პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში
მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში

ში­ნა­გან საქ­მე­თა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, მან­და­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე, 21 წელს ზე­მოთ ასა­კის მქო­ნე პირი.

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, იც­ვლე­ბა მან­და­ტუ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის წესი, რო­მე­ლიც თე­ო­რი­ულ მომ­ზა­დე­ბას­თან ერ­თად პრაქ­ტი­კულ კომ­პო­ნენ­ტსაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"თუ დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მან­და­ტუ­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პირი, ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ მან­და­ტუ­რად და­ი­ნიშ­ნე­ბა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პირი; მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბის ასა­კი აი­წევს 21 წლამ­დე; იც­ვლე­ბა მან­და­ტუ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის წესი, რო­მე­ლიც თე­ო­რი­ულ მომ­ზა­დე­ბას­თან ერ­თად პრაქ­ტი­კულ კომ­პო­ნენ­ტსაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­იზ­რდე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის ხან­გრძლი­ვო­ბა. კურსს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტე­ბი გა­უ­ძღვე­ბი­ან, რაც სწავ­ლე­ბის მა­ღალ ხა­რისხს და მან­და­ტურ­თა პრო­ფე­სი­ულ ზრდას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ახა­ლი კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად გა­დამ­ზა­დე­ბას მოქ­მე­დი მან­და­ტუ­რე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ივ­ლი­ან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, კა­ნონპ­რო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდას და უწყე­ბებს შო­რის მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზით, რო­გორც სკო­ლის, ისე მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ზარ­დთა შო­რის და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ას.

მან­და­ტურს დამ­რღვე­ვი მოს­წავ­ლის შე­ყოვ­ნე­ბა მაქ­სი­მუმ 3 სა­ა­თით შე­ეძ­ლე­ბა. კა­ნო­ნით ფარ­თოვ­დე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი. მან­და­ტუ­რის ფუნ­ქცი­ებ­ში შე­მო­დის შე­ყოვ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მი და მას შე­ეძ­ლე­ბა დის­ციპ­ლი­ნუ­რი ან სხვა დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მოს­წავ­ლე შე­ა­ყოვ­ნოს და გან­ცალ­კე­ვე­ბით ამ­ყო­ფოს მისი მშობ­ლის ან კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გებ­ლის სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე.

"შე­ყოვ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ამოქ­მედ­დე­ბა და გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მა­შინ, თუ მოს­წავ­ლის ქმე­დე­ბით საფრ­თხე ექ­მნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უწყვე­ტო­ბას, ანდა პირ­თა სი­ცო­ცხლეს ან ჯან­მრთე­ლო­ბას. შე­ყოვ­ნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა 3 სა­ა­თი. სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა შო­რის კონ­ფლიქ­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბი­სა და სკო­ლის გა­რეთ კონ­ფლიქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მან­და­ტურს, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის არ არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ზარ­დის შე­ყოვ­ნე­ბი­სა და მშობ­ლის­თვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ტყო­ბი­ნე­ბის, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი, პო­ლი­ცი­ის­თვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მან­და­ტურს მო­ზარ­დის შე­ყოვ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის აღ­მო­ჩე­ნი­სას კი მან პო­ლი­ცი­ას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოს.

"სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა შო­რის კონ­ფლიქ­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის და სკო­ლის გა­რეთ კონ­ფლიქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მან­და­ტურს ექ­ნე­ბა მო­ზარ­დის შე­ყოვ­ნე­ბის და მშობ­ლის­თვის და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცი­ის­თვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა;

მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ხდე­ბა გა­ცი­ლე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე - მან­და­ტუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბა არა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, არა­მედ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მიერ, რაც მან­და­ტუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რისხს გაზ­რდის. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, თა­ვის მხრივ, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი", - ნათ­ქვა­მია კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

ამას­თან, სკო­ლებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, შიდა და გარე პე­რი­მეტრზე ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი სკო­ლის მთელ ტე­რი­ტო­რი­ას და გარე პე­რი­მეტრს და­ფა­რავს.

"სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვის პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად წა­რი­მარ­თე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სკო­ლას მო­ი­ცავს. სკო­ლებ­ში, სა­დაც უკვე არ­სე­ბობს კა­მე­რე­ბი, გა­და­მოწ­მდე­ბა მათი და­ფარ­ვის არე­ა­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­იზ­რდე­ბა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს;

კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა კო­ორ­დი­ნა­ცია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შო­რის. კერ­ძოდ, სკო­ლა­ში რიკს-ჯგუ­ფე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და სკო­ლის გა­რეთ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მოხ­დე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ებს შო­რის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა", - გან­მარ­ტა­ვენ შსს-ში.

ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი შს სა­მი­ნის­ტრომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად მო­ამ­ზა­და და ის პარ­ლა­მენტს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში

მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში

შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების მიერ მომზადებული კანონპროექტით, მანდატურად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე, 21 წელს ზემოთ ასაკის მქონე პირი.

ცვლილებების თანახმად, იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

"თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი; მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე; იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან", - აღნიშნულია კანონპროექტში.

როგორც შსს-ში აცხადებენ, კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით, როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

მანდატურს დამრღვევი მოსწავლის შეყოვნება მაქსიმუმ 3 საათით შეეძლება. კანონით ფართოვდება მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები. მანდატურის ფუნქციებში შემოდის შეყოვნების მექანიზმი და მას შეეძლება დისციპლინური ან სხვა დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე შეაყოვნოს და განცალკევებით ამყოფოს მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგებლის სკოლაში მისვლამდე.

"შეყოვნების მექანიზმი ამოქმედდება და გამართლებული იქნება მაშინ, თუ მოსწავლის ქმედებით საფრთხე ექმნება სასწავლო პროცესის უწყვეტობას, ანდა პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შეყოვნების მაქსიმალური პერიოდი იქნება 3 საათი. სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს, სამართალდარღვევის არ არსებობის შემთხვევაში მოზარდის შეყოვნებისა და მშობლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება ექნება", - განაცხადა პრეზენტაციაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.

მანდატურს მოზარდის შეყოვნების შემთხვევაში მშობლისთვის შეტყობინების ვალდებულება ექნება, სამართალდარღვევის აღმოჩენისას კი მან პოლიციას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.

"სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება;

მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე - მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი", - ნათქვამია კანონპროექტში.

ამასთან, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს.

"სკოლების აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეოკამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს;

კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა", - განმარტავენ შსს-ში.

ცვლილებათა პაკეტი შს სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მოამზადა და ის პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი