა­ლავს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი მათ ემუქ­რე­ბი­ან. ბიზ­ნეს­მე­ნი აღ­ნი­შულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს მი­ნისტრს მი­მარ­თავს და საქ­მის პი­რად კონ­ტროლ­ზე აყ­ვა­ნას სთხოვს.

"ეს პი­რე­ბი გა­მოჩ­დნენ პა­რას­კევს და გვი­თხრეს, ეს ტე­რი­ტო­რია ჩვე­ნია და თუ კორ­პუს­ში შეს­ვლა ან გა­მოს­ვლა გინ­დათ, ფული უნდა გა­დაგ­ვი­ხა­დო­თო. 8 თუ 9 კა­ცია სულ, იგი­ნე­ბი­ან და ძველ­ბი­ჭუ­რი ლექ­სი­კით მი­მარ­თა­ვენ ყვე­ლას. მე მათ ამ მო­თხოვ­ნას არ და­ვე­მორ­ჩი­ლე და და­მე­მუქრნენ. ამის შემ­დეგ კი ჩემს ავ­ტო­მო­ბილს ჩა­მო­ტე­ხეს სარ­კე­ე­ბი და და­ა­ზი­ა­ნეს კა­რე­ბე­ბი. დღეს რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი და მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი. ამ პი­რებ­მაც რა­ღაც ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დი ააფ­რი­ა­ლეს და ამ­ბობ­დნენ, ეს ტე­რი­ტო­რია ჩვენ გვე­კუთ­ვნი­სო. არა­ვინ მათ ხელს არ ადებს და ფაქ­ტობ­რი­ვად ტერ­ტო­რის ქვეშ ვართ. რო­გორც ჩანს ამ ადა­მი­ა­ნებს ვი­ღაც მფარ­ვე­ლობს. მივ­მარ­თავ ბა­ტონ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, რომ პი­რა­დად მან შე­ის­წავ­ლოს ეს სა­კი­თხი", - აღ­ნიშ­ნავს თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა, საქ­მეს კი მო­სა­მარ­თლე გა­ნი­ხი­ლავს.

ნა­ხეთ ვი­დეო

თამაზ ელიზბარაშვილი - საკუთარ კორპუსთან ერთი საათით შესასვლელად 3 ლარს, ყოველ მომდევნო საათზე კი ლარს გვთხოვენ

 თამაზ ელიზბარაშვილი - საკუთარ კორპუსთან ერთი საათით შესასვლელად 3 ლარს, ყოველ მომდევნო საათზე კი ლარს გვთხოვენ

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან, ყაზბეგის #24-ში უცნობმა პირებმა შლაგბაუმი დააყენეს და ადგილობრივ მცხოვრებლებს თანხას სძალავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ელიზბარაშვილმა განუცხადა, პირები აცხადებენ, რომ კორპუსის შესასვლელი ტერიტორია მათი საკუთრებაა და მოსახლეობამ საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან ავტომანქანით შესასვლელად თანხა უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, კორპუსის ტერიტორიაზე ერთი საათით შესვლა 3 ლარი ღირს, ხოლო ყოველი მომდევნო საათის საფასური ერთი ლარია.

ელიზბარაშვილის განცხადებით, ის მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მისი კუთვნილი ავტომობილის სარკეები გატეხეს და კარებები დაუზიანეს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე 10-მდე მამაკაცი იკრიბება და ხშირად მუქარის ფონზე, კორპუსში შესვლის ან კორპუსიდან გამოსვლის მსურველს თანხას სძალავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ემუქრებიან. ბიზნესმენი აღნიშულთან დაკავშირებით შს მინისტრს მიმართავს და საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.

"ეს პირები გამოჩდნენ პარასკევს და გვითხრეს, ეს ტერიტორია ჩვენია და თუ კორპუსში შესვლა ან გამოსვლა გინდათ, ფული უნდა გადაგვიხადოთო. 8 თუ 9 კაცია სულ, იგინებიან და ძველბიჭური ლექსიკით მიმართავენ ყველას. მე მათ ამ მოთხოვნას არ დავემორჩილე და დამემუქრნენ. ამის შემდეგ კი ჩემს ავტომობილს ჩამოტეხეს სარკეები და დააზიანეს კარებები. დღეს რამდენჯერმე გამოვიძახე პატრული და მერიის ზედამხედველობის სამსახური. ამ პირებმაც რაღაც ფარატინა ქაღალდი ააფრიალეს და ამბობდნენ, ეს ტერიტორია ჩვენ გვეკუთვნისო. არავინ მათ ხელს არ ადებს და ფაქტობრივად ტერტორის ქვეშ ვართ. როგორც ჩანს ამ ადამიანებს ვიღაც მფარველობს. მივმართავ ბატონ გიორგი გახარიას, რომ პირადად მან შეისწავლოს ეს საკითხი", - აღნიშნავს თამაზ ელიზბარაშვილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმეს კი მოსამართლე განიხილავს.

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი