მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს უცხოეთში მუშაობა შეეძლებათ - რას სთავაზობს მოსწავლეებს ახალი პროექტი
პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს უცხოეთში მუშაობა შეეძლებათ - რას სთავაზობს მოსწავლეებს ახალი პროექტი

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ახალ პრო­ექტს იწყებს. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ახალ­გაზ­რდებს სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პარტნი­ო­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­რი­კა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტში, რო­მელ­შიც გა­სულ წელს 3000 მოს­წავ­ლე ჩა­ერ­თო, წელს გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალს ზრდის და მას­ში ჩარ­თვის უფ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სკო­ლას ექ­ნე­ბა.

"UNDP-თან და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად და­ვი­წყეთ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის. თა­ვი­დან, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სკო­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ და ორ­თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა უნა­რე­ბი გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ. კვი­რა­ში ორ­ჯერ, ორ­სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი პროგ­რა­მა იყო. ბავ­შვე­ბი მი­დი­ოდ­ნენ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. პი­ლო­ტი­რე­ბამ გა­ა­მარ­თლა, მაგ­რამ ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის ეს არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რად­გან სკო­ლებ­თან ახ­ლოს ყველ­გან არ არის პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მალე გა­მო­ცხად­დე­ბა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი სკო­ლე­ბის­თვის. ისი­ნი თა­ვად აირ­ჩე­ვენ, რო­მე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაც უნ­დათ პროგ­რა­მის წარ­მარ­თვა, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, მო­ი­თხო­ვონ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ფული, ა.შ. იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის პე­და­გო­გე­ბი მი­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში და სკო­ლის პე­და­გო­გებ­თან ერ­თად ას­წავ­ლონ ბავ­შვებს. სე­სია გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ მაქ­სი­მუმ სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. წელს ნე­ბის­მი­ერ სკო­ლას შე­ეძ­ლე­ბა ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ოღონდ გა­ნა­ცხა­დი უნდა იყოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რომ ნამ­დვი­ლად ჩა­ტარ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სკო­ლას აქვს შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე ამ მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­თვის. აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ვყი­დუ­ლობთ სკო­ლას რჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, შარ­შან კას­პის ერთ-ერთ სკო­ლა­ში პრო­ფე­სი­ულ­მა კო­ლე­ჯ­მა "იკა­როს­მა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს პრო­ექ­ტი და თუ ამ სკო­ლას ისევ ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, რომ საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მას პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა, მას­წავ­ლე­ბელს თვი­თონ ეს სკო­ლა გა­მო­ყოფს. შარ­შან 200 სკო­ლა ჩა­ერ­თო ამ პროგ­რა­მა­ში და 3000-ზე მეტი მოს­წავ­ლე იყო ჩარ­თუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ კურ­სის გავ­ლა მოს­წავ­ლეს შრო­მით უნა­რებს უვი­თა­რებს. "უმაღ­ლებს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ხე­ლით გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის მი­მართ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­სა­ტე­ხია. უვი­თა­რებს აკა­დე­მი­ურ უნა­რებს პრაქ­ტი­კას­თან ერ­თად. კუ­ლი­ნა­რი­ას რო­დე­საც სწავ­ლობ­დნენ, იქ ქი­მი­ის ცოდ­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. მა­თე­მა­ტი­კაც უნდა სცოდ­ნო­დათ აწონ­ვის და გა­ზომ­ვის დროს და რაც მთა­ვა­რია ამას აქვს პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი. ამას­თა­ნა­ვე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან ბავ­შვებს, რომ შე­საძ­ლოა, ახლა მათ ღებ­ვის კურ­სი აირ­ჩი­ონ, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში ეს პრო­ფე­სია ინ­ჟი­ნე­რი­ამ­დე მი­ვი­დეს. ეს კურ­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო მე-8-მე-9 კლა­სე­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა, უფ­როსკლა­სე­ბიც ითხოვ­დნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის შრო­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი. თა­ვი­დან მას შრო­მი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ერ­ქვა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ხე­ლი გა­და­არ­ქვეს და "შრო­მი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა" და­არ­ქვეს. შარ­შან ამ პროგ­რა­მის­თვის 2 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, 300 ათა­სი ლარი დარ­ჩა აუთ­ვი­სე­ბე­ლი. წელ­საც ამ­დე­ნი­ვე თან­ხა- 2 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­ი­ყო. გარ­და ამი­სა, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლებს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ ამე­ცა­დი­ნონ ბავ­შვე­ბი ელექტრო­ო­ბა­ში, თუ შე­სა­ბა­მის მე­თო­დი­კა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის პე­და­გო­გებ­თან გა­ერ­კვე­ვი­ან. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პრო­ცესს მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გი ჰქონ­და. UNDP დაგ­ვეხ­მა­რა და მო­ნი­ტო­რინ­გის ექ­სპერ­ტე­ბი გვყავ­და აყ­ვა­ნი­ლი. მალე გა­მო­ი­ცე­მა ან­გა­რი­ში, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს პროგ­რა­მა გან­ვი­თარ­დეს, რა ხარ­ვე­ზე­ბი იყო, რო­გო­რი იყო კმა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხი ბავ­შვებ­ში. მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ პროგ­რა­მა მთლი­ა­ნად პრაქ­ტი­კუ­ლი იყოს და თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დეს. გარ­და ამი­სა, ახა­ლი იდე­ე­ბი წა­მო­ვი­და, რაც უკავ­შირ­დე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში HUB სკო­ლე­ბის გა­კე­თე­ბას, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან რომ გაძ­ლი­ერ­დე­ბი­ან, იმ სკო­ლებ­ში სხვა სკო­ლე­ბი­და­ნაც მოვ­ლენ. ყვე­ლა სკო­ლა­ში რა­ღა­ცე­ბის აშე­ნე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე სკო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა სხვა სკო­ლებ­საც მო­ი­ზი­დავს და მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის დამ­ტკი­ცე­ბი­სას, პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვთ გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბაზა და გა­იზ­რდე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­ფარ­ვა.

"ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბის პრო­ცე­სი. სა­ბა­ზო სწავ­ლე­ბის დო­ნე­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ხოლო სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მო­ზარ­დებს და­საქ­მე­ბის სფე­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას შო­რის კავ­ში­რე­ბი, და­ი­ნერ­გე­ბა წინმსწრე­ბი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­პულ პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებს შო­რის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი იგეგ­მე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს პრაქ­ტი­კის გავ­ლა უცხო­ეთ­ში შე­ეძ­ლე­ბათ. ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი სა­მუ­შა­ოდ უცხო­ეთ­ში უკვე წა­ვი­და.

"მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პა­ში, პო­ლო­ნეთ­ში გა­სუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი შემ­დუ­ღებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ლე­გა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ. პო­ლო­ნურ­მა კომ­პა­ნი­ამ მოგ­ვმარ­თა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო ჩარ­თუ­ლი. IOM-მმა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვმარ­თა ჩვენ და პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას და კო­ლე­ჯი­დან "სპექტრი" შე­ირ­ჩა რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტი. ჩა­უ­ტარ­დათ გა­მოც­და და და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს პი­რო­ბე­ბი. არც ერთი არ ჩაჭ­რი­ლა, 10 ადა­მი­ა­ნი წა­იყ­ვა­ნეს და 6 თვით პო­ლო­ნეთ­ში იმუ­შა­ვე­ბენ.

თუმ­ცა, ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვით, რომ კო­ლეჯს ვინც და­ამ­თავ­რებს ყვე­ლა ევ­რო­პა­ში გავა.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი ცოტა ხნის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და ლონ­დონ­ში, სა­დაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­თან და გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი იგეგ­მე­ბა. შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­დან 2-3 თვით პრაქ­ტი­კის­თვის წა­ვიდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი. გაც­ვლა არ ნიშ­ნავს, რომ კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ წავ­ლენ ისი­ნი პრაქ­ტი­კა­ზე, არა­მედ, შე­საძ­ლოა, პრო­ცეს­ში­ვე მოხ­დეს პრაქ­ტი­კა­ზე გაშ­ვე­ბა. ეს უკვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, ეს­ტო­ნეთ­თან გან­ხორ­ცი­ელ­და პროგ­რა­მა ლო­ჯის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც ჩვენ­მა სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც "ახალ ტალ­ღა­ში" სწავ­ლობ­დნენ, გა­ი­ა­რეს გარ­კვე­უ­ლი მო­დუ­ლი ეს­ტო­ნეთ­ში და მი­ი­ღეს ეს­ტო­ნურ-ქარ­თუ­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი. სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­აა და ამი­ტომ მა­თაც შე­უძ­ლი­ათ წა­ვიდ­ნენ უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით მიღ­წე­უ­ლი არ არის შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენტს უცხო ენის უფა­სოდ შეს­წავ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

"კონ­კრე­ტულ შე­დეგს ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ვა­ი­დე­რებ­თან. გვინ­დო­და შეგ­ვეს­ყი­და მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლი­მე კარ­გი ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით შე­თან­ხმე­ბა ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, რე­სურ­სე­ბი არ ყოფ­ნის და ვე­ძებთ ეკო­ნო­მი­კურ გა­მო­სა­ვალს. ვა­დას­ტუ­რებთ, რომ შე­ვა­ფა­სეთ პე­და­გო­გე­ბის უნა­რე­ბიც, რაც სა­ჭი­რო­ებს უფრო ძლი­ე­რი კორ­პუ­სის შექ­მნას. სტუ­დენ­ტე­ბი რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­ვიდ­ნენ, ძა­ლი­ან დიდ ბა­რი­ერს წარ­მო­ად­გენს უცხო ენის ცოდ­ნა. ჯერ კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მა არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

გარ­და ამი­სა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის არმ­ქო­ნე პი­რებს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად ატეს­ტა­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ექ­ნე­ბათ.

"დაკ­ვირ­ვე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ არი­ან ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ამ­თავ­რეს 9 კლა­სი და მო­ვიდ­ნენ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში იმის­თვის, რომ ზედა სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ, სა­ჭი­რო იყო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი. ან თუ მათ სურ­დათ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, ამის­თვი­საც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი იყო სა­ჭი­რო. უკან უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ სკო­ლა­ში, აე­ღოთ ატეს­ტა­ტი და შემ­დეგ ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი. ეს იყო ჩიხი და არას­წო­რი. ახლა კა­ნო­ნით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც უნ­დათ, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი აი­ღონ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან ერ­თად შე­ეძ­ლე­ბათ. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თვის საკ­მა­რი­სია 9 კლა­სის ატეს­ტა­ტი, მაგ­რამ მე-4 სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბი მე-10, მე-12 კლა­სებ­ში ქარ­თულ ენა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. ეს იქ­ნე­ბა ცალ­კე პროგ­რა­მა, სა­დაც სწავ­ლის შე­დე­გე­ბი შე­რე­უ­ლია პრო­ფე­სი­ულ კონ­ტექ­სტთან. თუ პირი სწავ­ლობს დურ­გლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ის "შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბას" კი არ ის­წავ­ლის, გა­ნი­ვი­თა­რებს სხვა პროგ­რა­მით იმ უნა­რებს, რაც ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. კონ­ტექ­სტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ტექ­სტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­სა­ლას არ ეყ­რდნო­ბა, რაც კლა­სი­კუ­რად სკო­ლა­შია, მაგ­რამ იგი­ვე სას­წავ­ლო შე­დეგ­ზე გა­დის. ასე­ვე ხდე­ბა და­ნარ­ჩენ საგ­ნებ­შიც", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ატეს­ტა­ტის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, თუმ­ცა, არა CAT-ის გა­მოც­დის.

"რად­გან ატეს­ტა­ტის აღე­ბის­თვის სკო­ლა­ში არ­სე­ბობს CAT-ის გა­მოც­და, აქაც ექ­ნე­ბათ ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი ტი­პის გა­მოც­და იმის­თვის, რომ მი­ი­ღონ ატეს­ტა­ტი, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბა CAT. თუ რო­გო­რი ტი­პის იქ­ნე­ბა ეს გა­მოც­და ახლა ამას ვე­რა­ვინ გე­ტყვით იმი­ტომ, რომ ეს და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არ არის. მაგ­რამ ცალ­სა­ხად CAT ეს ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან მათი სწავ­ლის კონ­ტენ­ტი არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის. ანუ პირი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბის დიპ­ლომ­თან ერ­თად ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტატ­საც იღებს, ორი ტი­პის გა­მოც­დას აბა­რებს. რო­გო­რი გა­მოც­და იქ­ნე­ბა და რა ერ­ქმე­ვა გა­მოც­დას, ეს ჯერ გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის. ეს პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა ცოტა უფრო გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სკო­ლა და მხო­ლოდ დურ­გლის ხე­ლო­ბის შე­სას­წავლ პროგ­რა­მა­ზე შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი. საგ­ნი­სა და პრო­ფე­სი­ის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მა ცოტა უფრო ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­რი­ცხავს, რომ ატეს­ტა­ტის აღე­ბი­სას, შე­საძ­ლოა, ე.წ. შავი ხვრე­ლე­ბი გაჩ­ნდეს.

"ეს ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან ატეს­ტა­ტის ასა­ღე­ბად პირს აქაც გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა უწევს. ეს გა­მოც­დე­ბი არ იქ­ნე­ბა უფრო ად­ვი­ლი, ესეც იქ­ნე­ბა ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა პრინ­ცი­პი, რაც სკო­ლის შემ­თხვე­ვა­შია. გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი, გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ იქ­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. პრინ­ცი­პი არ და­ირ­ღვე­ვა იმი­ტომ, რომ ხვრე­ლე­ბი არ გაჩ­ნდეს", - გა­ნუ­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს უცხოეთში მუშაობა შეეძლებათ - რას სთავაზობს მოსწავლეებს ახალი პროექტი

პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს უცხოეთში მუშაობა შეეძლებათ - რას სთავაზობს მოსწავლეებს ახალი პროექტი

განათლების და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში პროფესიული უნარების განმავითარებელი აქტივობების ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. პროექტის თანახმად, ახალგაზრდებს საშუალო სკოლებში სრულფასოვანი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსმა მარიკა ზაქარეიშვილმა განუცხადა, საპილოტე პროექტში, რომელშიც გასულ წელს 3000 მოსწავლე ჩაერთო, წელს გეოგრაფიულ არეალს ზრდის და მასში ჩართვის უფლება ნებისმიერ სკოლას ექნება.

