საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტრო "ვარკეთილში" დაშავებული ძმის მიერ გამოტანილი სესხით მკურნალობს
მეტრო "ვარკეთილში" დაშავებული ძმის მიერ გამოტანილი სესხით მკურნალობს

მეტ­რო­სად­გურ "ვარ­კე­თილ­ში" ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დი­მიტ­რი ფა­ი­ლო­ძე მკურ­ნა­ლო­ბას ძმის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი სეს­ხის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნაგ­რძობს. 30 იან­ვარს მომ­ხდა­რიუბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ფა­ი­ლო­ძეს მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე წვი­ვი მო­ტყდა.

ფა­ი­უ­ლო­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლია, რო­მე­ლიც მის მიერ დღე­ში ნა­შოვ­ნი 20-30 ლა­რით ავად­მყოფ ბე­ბი­ა­საც უვ­ლი­და. მეტ­რო­სად­გურ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ის შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. მდგო­მა­რე­ო­ბას ისიც ამ­ძი­მებს, რომ მას რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი AMBEBI.GE-ის მეშ­ვე­ო­ბით შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს დახ­მა­რე­ბას სთხოვს, რათა მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შეძ­ლოს.

"რო­დე­საც მეტ­რო­ში ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და და დავ­შავ­დი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი და­მი­ფი­ნანსდა, ოპე­რა­ცია პირ­ვე­ლი­ვე დღეს გა­მი­კე­თეს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­მი­ნა­ხუ­ლეს გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და დახ­მა­რე­ბას დამ­პირ­დნენ, თუმ­ცა აღა­რა­ვინ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. 10 დღის სამ­ყოფ წამ­ლებ­ში 300 ლა­რამ­დე გა­და­ვი­ხა­დე. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფული კი ჩემ­მა ძმამ, სეს­ხად გა­მო­ი­ტა­ნა. ტკი­ვი­ლე­ბი მა­წუ­ხებს, გა­მა­ყუ­ჩე­ბელ­სა და თრომ­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტებს ვი­კე­თებ. ფეხ­ზე მჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­საც­მე­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე და­მა­ტე­ბით ფული სჭირ­დე­ბა... 2 თვე­ში რენტგე­ნი მექ­ნე­ბა გა­და­სა­ღე­ბი და 6 თვე­ში ხე­ლა­ხა­ლი ოპე­რა­ცია მე­სა­ჭი­რო­ე­ბა, რად­გან ფეხ­ზე რკი­ნის ფირ­ფი­ტე­ბი მაქვს ჩად­გმუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ მქო­ნია, მაგ­რამ დღი­ურ სა­მუ­შა­ო­ზე 20-30 ლარს ვშო­უ­ლობ­დი და ავად­მყოფ ბე­ბი­ას ვუვ­ლი­დი. სახ­ლშიც ბე­ბი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ, რო­მელ­მაც ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნა, აქვს სიმ­სივ­ნე და ასე­თი ქალი უპატ­რო­ნოდ დამ­რჩა. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ნი­მუმ, 6 თვე მუ­შა­ო­ბას ვერ შევ­ძლებ" - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ფა­ი­ლო­ძემ.

და­შა­ვე­ბულ პირ­თა მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პირ­ვე­ლა­დი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი სრუ­ლად ანა­ზღა­ურ­და, ხოლო და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხარ­ჯებს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ თბი­ლი­სის მე­რია და­ფა­რავს.

"30 იან­ვარს, მეტ­როს სად­გურ "ვარ­კე­თილ­ში" მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 14 ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და, რო­მელ­თაც სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დრო­უ­ლად აღ­მო­უ­ჩი­ნეს და სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მათი პირ­ვე­ლა­დი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი სრუ­ლად ანა­ზღა­ურ­და, რო­გორც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ. რო­გორც არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხარ­ჯებს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ, თბი­ლი­სის მე­რია და­ფა­რავს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, მეტ­რო­სად­გურ "ვარ­კე­თილ­ში" ჭერი 30 იან­ვარს ჩა­მო­ინ­გრა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 14 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი.

ნიკა სა­ჯა­ია

AMBEBI.GE

ფოტო: ghn.ge

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რო­დის გა­რე­მონტდა და რა დაჯ­და მეტ­რო "ვარ­კე­თი­ლის" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­დაც დღეს ჭერი ჩა­მო­ინ­გრა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მეტრო "ვარკეთილში" დაშავებული ძმის მიერ გამოტანილი სესხით მკურნალობს

მეტრო "ვარკეთილში" დაშავებული ძმის მიერ გამოტანილი სესხით მკურნალობს

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული დიმიტრი ფაილოძე მკურნალობას ძმის მიერ გამოტანილი სესხის მეშვეობით განაგრძობს. 30 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ფაილოძეს მარცხენა ფეხზე წვივი მოტყდა.

ფაიულოძეების ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, რომელიც მის მიერ დღეში ნაშოვნი 20-30 ლარით ავადმყოფ ბებიასაც უვლიდა. მეტროსადგურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის შემოსავლის გარეშე დარჩა. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მას რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილება არ შეეძლება.

დაზარალებული AMBEBI.GE-ის მეშვეობით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვს, რათა მკურნალობის გაგრძელება შეძლოს.

"როდესაც მეტროში ინციდენტი მოხდა და დავშავდი, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი დამიფინანსდა, ოპერაცია პირველივე დღეს გამიკეთეს. საავადმყოფოში მომინახულეს გამგეობის წარმომადგენლებმა და დახმარებას დამპირდნენ, თუმცა აღარავინ შემხმიანებია. 10 დღის სამყოფ წამლებში 300 ლარამდე გადავიხადე. მედიკამენტების ფული კი ჩემმა ძმამ, სესხად გამოიტანა. ტკივილები მაწუხებს, გამაყუჩებელსა და თრომბის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვიკეთებ. ფეხზე მჭირდება სპეციალური ჩასაცმელი, რომელსაც ასევე დამატებით ფული სჭირდება... 2 თვეში რენტგენი მექნება გადასაღები და 6 თვეში ხელახალი ოპერაცია მესაჭიროება, რადგან ფეხზე რკინის ფირფიტები მაქვს ჩადგმული. ოფიციალური სამსახური არ მქონია, მაგრამ დღიურ სამუშაოზე 20-30 ლარს ვშოულობდი და ავადმყოფ ბებიას ვუვლიდი. სახლშიც ბებიასთან ერთად ვცხოვრობ, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, აქვს სიმსივნე და ასეთი ქალი უპატრონოდ დამრჩა. ჩემი მდგომარეობის გამო მინიმუმ, 6 თვე მუშაობას ვერ შევძლებ" - განაცხადა დიმიტრი ფაილოძემ.

დაშავებულ პირთა მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, ხოლო დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.

"30 იანვარს, მეტროს სადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაზარალდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მათი პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასევე, თბილისის მერიის მიერ. როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი 30 იანვარს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

ნიკა საჯაია

AMBEBI.GE

ფოტო: ghn.ge

ასევე წაიკითხეთ: როდის გარემონტდა და რა დაჯდა მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაცია, სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"