"UNDP-თან და განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ერთად დავიწყეთ ადაპტირებული პროგრამები სკოლის მოსწავლეებისთვის. თავიდან, პროფესიულ სასწავლებლებთან ახლოს მდებარე სკოლებიდან მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სურვილის შემთხვევაში პროგრამაში ჩართულიყვნენ და ორთვენახევრის განმავლობაში სხვადასხვა უნარები გამოემუშავებინათ. კვირაში ორჯერ, ორსაათნახევრიანი პროგრამა იყო. ბავშვები მიდიოდნენ პროფესიულ სასწავლებელში. პილოტირებამ გაამართლა, მაგრამ ყველა მოსწავლისთვის ეს არ იყო ხელმისაწვდომი, რადგან სკოლებთან ახლოს ყველგან არ არის პროფესიული სასწავლებელი. მივიღეთ გადაწყვეტილება და მალე გამოცხადდება საგრანტო კონკურსი სკოლებისთვის. ისინი თავად აირჩევენ, რომელი პროფესიული მიმართულებაც უნდათ პროგრამის წარმართვა, შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ აღჭურვილობა, მასწავლებლის ხელფასი, ტრანსპორტირების ფული, ა.შ. იქნება საშუალება, პროფესიული კოლეჯების პედაგოგები მივიდნენ სკოლაში და სკოლის პედაგოგებთან ერთად ასწავლონ ბავშვებს. სესია გაკვეთილების შემდეგ მაქსიმუმ საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. წელს ნებისმიერ სკოლას შეეძლება ამ კონკურსში მონაწილეობა, ოღონდ განაცხადი უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ნამდვილად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილები და სკოლას აქვს შესაბამისი სივრცე ამ მეცადინეობისთვის. აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ სკოლას რჩება. მაგალითად, შარშან კასპის ერთ-ერთ სკოლაში პროფესიულმა კოლეჯმა "იკაროსმა" განახორციელა ეს პროექტი და თუ ამ სკოლას ისევ ექნება სურვილი, რომ საგრანტო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მას პროფესიული კოლეჯის მასწავლებლის დახმარება აღარ დასჭირდება, მასწავლებელს თვითონ ეს სკოლა გამოყოფს. შარშან 200 სკოლა ჩაერთო ამ პროგრამაში და 3000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ კურსის გავლა მოსწავლეს შრომით უნარებს უვითარებს. "უმაღლებს დამოკიდებულებას ხელით გასაკეთებელი საქმეების მიმართ, რაც საქართველოში სამწუხაროდ გარდასატეხია. უვითარებს აკადემიურ უნარებს პრაქტიკასთან ერთად. კულინარიას როდესაც სწავლობდნენ, იქ ქიმიის ცოდნაც აუცილებელი იყო. მათემატიკაც უნდა სცოდნოდათ აწონვის და გაზომვის დროს და რაც მთავარია ამას აქვს პროფორიენტაციული ხასიათი. ამასთანავე, მასწავლებლები ეუბნებიან ბავშვებს, რომ შესაძლოა, ახლა მათ ღებვის კურსი აირჩიონ, მაგრამ მომავალში ეს პროფესია ინჟინერიამდე მივიდეს. ეს კურსი გათვალისწინებული იყო მე-8-მე-9 კლასელებისთვის, თუმცა, უფროსკლასებიც ითხოვდნენ. ფაქტობრივად, ეს არის შრომის გაკვეთილების მოდიფიცირებული ვარიანტი. თავიდან მას შრომითი გაკვეთილები ერქვა, მაგრამ მოგვიანებით სახელი გადაარქვეს და "შრომითი უნარების განვითარების პროგრამა" დაარქვეს. შარშან ამ პროგრამისთვის 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 300 ათასი ლარი დარჩა აუთვისებელი. წელსაც ამდენივე თანხა- 2 მილიონი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მასწავლებლებისთვის დამატებითი ანაზღაურებაა. მაგალითად, ფიზიკის მასწავლებლებს თავისუფლად შეუძლიათ ამეცადინონ ბავშვები ელექტროობაში, თუ შესაბამის მეთოდიკაში პროფესიული კოლეჯების პედაგოგებთან გაერკვევიან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჰქონდა. UNDP დაგვეხმარა და მონიტორინგის ექსპერტები გვყავდა აყვანილი. მალე გამოიცემა ანგარიში, როგორ შეიძლება ეს პროგრამა განვითარდეს, რა ხარვეზები იყო, როგორი იყო კმაყოფილების ხარისხი ბავშვებში. მთავარი რეკომენდაციაა, რომ პროგრამა მთლიანად პრაქტიკული იყოს და თეორიული ნაწილი საერთოდ არ ჰქონდეს. გარდა ამისა, ახალი იდეები წამოვიდა, რაც უკავშირდება რეგიონებში HUB სკოლების გაკეთებას, რომლებიც ძალიან რომ გაძლიერდებიან, იმ სკოლებში სხვა სკოლებიდანაც მოვლენ. ყველა სკოლაში რაღაცების აშენება და განვითარება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ რამდენიმე სკოლის გაძლიერება სხვა სკოლებსაც მოიზიდავს და მოემსახურება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას, პარლამენტში სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლო მომავალში განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაიზრდება გეოგრაფიული დაფარვა.

"ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაიწყება პროფესიული და ზოგადი განათლების სფეროთა ინტეგრირების პროცესი. საბაზო სწავლების დონეზე პროფესიული უნარების განმავითარებელი აქტივობები, ხოლო საშუალო სკოლებში სრულფასოვანი პროფესიული განათლება მოზარდებს დასაქმების სფეროსთან დაახლოებაში დაეხმარება. განვითარდება პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის კავშირები, დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები", - განაცხადა ჩხენკელმა.

ამასთან, საქართველოს და ევროპულ პროფესიულ კოლეჯებს შორის გაცვლითი პროგრამები იგეგმება, რომლის თანახმადაც, ქართველ სტუდენტებს პრაქტიკის გავლა უცხოეთში შეეძლებათ. ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ქართული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების ნაწილი სამუშაოდ უცხოეთში უკვე წავიდა.

"მაგალითად, ევროპაში, პოლონეთში გასულები არიან ჩვენი შემდუღებლები, რომლებიც ლეგალურად მუშაობენ. პოლონურმა კომპანიამ მოგვმართა. ჯანდაცვის სამინისტრო და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული. IOM-მმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვმართა ჩვენ და პროფესიული კოლეჯების ასოციაციას და კოლეჯიდან "სპექტრი" შეირჩა რამდენიმე კანდიდატი. ჩაუტარდათ გამოცდა და დააკმაყოფილეს პირობები. არც ერთი არ ჩაჭრილა, 10 ადამიანი წაიყვანეს და 6 თვით პოლონეთში იმუშავებენ.

თუმცა, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ კოლეჯს ვინც დაამთავრებს ყველა ევროპაში გავა.

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ლონდონში, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა პროფესიულ სასწავლებლებთან და გაცვლითი პროგრამები იგეგმება. შესაძლოა, საქართველოდან 2-3 თვით პრაქტიკისთვის წავიდნენ სტუდენტები. გაცვლა არ ნიშნავს, რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ წავლენ ისინი პრაქტიკაზე, არამედ, შესაძლოა, პროცესშივე მოხდეს პრაქტიკაზე გაშვება. ეს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ პროფესიულ განათლებაში არ არსებობს. გარდა ამისა, ესტონეთთან განხორციელდა პროგრამა ლოჯისტიკის მიმართულებით, სადაც ჩვენმა სტუდენტებმა, რომლებიც "ახალ ტალღაში" სწავლობდნენ, გაიარეს გარკვეული მოდული ესტონეთში და მიიღეს ესტონურ-ქართული სერთიფიკატი. საერთაშორისო დონეზე მოთხოვნადი პროფესიაა და ამიტომ მათაც შეუძლიათ წავიდნენ უცხოეთში სამუშაოდ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით მიღწეული არ არის შეთანხმება, რომელიც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს უცხო ენის უფასოდ შესწავლაში დაეხმარება.

"კონკრეტულ შედეგს ვერ გეტყვით, მაგრამ იყო მოლაპარაკებები სხვადასხვა პროვაიდერებთან. გვინდოდა შეგვესყიდა მომსახურება, რომელიმე კარგი ენის შემსწავლელი კურსი, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება ვერ მივაღწიეთ, რესურსები არ ყოფნის და ვეძებთ ეკონომიკურ გამოსავალს. ვადასტურებთ, რომ შევაფასეთ პედაგოგების უნარებიც, რაც საჭიროებს უფრო ძლიერი კორპუსის შექმნას. სტუდენტები რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ, ძალიან დიდ ბარიერს წარმოადგენს უცხო ენის ცოდნა. ჯერ კონკრეტული პროგრამა არ გვაქვს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

გარდა ამისა, ზოგადი განათლების არმქონე პირებს პროფესიულ განათლებასთან ერთად ატესტატის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

"დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ არიან ბავშვები, რომლებმაც დაამთავრეს 9 კლასი და მოვიდნენ პროფესიულ განათლებაში იმისთვის, რომ ზედა საფეხურზე გადასულიყვნენ, საჭირო იყო ზოგადი განათლების ატესტატი. ან თუ მათ სურდათ ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ამისთვისაც ზოგადი განათლების ატესტატი იყო საჭირო. უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ სკოლაში, აეღოთ ატესტატი და შემდეგ ჩაებარებინათ ეროვნული გამოცდები. ეს იყო ჩიხი და არასწორი. ახლა კანონით იქნება შესაძლებლობა, რომ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ ზოგადი განათლების ატესტატი აიღონ, ამის საშუალება პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად შეეძლებათ. პროფესიული განათლებისთვის საკმარისია 9 კლასის ატესტატი, მაგრამ მე-4 საფეხურზე გადასასვლელად საჭირო იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სწავლის შედეგები მე-10, მე-12 კლასებში ქართულ ენაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ეს იქნება ცალკე პროგრამა, სადაც სწავლის შედეგები შერეულია პროფესიულ კონტექსტთან. თუ პირი სწავლობს დურგლობის მიმართულებით, ის "შუშანიკის წამებას" კი არ ისწავლის, განივითარებს სხვა პროგრამით იმ უნარებს, რაც ქართულის სწავლებით არის შესაძლებელი. კონტექსტი შეიძლება იყოს ტექსტების დამუშავება, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული. ის მაინცდამაინც მასალას არ ეყრდნობა, რაც კლასიკურად სკოლაშია, მაგრამ იგივე სასწავლო შედეგზე გადის. ასევე ხდება დანარჩენ საგნებშიც", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ატესტატის მისაღებად საჭირო იქნება გამოცდის ჩაბარება, თუმცა, არა CAT-ის გამოცდის.

"რადგან ატესტატის აღებისთვის სკოლაში არსებობს CAT-ის გამოცდა, აქაც ექნებათ ჩასაბარებელი გარკვეული ტიპის გამოცდა იმისთვის, რომ მიიღონ ატესტატი, მაგრამ ეს არ იქნება CAT. თუ როგორი ტიპის იქნება ეს გამოცდა ახლა ამას ვერავინ გეტყვით იმიტომ, რომ ეს დამუშავებული არ არის. მაგრამ ცალსახად CAT ეს ვერ იქნება, რადგან მათი სწავლის კონტენტი არის განსხვავებული, ვიდრე სკოლის მოსწავლეების. ანუ პირი, რომელიც პროფესიულ განათლების დიპლომთან ერთად ზოგადი განათლების ატესტატსაც იღებს, ორი ტიპის გამოცდას აბარებს. როგორი გამოცდა იქნება და რა ერქმევა გამოცდას, ეს ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს პროგრამა იქნება ცოტა უფრო გახანგრძლივებული, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სკოლა და მხოლოდ დურგლის ხელობის შესასწავლ პროგრამაზე შემოიტანა განაცხადი. საგნისა და პროფესიის ინტეგრირებული პროგრამა ცოტა უფრო ხანგრძლივი იქნება",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სამინისტროს წარმომადგენელი გამორიცხავს, რომ ატესტატის აღებისას, შესაძლოა, ე.წ. შავი ხვრელები გაჩნდეს.

"ეს ვერ მოხდება, რადგან ატესტატის ასაღებად პირს აქაც გამოცდის ჩაბარება უწევს. ეს გამოცდები არ იქნება უფრო ადვილი, ესეც იქნება ცენტრალიზებული, ორგანიზებული, დაცული იქნება პრინციპი, რაც სკოლის შემთხვევაშია. გაკონტროლებული, გამჭვირვალე პროცესი, სავარაუდოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ იქნება ორგანიზებული. პრინციპი არ დაირღვევა იმიტომ, რომ ხვრელები არ გაჩნდეს", - განუცხადა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსს".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი